მთაწმინდის ფერდობი, რომელიც 400 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგენით პროცესს მთლიანობაში რამდენიმე წელი დასჭირდება.
„არსებული ფიჭვები, რომელიც ამ ფერდობზეა განთავსებული, ძირითადად დაზიანებული და მოსაჭრელია, შესაბამისად, საჭიროებს ჩანაცვლებას. პროექტი უკვე დასრულებულია და აღდგენითი პროცესის სამუშაოები დაწყებულია. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მთლიანობაში რამდენიმე წელი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ადამიანმა რომ შეხედოს, ჩვეულებრივი თვალითაც ჩანს, თუ როგორ არის გაწითლებული არსებული ფიჭვნარი, რომელიც დაავადებულია და სამწუხაროდ, საჭიროებს მოჭრასა და ჩანაცვლებას. ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.