ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცეში მომავალი კვირიდან ჩაერთვება.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცნობილია ისიც, როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო არ ასახელებს.
„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. ხოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „მაგალი" თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.
მეურნეობაში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს. პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორციელდება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.
„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი...
წინა სტატია
გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ახლად დანიშნულ გუბერნატორთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება.
გიორგი...
დიდი დიღმის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მეორე მიკრორაიონში მცხოვრები მოქალაქეები სკოლა "ფესვების" მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის შექმნას მოითხოვენ და ადგილზე დაგეგმილ დახურული სტადიონის მშენებლობას აპროტესტებენ.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ აღნიშნული მოთხოვნით თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ვითხოვთ ამ ზონის დაცვას და გადარჩენას, კეთილმოწყობას, 2018 წელს "შენი იდეა მერს" შევიტანეთ...
„ტურიზმის აღდგენასა და გაძლიერებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მდგრადი, სტაბილური და აღარ იყოს რყევები, რომლებზეც ძალიან სენსიტიურად რეაგირებს ტურიზმის ინდუსტრია, რადგან ეს პირდაპირ აისახება ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ფრთხილად ახორციელებენ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესს, რათა ეპიდვითარების სტაბილურობა შეინარჩუნონ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ რეგულაციების მნიშვნელობას, რომლებიც, მთავრობის აქტიური ძალისხმევით,...
„ავიაციისა და ზოგადად, აეროპორტების გაძლიერების კუთხით ქუთაისის აეროპორტის განვითარება ერთ-ერთი ნომერ პირველი ამოცანაა. მომდევნო, მოკლე პერიოდისთვის ჩვენი გეგმა არის ის, რომ ახალი პროექტი გავაკეთოთ, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის აეროპორტისა და იმერეთის ცნობადობის ბმა იქნება გარდაუვალი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, იმერეთს, როგორც მიმართულებას, სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება ჩვენგან იმისთვის, რომ არამხოლოდ უშუალოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის ცნობადობა გაიზარდოს და...
დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 900 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, დამონტაჟდა განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის სათამაშო ზონა მოეწყო.
ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. სივრცე გათვლილია ყველა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
უწყების განმარტებით, თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის ტენდერი სამ ლოტზე...
საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 2 500 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში მოეწყობა ლედ განათების სისტემა, განახლდება შადრევანი, ჭადრაკის სივრცე, ფილები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. აგრეთვე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტი დაფინანსებულია 871 141 ლარით.
ქარსელაძე: სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო ადგილზე დაათვალიერა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, პროექტის თანახმად, სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოს...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ამ სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთშორისო დღეს. ჩვენი რეგიონისთვის თქვენს პროფესიას, თქვენს სიმამაცეს და თავდადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს.
როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მაცხადებენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა, საგარეო საქმეთა...
შემდეგი სტატია
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, სახოკიას სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
„გიორგი სახოკია სხვა სამსახურში გადადის. თუ სად, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც იგი პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება“, - აცხადებენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
გიორგი სახოკია გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2021 წლის თებერვალაში დაინიშნა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, სანაპირო ზოლზე არსებული 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო. აუქციონის ჩაშლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს ქობულეთში მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებიც გასაყიდ მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ მიწა მათი მამაპაპისეული საკუთრებაა და დღემდე საკუთრებაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.
მათ აუქციონის შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე...
რაღაცა ტიპის პრიორიტეტები ყოველთვის იყო ერთი ამ ქვეყნისთვის: ეს არის საქართველოს გაერთიანება ნატოში, ევროკავშირში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს პრიორიტეტები რჩება პრიორიტეტებად, მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინ ცვლილება არის ძალიან ბევრი. მაგალითად: ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ მიმდინარე ბიუჯეტის დამტკიცებისთვის, რომ გაზრდილიყო რეგიონების...
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს სრულდება. თუმცა, ზაფხულში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მორიგე ბაღები (N15 და N19) მუშაობას 28 ივნისს დაიწყებენ და ერთი თვე გააგრძელებენ.
რაც შეეხება, მორიგე ბაღებში რეგისტრაციას, წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა განცხადებები უნდა წარადგინონ.
"სურვილი უკვე 200-მდე მშობელმა გამოხატა'',- ამბობენ გაერთიანებაში.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































