წინა სტატია ყინულის სახლის დემონტაჟი მიმდინარე თვეს დაიწყება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ საკრებულოს რიგგგარეშე სხდომაზე ისაუბრეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. "აღნიშნული თანხა ყინულის სახლის დემონტაჟისა და მისი სხვა ადგილას გადატანას მოხმარდება. დემონტაჟი სავარაუდოდ წლის ბოლოს დაწყება, მაგრამ სამუშაოების დასრულება ამ წელს ვერ მოესწრება. მისი დემონტაჟი და გადატანა მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ვალდებულება იყო“, - აღნიშნა...
მეტროს რეაბილიტაცია ცოტა დროში გაიწელა. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ გამეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, რომ ჭერი თავზე ჩამოგვენგრა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის გარდა, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რასაც მერია „აუცილებლად გააკეთებს“. „მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, არის მოსაწესრიგებელი. გარდა იმისა, რასაც ჩვენ...
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება და ახალი სანათების დამონტაჟება მოხდება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. „კახეთის გზატკეცილზე ასევე, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, ბოლოს კი საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ძალიან...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც იწვევდა წყლის დანაკარგს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, ძველი ქსელი ახლით შეიცვალა, აღმოიფხვრა შიდა დაზიანებები და დაახლოებით 120-მდე ოჯახი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზოგიერთ რაიონში, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან მგზავრი დიდხანს ელოდება ტრანსპორტს, ამ პრობლემის მოგვარებისთვის, თბილისის მერია ავტობუსების დამატებით შემოყვანას აპირებს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით, მერია მხოლოდ ყვითელი ავტობუსების შემოყვანით არ შემოიფარგლება. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა და ძველი, ყვითელი ავტობუსების, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი ჩანაცვლება. თუმცა,...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ კახეთის გზატკეცილი სრულად სახეშეცვლილი იქნება. „კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები, მხედველობაში მაქვს საგზაო ინფრასტრუქტურა, 6 დეკემბერს დასრულდება და მთლიანად აღდგენილი იქნება მოძრაობა ყველანაირი შეფერხების გარეშე. დარჩენილი სამუშაოები, ეს იქნება ელექტროგადამცემი ბოძების, თავისი ახალი განათებებით, ახალი სანათების...
2020 წელს, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, სადაც მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მსგავსი მულტიფუნქციური სივრცეები დედაქალაქის ყველა რაიონში უნდა იყოს განთავსებული. „მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის #50-ში მდებარე სპორტულ ცენტრში, რომელსაც დღეს შეიძლება ვერ დავარქვათ სპორტული ცენტრი ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი დანგრეული, განადგურებულია, მულტიფუნქციური დარბაზი გაკეთდება, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობები...
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიას „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან გარკვეულ საკითხებში უთახმოება აქვს. საქმე იმაშია, რომ 2020 წლიდან შესაძლოა თბილისში "ყვითელი მიკროავტობუსების" ჩანაცვლება დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ მთავრობის წინა სხდომაზე გააკეთა და შესაბამისი დავალება სწორედ ირაკლი ხმალაძეს მისცა. თავის მხრივ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ხმალაძემ პრობლემის ხანდაზმულობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი არაპოპულარული გადაწყვეტილებების თავიდან არიდების მიზნით,...
პრეზიდენტის 2 ადმინისტრაციული შენობის შენახვა და მოვლა-პატრონობა საქართველოს ბიუჯეტს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე 1 696 305 ლარი დაუჯდა. ავლაბრისა და ათონელის რეზიდენციის შენახვის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ავლაბრის რეზიდენციის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლასა და კომუნალურ გადასახადებში დახარჯული თანხა - 638 050.65 ლარს შეადგენს. (წყალი - 68 780.41ლარი, გაზი - 109 873.15 ლარი,...
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი კომპანია „თელასმა“ დააზიანა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, „თელასმა“ ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე ჩაატარა. „კანდელაკის ქუჩაზე ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო მილი, ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც შემოწმების აპარატის საშუალებით დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ახალი ჩადებული, რეაბილიტირებული და განახლებული მილი ორ ადგილზე იყო გაგლეჯილი. ცხადია, ვიღაცას მიწის ბურღვითი...
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო თბილისში, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 22 590 ქვეითი დააჯარიმეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს ამავე მიზეზით ქვეითად მოსიარულე 12 685 პირი იყო დაჯარიმებული. რაც შეეხება რეგიონებს, 2018-2019 წლებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 9 075 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გორი
გორში, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 92- მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება უშუალოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩას დააკავშირებს, 370 მეტრი იქნება. „ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა...
შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ ისაუბრა ტრანსპორტის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული იქნება. „როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად. ტაქსის რეფორმა,...
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოს რეგიონებში, ქუთაისში 4 დეკემბერს რეგიონის ტურისტული კომპანიების და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისათვის ტრენინგი - "ტურიზმის მარკეტინგი - ახალი ბაზრების ათვისება“ ჩატარდება. აღნიშნულ თემაზე ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოში ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით წამყვანი ტრენინგ ცენტრი CRDC, რომლის ტრენერი ვიკა შარია მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და საჭირო ტექნიკებს ახალი ტურისტული ბაზრების ასათვისებლად, რათა მათ გრძელვადიან...
ზუგდიდში დაგეგმილი საახალწლო კონცერტისთვის ადგილობრივმა მერიამ 38 ათას 880 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სადღესასწაულო ღონისძიება, გალა-კონცერტი 31 დეკემბერს, დადიანების მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ორსაათიანი პროგრამა ფოიერვერკით დასრულდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ტენდერში გამარჯვებულმა საკონცერტო სცენის მოწყობა, გაფორმება ეფექტებით და განათებებით უნდა უზრუნველყოს. ასევე, გახმოვანების აპარატურით და გარე გამოყენების ლედ ეკრანით მომსახურება, ხმის რეჟისორის, ასისტენტისა და განათების რეჟისორის მოწვევა, მუსიკალური...
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ "ხელი ხელს" თბილისში ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიება რესტორან "ეზოში" გაიმართა და მას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ამოევლოთ კახური ტრადიციული წესით დამზადებული ჩურჩხელები, დაეგემოვნებინათ თათარა და ნატურალური თაფლი. გამოფენა-გაყიდვაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სუვენირები, საახალწლო თემატიკის ნივთები, ნაქსოვი პროდუქცია და ნაძვის ხის სათამაშოები. დამთვალიერებლებისთვის გამოფენილი იყო საოჯახო ტიპის საცხოვრისებში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ