საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა. „ამჟამად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე კლიმატური პირობების გამო, შეუძლებელია რამე სამუშაოების წარმოება. თუმცა, პროგრესი აღნიშნულ მონაკვეთზე უკიდურესად სუსტია. შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში, ორივე ლოტზე, გამოსწორებასთან დაკავშირებით შეტყობინებები კომპანიასთან გაიგზავნა, რაც მათ აუცილებლად მყისიერად უნდა გამოასწორონ, როგორც კი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ამის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა ქარსელაძემ. საუბარია იტალიურ კომპანია „ტოდინი“-ზე, რომელსაც ავტობანის...
წინა სტატია გასულ წელს, სამეგრელოში მარტვილის კანიონის შემდეგ, ყველაზე მეტი ვიზიტორი დადიანების მუზეუმს ჰყავდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ მათ მიერ შემუშავებული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას თქვა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს 2019 წელს 35 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. „მარტვილის კანიონი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრია. სამეგრელოში 80% -ზე მეტი...
ჩუღურეთის რაიონში მდებარე N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა. კახა კალაძის თქმით, ეს უკვე ბაღის მეორე პროექტია, რომელიც ჩუღურეთში განხორციელდა. „ჩუღურეთის რაიონში ორი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. ერთი ძველი ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეუძლებელი იყო სწავლის პროცესის გაგრძელება. მეორე პროექტს რაც შეეხება, განხორციელდა ახალი კორპუსის მშენებლობა. ჩუღურეთის...
video
გონიოში, ახალაძეების საცხოვრებლის მომიჯნავედ, ექვსსართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა ოჯახი პროტესტს მაინც არ წყვეტს. ირწმუნებიან, რომ მშენებელმა ისინი მოატყუა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  მარინა ახალაძე გვიხსნის, რომ მშენებელი ობიექტს იმ მიწაზე აგებს, რომელიც 15 წლის წინ თავად გაყიდა, თუმცა პირობით, რომ მშენებლობისას ახალი მფლობელი მის საკარმიდამო საზღვართან მანძილს დაიცავდა და მხოლოდ სამსართულიან შენობას ჩადგამდა. პროტესტს მშენებარე სასტუმროს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა ამ ეტაპზე, დღის წესრიგი აღარ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა. „გზის და რკინიგზის მშენებლობა იყო ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს კონკრეტულად ამ ხელშეკრულების შესაბამისად და ამ პორტისთვის უნდა აეშენებინა. პორტის გარეშე გზა უკვე არსებობს. უფრო მეტიც, 2018-2019...
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“, რომელიც ახალციხეში შშმ პირების მშობლებმა დააფუძნეს, დღის ცენტრის გახსნისთვის მერიას შენობის გადაცემას სამი თვეა სთხოვს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს რომ შენობის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მუნიციპალიტეტთან გადაგზავნილი აქვთ. მერი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ საბარგო სადგურზე, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის გადაცემის მოთხოვნით, ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს 2019 წლის ოქტომბერში შეხვდა....
ადიგენის მერიამ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა, შესყიდვების და იურიდიულ სამსახურებში თითო პოზიცია დაემატა. თანამდებობრივი სარგო 700 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე, კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ. საკონკურსო კომისიამ იურიდიულ საკითხებში, საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის ორი უფროსი სპეციალისტი უნდა შეარჩიოს. ორივე პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 –700 ლარია. ადიგენის მერიის ახალ საშტატო ნუსხაში სულ 83 პოზიციაა.
ბათუმში, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდის ფონზე, მერიამ მოვლისთვის ბიუჯეტი შეამცირა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ერთხელ უკვე ჩავარდნილი ტენდერი კი განმეორებით გამოაცხადა, ანუ პროგრამა ამჟამად შეჩერებულია. ტენდერში აქამდე არაერთხელ გამარჯვებულ „სევერს“მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს. მიზეზად სავარაუდოდ შემცირებული ბიუჯეტი სახელდება. სხვათა შორის მოსავლელი ძაღლების რაოდენობის ზრდას ბათუმის მერიც აღიარებდა, მაგრამ მას დღეს არ გაუცია კითხვაზე პასუხი - მაშინ რატომ შეამცირა ბიუჯეტი. სანამ პროგრამა...
სტატიის გაგრძელება სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განუცხადა. მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“. “ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე...
"ჭავჭავაძის ქუჩა შეიძლება, ერთ წელიწადში ძალიან ლამაზი იყოს, თუმცა დღეს, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ქუჩაზე ოპერირებენ, შეიძლება ჩამოიშალონ", - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ, გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უკვე ითვლიან დიდ ზარალს, სახელმწიფო კი არ არის ამ კუთხით დაინტერესებული, წერს ბიზნეს მედია. "სახელმწიფო ვალდებულია იფიქროს და შეიმუშაოს გეგმა, რითიც დაეხმარება ბიზნესს, გააკეთოს რაიმე აქცია, საგადასახადო...
წინა სტატია ორგანიზაციები „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. ორგანიზაციები წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. „მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“. „ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group-ის გენერალური...
წინა სტატია 27 პოლიტიკოს შორის ყველაზე უარყოფითი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვთ. ასე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49% ფიქრობს. ამის შესახებ ​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსებთან დაკავშირებით რამდენიმე რეგულაცია ამოქმედდა. მათ შორის, თეთრი ფერის გარდა სხვა ფერის მანქანებით ტაქსის მოძრაობა აიკრძალა. გამოკითხულთა აზრი თანაბრად გაიყო. 47% ამ აკრძალვას დადებითად აფასებს; 47% - უარყოფითად; 6%-მა - არ იცის; NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოში გამოკითხულთა 30% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 % უარყოფითად. ამის შესახებ ​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია. ამასთან, 2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია. NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას ცუდად 32% აფასებს, ფინანსთა სამინისტროს კი — 29%. უარყოფითი შეფასების...
რუსთავის მერიამ ორი ახალი რეკრეაციული სივრცის - ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და რუსთავის თეატრთან არსებული სკვერების რეაბილიტაციის პროექტების კონცეფცია განიხილა. როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, 2019 წელს, რუსთავის მერიამ კონკურსი გამოაცხადა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, კონცეფციების სახით წარმოედგინათ წინადადებები, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო აღნიშნული რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის განვითარებისთვის შექმნილი გრაფიკული ნამუშევარი, რუსთაველმა არქიტექტორმა გიორგი არევაძემ მოამზადა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ