დისკუსია თემაზე „ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები“

844

12 მარტს გაიმართა ურბანული კვლევების ცენტრის (URC) დისკუსია თემაზე “ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები”.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა კვლევითი დოკუმენტის – „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე” – ძირითადი მიგნებები. დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა – ნათია აფხაზავამ და გრიგოლ მახარაძემ მიმოიხილეს ბათუმსა და ოზურგეთში ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გამოცდილებები.

დისკუსია გაიმართა “ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ პროექტის – „ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება” – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.