დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე ქვეყანაში ძლიერი ლოქდაუნი შემოიღო, თუმცა მისი თქმით, ამას ეკონომიკა ვერ გაუძლებს.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია რაც არის, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში და ზაფხულში შეხვიდე მერე უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლით. დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეს ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება ყველა განზომილებით. ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს”, — თქვა მან Forbes Health-თან ინტერვიუში.