„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი....
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს დააყენებს.
კითხვაზე, რას ფიქრობს მინისტრი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ნებაყოფლობითობასთან და მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვა აქამდეც ყოფილა და თუ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნაა, საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს განხილვისთვის.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთქვით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე,...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, დაწესებული შეზღუდვები საცხობებსა და საკონდიტროებს არ ეხება.
„საცხობები და საკონდიტროები არის კვების ობიექტები, რომლებიც რეალურად, გატანის სერვისზე მუშაობენ. შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ, ადგილზე არ ხდება მომსახურება. აქედან გამომდინარე, ისინი ამ შეზღუდვებში არ შედიან“, -განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა....
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას გასცემს ყველა კომპანიისთვის, რომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, დაწესებული შეზღუდვების პერიოდში საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.
„ჩვენ მკაცრ რეკომენდაციას გავცემთ ყველა კომპანიისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად თანამშრომლები გადავიყვანოთ დისტანციურ შრომაზე. მინდა გითხრათ, რომ საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება...
წელს, 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველას ერთად, 9 პარტიას, ამ პანდემიურ და ეკონომიკურ კრიზისში, დაგვავალეს, დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდანო, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს თავისი ლოგიკით.
„ეს ლოგიკა როგორც კი წინააღმდეგობაში მოვა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესებთან, ჩვენ,...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მიზნობრივი დახმარების პორტფელი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. მისივე თქმით, დღეს გაჟღერებული შეზღუდვების იურიდიული ბაზა შესაბამისი კანონის მოქმედების ვადიდან გამომდინარე, 1-ელ იანვრამდეა.
„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება...
წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეების გამოცხადებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ამ 1-კვირიანი გახსნის პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ნარჩუნდება, რაც შეინარჩუნებს მობილობის დაბალ დონეს.
„წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ...
თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, აგიტატორს და კოორდინატორს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში, ეს არის მათი ოჯახის წევრების, საახლობლო წრის და მეგობრების დაცვის მექანიზმი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერმინისტრის განმარტებით, ეს მთავრობის მხრიდან რეკომენდაციაა და მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები დაავალდებულონ, რომ გადავიდნენ კარანტინში.
„ეს საკითხი განიხილებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის რეკომენდაცია, ჩვენ...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.
„ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც ჰქონდა თვითდასაქმებულებს პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300-ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღირიცხვა იმ კომპანიებთან, სადაც არიან დასაქმებულები და ამ 300-ლარიანი დახმარების გადა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი გააჩნია, ჩვენ მიზნობრივად, ამ სფეროდან, ამ სექტორში...
წინა სტატია
ერთჯერადი 300 - ლარიანი დახმარება ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ეს არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შევასრულებთ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რთული იქნება ყველა ბენეფიციარამდე მისვლა, თუმცა წინა პერიოდში მიღებული კარგი გამოცდილება მათ ამაში დაეხმარება.
„იდენტიფიცირება, თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა იქნება საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ გვაქვს...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებბს სესხის გადავადებაში დაეხმარება.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულებi და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
„ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს...
ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი უნდა მოგვცეს,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.
„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გავქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის ჩვენს მოქალაქეებს - კათოლიკეებს,...
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედი შეზღუდვები დაგვავიწყდა ან არ ვასრულებთ.
“უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“.
გიორგი გახარიას თქმით, ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა.
„საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვეცადოთ 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დავტოვოთ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“,- განაცხადა გახარიამ.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.
სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო - პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიტიკური პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ და მეორე ტურამდე. შემდგომ გამოხატვის იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































