კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება

53

რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე გაჩნდეს. ეს არის არსებული პარკების რეაბილიტაცია-განახლება, ახალი პარკების მშენებლობა. ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოება დამეთანხმება და კარგად ხედავს, რამდენი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან ასევე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.

„იპოდრომის ყოფილი ტერიტორია არის ერთ-ერთი უნიკალური სივრცე ქალაქის ცენტრში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი ადამიანებისთვის. ეს იქნება სივრცე გართობისა და დასვენებისთვის, ყველა თაობის ადამიანისთვის განსაზღვრული სივრცეებით. ბევრი ადამიანი სარგებლობს პარკებით, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო კიკვიძისა და მზიურის პარკი, რომელთაც რეაბილიტაცია ჩაუტარდათ და ახლა, უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცეებით. მე როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს, მიხარია, რომ საპარკო კულტურა შემოდის და უკვე დიდია მოთხოვნა საზოგადოების მხრიდანრომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე გაჩნდეს დედაქალაქში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ის ტენდენცია, არც იყო წლების განმავლობაში. გვახსოვს, რომ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები, კორპუსების ჩადგმა. ჩვენ ეს მავნე პრაქტიკა შევაჩერეთ და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცის არსებობა დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.