"გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” - აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.  "დღემდე გაწეული სამუშაოს სახით მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გასული წლის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც 2025 წლის ბოლომდე იმოქმედებს და ასევე - ორწლიანი სამოქმედო გეგმა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილეს. მომხსენებელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ, განმარტა, რომ პროექტით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება....
მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება.  მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, ეკონომიის თანხა 351 833 ლარი ქუჩების მწვანე ზოლების და პარკების მოწესრიგებას, ასევე წყლის შადრევნების ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემის მოწყობას მოხმარდება.  ვანის მუნიციპალიტეტში დასრულდება ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია.  127 488 ლარით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სპორტული მოედნის ირგვლივ სარბენი სექტორის განახლება, სადრენაჟე არხისა და ღამის დეკორატიული განათების...
ოპოზიცია ვერ გაერკვა მიწისქვეშა ნაგვის ურნების მიმართულებით რას ვაკეთებთ, ამიტომ როცა დავასრულებთ მივიყვანთ და ვაჩვენებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ დაწყებული გვაქვს ნარჩენების სეპარირება, ასევე მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება. ეს არის სიახლე, რომელიც პირველად ჭავჭავაძის გამზირზე ხორციელდება. ოპოზიცია ვერ გაერკვა, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ, თუმცა, როცა პროექტი დამთავრდება, მივიყვანთ ადგილზე და ვაჩვენებთ...
წინა სტატია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია m2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამ მისამართზე: მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა.  „იცით, რომ ჩვენ როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელიც „სვეტის“ მიერ  დაზარალებულ 2 500 ოჯახს ეხებოდა. მოქალაქეებს ეგონათ,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. "ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ტყის ახალ კოდექსს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს. დავითაშვილის შეფასებით, ტყის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ტყის ახლებურად, მდგრადი მართვის პრინციპებით შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის შეფასებით, სპეკულირება ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობის ეკლესიისთვის გადაცემის საკითხზე, საფუძველს არის მოკლებული. „თემაზე, რომელსაც მოჰყვა სპეკულირება, მინდა განვმარტო, რომ ტყის კოდექსი შემუშავებულია ტყის მართვის ეროვნული სტრატეგიის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე ერუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ერუშეთის ეროვნული პარკი 38 კილომეტრ მანძილზე ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის აღკვეთილს. მინისტრის თქმით, ასეთი ტიპის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ერუშეთის ეროვნული პარკი არის ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე იქნეა განთავსებული, ის...
პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ელენე ხოშტარიასა და მიხეილ სააკაშვილს აგინა. შეურაცხმყოფელი ტექსტი მან ფეისბუქზე საჯაროდ დაწერა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი პოსტით "უცენზურო სიტყვების გამო" საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. https://www.facebook.com/biqtori/posts/3239943242700928 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია.  "როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და...
წინა სტატია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილები გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი წერილებში აღნიშნავს, რომ მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას თან ერთვის ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია...
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის სკვერის სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც არსებული სივრცე მოწესრიგდება. „2018 წლის ივლისში „გუდვილთან“ მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში მიმდინარე მშენებლობა შევაჩერეთ, ხოლო გასულ წელს შევძელით, ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოგვესყიდა და დაგვებრუნებინა უბნისთვის. აქ უკვე დასრულდა არსებული...
თბილისში, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ, კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაასხვისა და ინვესტორი ადგილზე კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის  შესახებ მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია დაიბრუნა და მასზე სპორტული კომპლექსის აშენების მიზნით აუქციონს აცხადებს. „წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო...
შემდეგი სტატია თბილისის მერია "სიტი პარკისგან" გადმოყოლილ ჯარიმებს ანულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ჯარიმების მოცულობა 850 ათას ლარს აღწევს. "ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის", - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, განულდება ის საჯარიმო სანქციებით, რომლებიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული. როგორც კალაძე ამბობს, "სიტი პარკის" პერიოდში 1,2...
წინა სტატია შემდეგი სტატია უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტები. მოსახლეობამ ჯერ კიდევ დარჩენილი რძე, კვერცხი და ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დეფაქტო ხელისუფლება...
2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია 1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა. როგორც უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 100 მილიონ ლარზე მეტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ