გამოვლენილი არაა რომელიმე ახალი ინვესტორი, რომელიც სურვილს გამოთქვამდა ინვესტირების შესახებ, ასევე არ გვაქვს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა წლის ბოლოს ეწურება, მანამდე კი კიდევ რამდენიმე შუალედური ვადაა დარჩენილი. "16 დეკემბერს კონსორციუმის მხრიდან სამინისტროში ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების წარდგენის...
თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდებიან. მათი ვოლიერები უკვე აშენებულია.  აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ...
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გუშინ პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა და ბიზნესსაბჭოს წევრებს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მაია ბითაძის თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოსვლისა და პროექტებში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ფრანგულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. "განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე. რამდენიმე ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მეტროს რეაბილიტაციის პროექტს გაეცნონ და ამ მიზნით უახლოეს მომავალში...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით 38 ISUZU-ს მარკის  8-მეტრიანი და 16 MAN-ის მარკის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო.  "დღეს, ჩვენ - მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომში არსებული რეკრეაციული ზონებისათვის მულტიფუნქციური მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა. ბორჯომის მერიის ცნობით, დგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება და მობილური ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა ქუჩაში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ. Wi-Fi მიმდებარე ტერიტორიას 30 მეტრ რადიუსზე დაფარავს. სკამები ელექტრო ენერგიას მასზე დამონტაჟებული მზის ბატარიებით მიიღებს, აქედან გამომდონარე, ის ეკოლოგიურადაც სუფთა იქნება, ღამე კი ეკო-კონსტრუქცია განათების ფუნქციას შეასრულებს. პირველ...
შემდეგი სტატია ქობულეთის მერიასთან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული, ისინი სავარაუდოდ მერიის თანამშრომლებმა გამოიძახეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტში გვეუბნებიან, შენობის გარეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან, რომლებიც  შენობის "დაბოქლომებას" გეგმავენ. ოპოზიციის წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ისინი კამპანია "დაბოქლომების" ფარგლებში, დღეს ქობულეთში არ გეგმავენ აქტივობას. მისი თქმით,  "ნაციონალური მოძრაობის" 10-მდე წევრი, ვაპირებდით ქობულეთის საკრებულოს ფრაქციის ოთახში შეკრებას და სამომავლო გეგმების განხილვას, თუმცა...
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი,...
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი მოეწყოს.  საუბარია მდინარე რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას იტევს. როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ ტერიტორიების შესაძლებლობებით დაინტერესება ფრანგმა ინვესტორებმაც გამოთქვეს. „ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის სათხილამურო ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ამბროლაურიდან 18...
ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე შს სამინისტროს მიმართავს, გამოძიება დაწყოს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ მის კაბინეტში შეჭრის ბრალდებით. ა(ა)იპ-ის შენობაში იმყოფებოდნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. სამართალდამცველების მიერ გამოიკითხა თანამშრომლები, მათ შორის, ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე მამუკა მღვდელაძე. ქუთაისის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, მათი ცნობით, ტელეკომპანია "მთავარის" კორესპონდენტი ემა გოგოხია ერთ-ერთი...
ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი დაესწრო. პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით. კახა კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის გახსნა მიულოცა. „მიხარია, რომ ასეთი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბრალდების მხარემ ორ ტომად წარადგინა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოიაზრებს როგორც ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღეს სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. „დღეს სასამართლო ამ მტკიცებულების განხილვაში არ შევა, მხოლოდ იმსჯელებს პროცედურულად რამდენად სწორად არის მოპოვებული. ასევე დაცვის მხარეს აქვს გარკვეული მტკიცებულებები მოპოვებული, რომელთა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამავე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით უჩივის. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თოდაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა თამთა თოდაძემ მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით. კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2019 წლის 17...
გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და სპორტული მოედანი მოწესრიგდა. "პირველ სკოლასთან ერთად 2019 წელს 24 სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 1 611 432 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 326 000 ლარი პირველ სკოლას მოხმარდა", - განმარტეს გორის მერიაში.
წინა სტატია მცხეთის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმღები განყოფილების ექიმის თეა მესხიძის განცხადებით, მცხეთის მერიასთან დაშავებული ორივე პაციენტი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. მისივე თქმით, დაშავებულებს აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. "ორი მამაკაცი შემოყვანილია მიმღებ განყოფილებაში „112“-ის მიერ, დიაგნოზით ქალა- ტვინის დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, უტარდება შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტოკური გამოკვლევები. ამ დიაგნოსტიკის შემდეგ შევძლებ სრულყოფილად ინფორმაციის მოწოდებას. ამ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე თვითონ მოვუწოდებდი აქციის მონაწილეებს, თქვენთან გამოვედი, გაგცემთ პასუხს მეთქი, სათითაოდ ვეპატიჟებოდი ჩემთან ოთახში და სათითაოდ გავცემდი ყველა კითხვაზე პასუხს, - ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა. "ვთხოვდით დაეტოვებინათ შენობა. ეს ხალხი დასაპირისპირებლად იყო ჩამოსული. დაკავებულები არ ვიცი ვინ არიან. პოლიცია ზუსტად...
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ზოიძის თქმით, ის პოლიტიკიდანაც მიდის. "ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა, ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ