წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წელს დღგ-ის 19%-იდან კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას თელავი მიიღებს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტიდან ხდება ცნობილი, თელავის მუნიციპალიტეტი გაისად თითქმის მილიონი ლარით მეტს მიიღებს, ვიდრე წელს, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი არ იცვლება და კვლავ 1.42% იქნება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა 13 435.3 ათასი ლარი მიიღო, გაისად ეს თანხა 14 425.8 ათასი...
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც სენაკის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, 16 000 ლარი გამოეყო.
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება: საკოხიოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება; სოფლის ცენტრალურ გზაზე - გარე განათების...
მექსიკის ქალაქ ლას მარგარიტასის მერი ხორხე ლუისი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადმინისტრაციის შენობიდან მოიტაცეს, სატვირთო მანქანაზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამომრჩევლებს ლუისი გზების მოწესრიგებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ მერის გადარჩენა პოლიციელებმა შეძლეს. ოპერაციისას 10 ადამიანი დაშავდა, 11 კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მძიმედ დაშავებული მერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
https://twitter.com/AmbarNoticias/status/1181635809126031366?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1181635809126031366&ref_url=https%3A%2F%2Fheraldodemexico.com.mx%2Festados%2Falcalde-las-margaritas-chiapas-arratrado-comunidad-santa-rita%2F
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 ოქტომბერს განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა, მოლითის, ბაბის, დეისის, ნუნისის სასოფლო გზებისა და ასევე, წყალაფორეთში საბავშვო ბაღის და გაბეხაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით.
გაერთიანებული ტენდერი 1 241 807 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 1 ნოემბერს დასრულდება.
ხარაგაულის მერიიც ცნობით, ზემოთ აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზებზე ტენდერები 2018 წელს შედგა, თუმცა კომპანიებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ.
ტყიბულში გარეგანათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია ხდება. ამჯერად ახალი განთების სისტემა ქალაქის შემოსასვლელში, 1200 მეტრზე მოეწყო. ხრესილის ქუჩაზე გარე განათების ორმოცი ბოძი დამონტაჟდა, რომელზეც ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები განთავსდა. ინფორმაციას ტყიბულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით სხვადასხვა სიმძლავრის 770 -მდე მრავალწერტილოვანი (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე გარე განათება განახლდა.
"ახალი დიოდური სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. პროექტი, სხვა პარამეტრებთან ერთად, ასევე, განსაზღვრავს, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე მეორე წელია, ფინანსდებიან.
წლევანდელის მსგავსად, 2020-შიც გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავ ოზურგეთს ერგება. მისი დაფინანსების წილი 1.41%-დან 1.45%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თითქმის მილიონნახევრით გაიზრდება თანხაც. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 13...
ახალციხის სოფლებში ახალი ამბულატორიები შენდება. ამ ეტაპზე მშენებლობა სრულდება აგარასა და კლდეში, სადაც შენობების გადახურვისა და შელესვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.
აგრეთვე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამბულატორიები შენდება კიდევ 5 სოფელში: სოფელ თისელში; სოფელ ურაველში; სოფელ ხეოთში; სოფელ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2020 წელს დღგ-ის 19%-იდან აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას კვლავ თვითმმართველი ქალაქი ბათუმი მიიღებს, თუმცა, მისი დაფინანსება, წლევანდელთან შედარებით, მცირდება, - ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში წერია.
როგორც ირკვევა, გაისად დღგ-ის 19%-იდან ბათუმის დაფინანსების წილი 5.07%-დან 4.70%-მდე მცირდება, შესაბამისად, ის 150 ათასით ნაკლებ თანხას მიიღებს. თუ წელს ეს თანხა 47 953.6 ათას ლარს შეადგენდა, 2020-ში...
ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩის, სულაბერიძიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
უკვე დასრულდა გრუნტის შეცვლის სამუშაოები, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და სანიაღვრე ჭები, დამონტაჟდა ბორდიურები და ფილები, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა.
ამ ეტაპზე მელიქიშვილიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.
თბილისის მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის - "იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს, -ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ღირებულება კი ნახევარი მილიონი ლარია.
"ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - "იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი...
მარნეულის მერია სოფელ შაუმიანში, მდინარე შულავერაზე გადასასვლელი ამორტიზირებული ხიდის დემონტაჟისა და ახლის მშენებლობაში 734 820 ლარს დახარჯავს.
როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დამტკიცდა, რომ აღნიშნული ხიდი ექსპლუატაციისათვის უვარგისია.
„ახალი კაპიტალური ხიდის მოწყობის სამუშაოების განხორციელება გულისხმობს საავტომობილო გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას თვით ხიდის, მისასვლელი გზისა და სარეგულაციო და დამცავი ნაგებობების ჩათვლით“...
ქუთაისის მერიამ შადრევნის მოწყობის მიზნით 354 589 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. დინამიკური პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩა #53-ის მიმდებარედ, ხარაზოვის სკვერში იგეგმება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
NAT190019515 ტენდერის პირობების თანახმად წინადადებები მიღება 18 ოქტომბერს იწყება და 21 ოქტომბერს სრულდება. ანალოგიური ტენდერი მერიამ წინა თვეში გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, ხარაზოვის პარკს და იქ არსებულ შადრევან რეაბილიტაცია...
2017-2019 წლებში ბათუმში საზეიმო ღონისძიებებისთვის 1 493385 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 827 735 ლარი (ჯამური თანხის, დაახლოებით, 55%) გამარტივებული შესყიდვების გზით გაიხარჯა.
ხოლო, წინასწარ განსაზღვრულ, კალენდრით დადგენილ ღონისძიებებზე (საახალწლო კონცერტები, ბათუმის საკურორტო სეზონის გახსნა, 26 მაისი, ბათუმობა) საბიუჯეტო თანხების გამარტივებული წესით ხარჯვა თავად გამარტივებული წესით შესყიდვის დასაბუთების კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში, რომელშიც 2017-2019 წლებში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ...
თბილისის ზღვაში უკანონო საკანალიზაციო დაერთებების გამოსავლენად მერია სპეციალურ სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევი პირი სამართლებრივად დაისჯება.
"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხზე, რომელიც ეხება თბილისის ზღვას და სავარაუდოდ, მასში დაერთებულ საკანალიზაციო ქსელებს. ეს არის ძალიან მძიმე. სტუდია "მონიტორს" ჰქონდა კითხვები. ვიცე-მერს მინდა ვთხოვო განმარტება, თუ არის ასეთი დაერთებები თბილისის...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.
მისი თქმით, ეს არის ტაქსის რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ ეკონომიკურ პირობებზე.
"ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებაას და ვიზუალურ სტანდარტს. თქვენ იცით, რომ ყველა ის...
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 91-98კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.ინფორმაციას ტვ9 ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 4 077 406 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის 7 498 მეტრიანი მონაკვეთი დაბა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრის მიმართულებით დაიგება.
გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობისთვის 11 თვე ექნება. მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ორწლიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.
წინადადებების მიღება 26 ოქტომბერს დაიწყება და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































