დღეს გორი-ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე გზის სავალი ნაწილიდან წყლის დინება შეწყდა. ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაწყებაა, რომელსაც წყლის კომპანია საგზაო სამშენებლო კომპანიასთან ერთად ახორციელებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ასფალტის საფარიდან წყალმა 13 დღე იდინა. ამის გამო, მიწამ დაიწია და ჩანგრევის საშიშროება შეიქმნა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვიშა-ხრეშის კარიერზე მომუშავე სატვირთო მანქანები ხშირად დადიან. ასევე, უფლისციხის ტურისტულ გზას წარმოადგენს. მშენებლებს საგზაო მოძრაობის რეგულირების კუთხით...
გორის მე-5 საჯარო სკოლა სპორტდარბაზს აქირავებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საჯარო დაწესებულებამ განცხადება ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. "მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას და ინვენტარს. დაიცვას ჰიგიენური, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. მისმა საქმიანობამ არ უნდა შეაფერხოს სასწავლო პროცესი", - აცხადებენ მე-5 საჯარო სკოლაში. 279.4 კვადრატული მეტრი ფართობის მცირე სპორტულ დარბაზს სკოლა 8 თვით 2000 ლარად აქირავებს. საიჯარო გადასახადში არ შედის...
მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში – კოტორაანთკარში, ანანურში, ციხისძირსა და გორანაში, წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში იწყება არტეზიული ჭისა და მაგისტრალის მოწყობა გორანაში. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ანანურში, ციხისძირში და კოტორაანთკარშიც დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს აღემატება. ამერიკული...
ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ. „მთავრობის...
აღმაშენებლის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე უნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში...
პირველი იანვრიდან დღემდე მუნიციპალური ინსპექტორების მიერ შედგენილია დაახლოების 1000-ზე მეტი ოქმი, ჯარიმების ოდენობა არის 19 მილიონი ლარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექცია ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია. „გასულ წელს მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ ჯარიმები, გავზარდეთ ჯარიმების რაოდენობა. მინდა, ციფრები მოგაწოდოთ და საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ჰქონდეს თუ როგორ მუშაობს მუნიციპალური...
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რა პრობლემები იყო, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. მთავარია, რომ სამუშაოები დამთავრდა, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთავრობის სხდომის შემდეგ ადგილზე გაეცნობა. „მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც კომპანია GWP მუშაობდა და მინდა მადლობა გადავუხადო....
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩაზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიებს „ბოლოჯერ აფრთხილებს“. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის კომპანიას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. „ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს... ამას...
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. „ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა...
ობოლ და მშობლის უფლებაშეზღუდულთა ბავშვებისთვის გორის მერია წელს 30 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადი 1000-ლარიანი დახმარება უკვე 27 ბავშვზე გასცა. საუბარია იმ ბავშვებზე, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს დედ-მამა ან მის რომელიმე მშობელს ეს უფლება სასამართლოს მიერ შეზღუდული აქვს. სოციალური სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის განმარტებით, ამ დახმარებისთვის წელს ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 90% უკვე...
გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სასწმელი წყლის სისტემა მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზემო ბოშურსა და ლევიტანაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება - 20 683 ლარი იქნება. მერიამ ასევე ტენდერი გამოაცხადა სოფელ ფიცესში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 690 ლარია. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
წინა სტატია ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულომ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, მოქალაქეების ინფორმირებულობა არ მომხდარა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან დაანონსებული შეხვედრა არ გამართულა და ადგილობრივებთან შეხვედრა უახლოეს მომავალში მოხდება. "გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ჩატარდა. რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრას, ახლო მომავალში იგეგმება თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან  და შეფასებებს მოისმენენ", - განაცხადა პრესსამსახურის...
სოფელ ზემო კაჭრეთიში სულ მალე ახალი სკოლა გაიხსნება და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სკოლა იქნება, რომელიც თანამედროვე სტანდატებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  სკოლა ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიხსნას. შენობაში დამონტაჟდება ლიფტი და მოსწავლეები კიბეებით აღარ ივლიან. საჯარო სკოლას ექნება თანამედროვე ლაბორატორია და კაბინეტები, სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი განათლებისა და მეცნიერების...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი ვრცელი სტატია მოამზადა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “მთებიდან ზღვამდე 7 დღეში - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა“- ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს. National Geographic-ის ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს და ის...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე გამოყენების ტრენაჟორების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი ღირებულება 17 000 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბაში 11 სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდება: “ნიჩბოსანი“, „სხეულის ამზიდი“, „აზიდვა მკერდიდან“, „მიმზიდი მკერდიდან“, „აზიდვა ფეხებით“, „ტვისტერი“, „მუცლის კუნთებისთვის“, „წელის კუნთებისთვის“, „ელიფტური“ და „ორმხრივი ძელი“ . მოეწყობა საჩრდილობელი ფანჩატურიც. ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი. ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება...
video
დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მთავრობა წელიწადნახევარია  მუშაობს და მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება, - ასე უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეისთვის თვითმართველობებს, დიდ უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული“. საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ