გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო, - ეს  განცხადება 2019 წელს, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მაშინ ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პირადად გადაწყვიტა კურორტის აღორძინების პროექტს სათავეში ჩაუდგეს. მას შემდეგ 2 წელი გავიდა. 2021 წლის ივლისში, წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სანატორიუმები დევნილებისგან დაიცლება და ისინი ახალ საცხოვრებელ ბინებს მიიღებენ, შენობები კი პრივატიზაციას...
გთავაზობთ "ლელოს საქართველოსთვის" თბილისის "მარშალის გეგმას" - "თბილისი ჩვენი საქმეა". 1. „ქალაქი ქალაქში“ – 21-ე საუკუნის თბილისი 2. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი  3. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი 4. მწვანე ქალაქი 5. საქმიანი თბილისი 6. Connected თბილისი 7. ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი 8. მასპინძელი თბილისი 9. ძველი თბილისი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთო ოპოზიციური კანდიდატი დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, ნიკა მოსიაშვილი გირჩი — მეტი თავისუფლების საარჩევნო ნომრის ნაცვლად, გირჩის ნომრით დაარეგისტრირა. ამის შესახებ on.ge წერს. მოსიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყენა სქრინი ცესკოს ბაზიდან, სადაც მისი სახელის გასწვრივ 45-ის ნაცვლად 36 ნომერი წერია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთო ოპოზიციური კანდიდატი დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში, ნიკა მოსიაშვილი გირჩი — მეტი თავისუფლების საარჩევნო ნომრის ნაცვლად, გირჩის ნომრით დაარეგისტრირა. მოსიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყენა სქრინი ცესკოს ბაზიდან,...
"ბოლო წლებში შიდა ქართლში 141 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა, ეს არის 31 000 ოჯახზე მეტი. ეს პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ვიცით, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ეს სიკეთე არ მისულა, მაგრამ ამასაც უახლოეს ორ წელიწადში მოვიცავთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის პროგრამა შიდა ქართლში...
2017 წელს წინასაარჩევნოდ კახა კალაძის გუნდმა მოსახლეობას "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი შესთავაზა. კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა, მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად კომპანია არქის შვილობილი შპს "ვარკკეთილი დეველოპენტი" გამოცხადდა, რომელსაც თბილისის მერიამ ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. როგორც კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს,...
მეტრო "გურამიშვილი" რეაბილიტაციის პროცესშია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მუშაობს ექსპერტებთან ერთად. "ექსპერტიზის შედეგად რა რეკომენდაციებიც არის მოცემული, იმას ცოტა მეტი დრო სჭირდება, რომ სადგურის ფუნქციონირება უსაფრთხოდ შევძლოთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
პროკურატურამ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა, ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და...
ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. დარწმუნებული ვარ, იმ ღირსეული გუნდით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კასპში წარადგინა, გაგრძელდება განვითარება, - განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ,,ქართული ოცნების’’ კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე. ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, „ქართული ოცნებამ“ კასპის მუნიციპალიტეტში ისტორიული პროექტები განახორციელა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური პარკის და პროფესიული კოლეჯის მნიშვნელობაზე. „სასწაული ემოციაა, როდესაც კასპს ჰყავს თავისი საფეხბურთო კლუბი, რომელიც საქართველოს...
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობას ტურიზმის მიმართულებით „ძალიან ამბიციური გეგმები“ აქვს. ამის შესახებ მან კასპში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა. „ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმებიც. ყველა მუნიციპალიტეტზე იქნება სწორად მორგებული პროექტები, მათ შორის აღვადგენთ ყველა ძველ კურორტს და ახალ ტურისტულ ცენტრებს შევქმნით, რათა კიდევ უფრო მეტი ტურიტი ჩამოვიდეს საქართველოში; წელს გვაქვს საკმოდ პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკაც ძალიან სწრაფად იზრდება“, -...
თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირის 60 ნომერში მდებარე 20,633 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, ე.წ. "მიხაილოვის საავადმყოფოს" ყოფილი ტერიტორია უკვე რამდენჯერმე ვერ გასხვისდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი საპრივატიზაციოდ 4-ჯერ გამოიტანა. 2018 წლის ნოემბერში გამოცხადებულ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი, საინვესტიციო ვალდებულება კი 100 მილიონი ლარი იყო, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. მას შემდეგ ობიექტის გასაყიდად კიდევ 4...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა. პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აქედან 2 ლოტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 575 მილიონი ლარია და ეს ტენდერი საერთაშორისო მომწოდებლებისთვის გამოცხადდა. პირველი ტენდერის...
გთავაზობთ "მესამე ძალის" (სტრატეგია აღმაშენებელი) საარჩევნო პროგრამას. დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე: თბილისი - ევროპული ქალაქი 
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ იმ მჩაგვრელ, უსამართლო, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომელიც ყოველდღე ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღე ებრძოდა საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასე უსწორდებოდა სააკაშვილის მჩაგვრელი სისტემა მოქალაქეებს. „ვიმყოფებით რა ხაშურში, მე ვხედავ...
აჭარაში პირველი კანიონი - უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა. კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება. „კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში...
ოკუპაცია დროებითია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, არჩევნები მშვიდად, კონკურენტულ, დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის. „მოგესალმებით, განსაკუთრებით მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გმირ ოჯახებს, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ კარმიდამოს არ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს 45-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 15 არასრულად შევსებული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-18 პრიმა მუხლის თანახმად, თუკი თანამდებობის პირი ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებს საწარმოს, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია, საჯარო სამსახურის ბიურო მას დარღვევას არ დაუდგენს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ