იმაში, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, თვით ჩვენს ოპოზიციას არ ეპარება ეჭვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი გვექნება საშუალება, ამოვისუნთქოთ და რეალურად საქმეზე მოვახდინოთ...
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ფორმატში დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ელექტრონულ ფორმატში განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ამ პორტალზე.
ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია, ასევე სოციალურ პროგრამასთან...
ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქ მოვა, ნახავს ამ ულამაზეს ხეობებს, სოფლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა თქმა უნდა, მოსახლეობას, ნამდვილად ერთადერთი ფიქრი გაუჩნდება - რაც შეიძლება მეტი გააკეთოს ამ მხარისთვის, ხალხისთვის, რომელიც უმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც მთიან რეგიონს ახასიათებს, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დღეს თიანეთში ვიზიტისას გააკეთა.
კახა კუჭავას განცხადებით, პირველ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 საზოგადოებრივი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტრანსპორტის ყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობა 1 498 500 ლარად გეგმასვ. როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე განმარტავს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის ავტობუსების მარშრუტები. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ტრანსპორტის მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება და ვნახავთ იმ მომენტში, სადაც იქნება ყველაზე მეტად მოთხოვნადი იმის მიხედვით გავანაწილებთ“ - თქვა ზაურ ტაბატაძემ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუთივე...
2 ოქტომბრის , ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტია „ევროპულმა საქართველომ საარჩევნო სია წარადგინა. პარტია „ევროპული საქართველო“ არჩევნებზე N2 ნომრით იბრძოლებს.
გთავაზობთ „ევროპული საქართველოს“ მიერ მარნეულის საოლქო საარჩენო კომისიაში დარეგისტრირებული კანდიდატების სიას:
1. ამილ გასუმოვი
2. გიას მამედოვი
3. შაფიგა კასუმოვა
4. ანარ ზეინალოვი
5. ვაკილ მამედოვი
6. აისელ ალიევა
7. ბაირამ ასლანოვი
8. ნინო რობაქიძე
9. ილგარ ნაბიევი
10. ფარხად გარაჯაევი
11. რაგიმ რაგიმოვი
12. გიულნარ რუსტამლი
13. რიზვან იუსუბოვი
14. სახავატ ბედიევი
15. საიდა გალანდაროვა
16....
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე სტაბილურდება და ვითარება დამშვიდებისა და დაწყნარებისკენ მიდის, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, "ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა, სექტემბერის ბოლომდე ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს და დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე მშობლები, ახლობლები და ნათესავები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევა არის ასევე ხარისხიანი ჯანდაცვა. კოვიდპანდემიაა და...
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მარნეულში საარჩევნო სია წარადგინა. პარტიას მერობის კანდიდატი მარნეულში არ ჰყავს. საარჩევნო სიაში კი 29 ადამიანი ჰყავს შეყვანილი. „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 25 ნომრით იბრძოლებს.
გთავაზობთ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ მარნეულის საოლქო საარჩენო კომისიაში დარეგისტრირებული კანდიდატების სიას:
1. დავით გურგენიშვილი
2. ჯემალ კარაევი
3. იდაიატ ალიევი
4. ციცინო ხმალაძე
5. რუსლან ზედგენიძე
6. ილჰამ ახიევი
7. ნინო გურგენიშვილი
8. მახირ იუსუბოვი
9. ტალატ ქერიმოვი
10. ნატალი თინაძე
11. გიორგი...
„ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სარეკლამო ბანერებისთვის 76 467 ლარს ხარჯავს, - ამის შესახებ პარტიამ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ანგარიში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აუდიტს წარუდგინა 2 აგვისტოდან 22 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, პარტიამ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის 13 ბანერის განთავსებისთვის 76 467 ლარი გადაიხადა. “ქართულმა ოცნებამ” თანხა შპს “ალმას” გადაურიცხა.
18 კვ.მ სიდიდის ბანერის განთავსებისთვის...
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა "თერჯოლამედის" ქირურგმა თენგიზ ჭიქაბერიძემ, კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"საქართველოსთვის" ტყიბულის ორგანიზაციის თავმჯდომარე მაკა შარვაძე აცხადებს, რომ მათ თანაგუნდელზე ორი დღის წინ მმართველი პარტიის მიერ ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც ჭიქაბერიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
"თენგიზ ჭიქაბერიძე იყო როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ სიაში. ორი დღის წინ მასზე "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც...
ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან ჩვენს გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს...
შუახევში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა.
პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძემ - სიის მე-9 ნომერმა, ხუსეინ ხიმშიაშვილმა - სიის მე-11 ნომერმა, მზევინარ დიასამიძემ - სიის 21-ე ნომერმა. აქვე აღსანიშნავია, რომ მზევინარ დიასამიძე საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარტიის პროპორციულ სიაში იყო. მათ უკვე მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
ბორჯომში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, 130 ბინის აშენება იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით სამშენებლოს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა....
ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეტეოროლოგიური პირობების გამო არც ერთი გზა აღარ ჩაიკეტება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი გვირაბისა და გზის ამოქმედების შემდეგ, 10 სოფლის მოსახლეობას, კლიმატური პირობების გამო წარმოქმნილი არაერთი შეზღუდვა მოეხსნება და გარდა ამისა, შიდა გზების ქსელი მოეწყობა.
"ის...
გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგების სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს, ვაშაკიძის ქუჩაზე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო, ახლა კი, ასფალტის საფარი დაიგო.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.
„სამუშაოების შედეგად, 4 650 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 248 396 ლარი დაიხარჯა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთელებს შეხვდა. შეხვედრა ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართა.
თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ.
„ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა - სკვერები, პარკები, ახალი ავტობუსები, საბავშვო ბაგა-ბაღები, რეკრეაციული სივრცეები, ტერიტორიების დაბრუნება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძველი...
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღებს. როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მიღებულ ვაქცინებს საჩუქრად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემენ.
,,მოხარული ვარ, რომ ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ. გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ უმნიშვნელოვანეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































