დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 135 დევნილს გრანტი გადასცა. დევნილთა სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ. დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის...
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 36 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს უკვე გადასცა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისს, ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და...
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება. საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა, რიგგარეშე სესიის შემთხვევაში - იანვარში ან საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 54 ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომელთა განცხადებებიც უკვე პარლამენტშია. აღნიშნული განცხადებების განხილვის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობს...
გლდანის რაიონში "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის ყველა სადარბაზოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 56 000 ლარი დაიხარჯა. „გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, 2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ჯამში, 65 ამორტიზებული სახურავი რეაბილიტირდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 963 437 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა როგორც ქანობიანი, ასევე ბრტყელი სახურავები...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე პროფესიული განათლების მიმართულებით შეიქმნა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა მიღებისთვის. „პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის...
დედაქალაქის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, რამდენიმე წელიწადში "ელიავას" ბაზრობას განახლებული იერსახე ექნება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, ტენდერის შედეგად უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ბაზრობის დაგეგმარება დაევალა. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში მესაკუთრეების და კერძო მოვაჭრეების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება. "ჩვენ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან ერთად შევადგინეთ სატენდერო პირობები და გამოვაცხადეთ ტენდერი გეგმარებაზე. ტენდერი დასრულდა, გვყავს გამარჯვებული კომპანია რომელმაც უნდა მოამზადოს გეგმარებითი დავალება....
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები. როგორც მან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოხდეს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დედაქალაქის ქუჩები და როგორ უნდა გადმოვიტანოთ ის საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ყველა...
სამწუხაროდ, ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა. ქალაქის ბიუჯეტში ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადმოტანილი იქნას ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ცნობილმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ, რომ დაედო ძეგლთან,- ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „თბილისის“ წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, სადაც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ვაჟა ოთარაშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება „დიდი...
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტა, ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც მერიამ განახორციელა წარმატებულია და "რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი“. "ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველა ის საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წარმატებულია და რაც მთავარია, საზოგადოება არის კმაყოფილი. ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო, რომ...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუტისტური სპექტრის მქონე არცერთი ბავშვი დაფინანსების გარეშე არ დარჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, გადაწყვეტილება, რაც შარშან მივიღეთ, რომ მომლოდინეთა რიგები რაც იყო, გავანულეთ, იგივე იქნება ახლაც. არცერთი ბავშვი, არცერთი ოჯახი არ დარჩება ამ პრობლემის პირისპირ, ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ყველას მაქსიმალურად დავაფინანსებთ“, - განაცხადა კალაძემ.
~მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვის ტენდერი მერიამ წელს პირველად გამოაცხადა. „ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია რომ აღნიშნული ტენდერი გამოაცხადოს, ადრე არ ხდებოდა ტენდერის გამოცხადება. საქართველოს ფოსტასთან ვაფორმებდით ხოლმე ხელშეკრულებას და საქართველოს ფოსტა ემსახურებოდა მუნიციპალიტეტებს. ახლა...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ ქალაქში "მზეჭაბუკის" ძეგლის დასაბრუნებლად კომპანია უკვე შეარჩია. ტენდერში შპს "დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა" გაიმარჯვა. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. შპს სამუშაოებს 78 960 ლარად შეასრულებს. ამ დროისათვის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. "მზეჭაბუკი" ქუთაისს 11 წლის შემდეგ უბრუნდება. ამ დრომდე ძეგლი თბილისში, ავტორის სახელოსნოში ინახება. ქუთაისის მერია დაბრუნებულ ძეგლს 9 აპრილის ქუჩაზე დადგამს. თანხაში ძეგლის ტრანსპორტირების, აღმართვის,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 42 მლნ ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის მთავრი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. სხდომას გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდა. სხდომა ონლიან რეჟიმში, ზუმის საშუალების ჩატარდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება.
2021 წელს გორში, გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში ასახა. მერიას გათვალისწინებული აქვს, რომ რეაბილიტაციის გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მოაწყოს ახალი საკანალიზაციო სისტემა. საერთო ჯამში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას 3 112, 3 ათასი ლარი მოხმარდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ