დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების შემოღება არავის სურს, ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
„არავის გვსურს, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ლოკდაუნები და შეზღუდვები ჯანდაცვის სექტორზე ძლიერი დატვირთვის დროს განიხილება, მაგრამ ეს ერთი ინდიკატორი არაა. არსებობს 5-7 ინდიკატორის ერთობლიობა, რომელსაც განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.