არ აშენდეს ყიფშიძის ქუჩაზე დამატებითი კორპუსები! – ამ მოწოდებით თბილისის საკრებულოსა და ტბილისის მერიას მოქალაქეების ნაწილი პეტიციით მიმართავს.
“ყიფშიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე (აბულაძე, მიქელაძე, გაბაშვილი) ბოლო წლებში გამალებული მშენებლობაა. აშენდა ათობით მრავალსართულიანი კორპუსი. უკვე გართულებულია წყლის მიწოდება, ხშირია საცობები, დროულად ვერ მოდის სასწრაფო და სახანძრო მანქანები, ბინძურდება ჰაერი. ამ ფონზე განზრახულია კიდევ 3 კორპუსის ჩადგმა (25, 16 და 19 სართულიანი). ერთი შეხედვით მიზანი კეთილშობილია – 190 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება, მაგრამ ამხელა დატვირთვას ყიფშიძის უბანი ვეღარ გაუძლებს!
ვითხოვთ: 1. არ აშენდეს ყიფშიძს ქუჩაზე დამატებითი კორპუსები! 2. გამოიძებნოს დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა სხვა ხერხები,”- წერია გავრცელებულ პეტიციაში.