შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 261 ფაქტი გამოვლინდა.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 44 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან...
დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომის მიზანია ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრებისგან ახსნა განმარტებების მიღება.
ასევე, გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.
ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომ ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვასა და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებული მართვისთვის ჩრდილის მიყენებას, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ განმავლობაში ყველანაირი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად 1,2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში...
თბილისის მერმა განმარტა არის თუ არა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ამ თემაზე კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ერთმანეთს ან კალაძე და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კალაძე უპირისპირდებიან, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები, მიზანმიმართული და კონკრეტულად ხდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს მმართველ...
როგორს ხედავ კახა კალაძე მომავლის თბილისს - ამ კითხვას დედაქალაქის მერმა გადაცემაში „ნოესთან“ უპასუხა. მისი თქმით, ქალაქი კომფორტული უნდა იყოს ყველა თაობის წარმომადგენლისთვის.
„მომავლის თბილისი მინდა იყოს დედაქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეცხოვრება კომფორტულად: ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცებულს. ყველასთვის უნდა იყოს კომფორტული. ქალაქი, სადაც გამართულია ინფრასტრუქტურა, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე, მწვანე ზონები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც ვსაუბრობ...
ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს მართლა დავამახსოვრდე როგორც კარგი და მზრუნველი მერი, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, ეს სურვილი მას დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავებიდანვე ჰქონდა.
„როდესაც ამირჩიეს, 2017 წელს, მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები იყო, რომ როდესაც დავამთავრებ ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ ქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თქვას, რომ...
დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება.
ასეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმის 90-მდე გაზრდას პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ბიუროს ინიცირებისათვის 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.
რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა...
პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად, 2022 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტს 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.
აღნიშნულ კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როცა მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის...
დღეიდან, 14 ივნისიდან, N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მ/ს „ვარკეთილს“ და ჯავახეთის ქუჩის გავლით განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება უკუმიმართულებას, N50 ავტობუსი გადაადგილდება ძველი, უცვლელი მარშრუტით.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, 6 სკოლის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.
„მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრებთან ერთად...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე დაათვალიერა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, მცირე მასშტაბის, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 4 განხორციელდება. სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში...
ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.
მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი...
დღეს, 14 ივნისს, ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მათივე ცნობით, დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ...
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, სოფლის ერთი უბანი, სადაც 75 ოჯახი ცხოვრობს, ათწლეულების შემდეგ, სასმელ წყალს შეუფერხებლად პირველად მიიღებს.
„სოფელ ციცაგიანთკარის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის, 2020 წელს გადმოგვეცა საპროექტო დოკუმენტაცია „USAID zrda” პროექტის მიერ. ამავე პროექტის მიერ ეუთოდან მოძიებული იქნა პროექტის დასაფინანსებლად 90 074 ევრო, რომელიც იტალიის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი თანხაა....
მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობაც, რომელიც 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































