ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება

503

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, რაც რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება. მისივე თქმით, საყურადღებოა ვირუსის გადამდებლობის ინდექსი. ამასთან, იზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაც.

„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადამდებლობის ინდექსი იზრდება. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.