იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყდება, დაიწყება თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე

330

ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და განვიხილავთ, დავიწყებთ თუ არა “სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა თავის მთავარ დანიშნულებას კარგად ასრულებს.

“ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. იმიტომ, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც “სინოვაკით”, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, მთავარ თავის დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ამას აკეთებს ძალიან კარგად”, – განაცხადა გამყრელიძემ.