მერია მარნეულელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს. ამის შესახებ ინფორმაცია, 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა ბესიკ გუჯეჯიანმა გამოიტანა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"ვაჟა მუმლაძე, რომელიც 67 წლისაა ის ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მეორე სპორტსმენი არის გიორგი გუჯეჯიანი, რომელიც მონაწილეობს პროფესიონალ რინგზე, ჩატარებული აქვს მრავალი ორთაბრძოლა და ემზადება სარეიტინგო ბრძოლისთვის, რომელიც არის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 5 ვაკანსიაა. უწყებამ 3 ვაკანსიაზე ღია , 2-ზე კი, დახურული კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია ღია კონკურსით შეარჩევს კადრებს შემდეგ პოზიციებზე:
უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო - 900 ლარი;
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, ხელფასი: 650 ლარი;
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის II...
თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში სამი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა და ასევე, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია გაიზარდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გააკეთა განცხადება, რომ მერია მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდიას ზრდის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„კორონასუბვირუსის გამო ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია უნდა გაიზარდოს 30 050 ლარით,“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ სუბსიდიის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა,...
გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე მზადაა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართები საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონად გამოიყენოს.
ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ გორში მდებარე "ევრორეგიონული უნივერსიტეტის" შენობის (2 500 კვ მ) გარდა ამ მიზნით მისი სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი სამედიცინო დახმარებისთვის მოხალისეობრივად ჩართოს.
"მე ეკატერინე სუხიშვილი ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერით,გამოვთქვამ ზაობას, საჭიროების შემთხვევაში შპს "ევრორეგიონული უნივერსიტეტის" და კოლეჯი "ამაგის" კუთვნილი შენობა 2500 კვ/მ, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, გამოვიყენოთ საკარანტინო...
კორონავირუსის პანდემიის გამო "სოლოსტუდიო" ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ვებსაიტებს უფასოდ დაუმზადებს.
"კომპანია "სოლოსტუდიოს“ გუნდი აცნობიერებს სიტუაციას, რომელიც, შესაძლოა, ქართულ ბიზნესში კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნას, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ტურიზმის სფეროს მხარდაჭერა. შემომყვან და შიდა ტურიზმის სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას, მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს ვებსაიტს უფასოდ დავუმზადებთ. ასევე, 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება ტექნიკური მომსახურება. კონსულტაცისთვის დაგვიკავშირდით - 577 43 83 55", -...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია - www.lit.ge -ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.
აღსანიშნავია, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი - www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს...
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება.
შესაბამისი გადაწყვეტიელება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 25 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია,...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს.
“მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო...
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, იაფის სახლის პროგრამაში რეგისტრაცია და მოქალაქეების მიღება დროებით შეჩერდა. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამ ეტაპზე, მოქალაქეების განცხადებების მიღება 15 აპრილამდე გადაიდო.
''ისეთი ტიპის პროგრამების განხორციელება, რომელიც მოსახლეობის დიდი ოდენობის თავშეყრას გულისხმობს შეჩერდება. ასეთი არის მაგალითად ხელმისაწვდომი საცხოვრისის ანუ იაფი სახლის პროგრამა. 15 აპრილამდე შეჩერდება, როგორც მოქალაქეებთან კონსულტაცია, ასევე განაცხადების მიღებაც'' - თქვა ბათუმის მერმა ბრიფინგზე.
იაფ...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუშაობას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.
"ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სააგენტო ონლაინ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ ფეისბუქზე ან ელექტრონულ ფოსტაზე saagento18@gmail.com", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცეებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/gorikids/posts/3410824355611472?__xts__=68.ARDDdGRfM3jkuxgSafQ8Cs-1EfcqjLElL8IQv0zoy3O8zM6NNXhlVuQgwMR-T1b-_upEPzSwHMiz5xQ47LiO6XCVvnNKf-4-5LV3tyiCEOTt2GH6t_FIxWef0wnyJZmyc17x-q0Q08A7JIMdwrNAF7YdNJ7gpQxGsKvbNo68cLUeZKZoPsRjvo1PtGo90qLoKSTSPUM5Y9iPT44nTzqke9gu693RfvsAUnnGdfvaHUvzfX_JLCV3gmGvTKV0N-kxkDssZbAVUBCgVoYo18QOQW3SCFMMZKVhQwapXBkosxNwUC0DZT9LZCl721cAck0rxvOwO3nqei7oJ0G0Qq0nbVZ2&__tn__=-R
წინა სტატია
გლდანის რაიონში, პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.
გლდანის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა და დაახლოებით, 4 422 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.
სამუშაოებისთვის,რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ასრულებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს...
საქართველოს მთავრობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ეკონომიკის სტიმულირების გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
"გარდა ამისა ჩვენ კარგად გვესმის რომ ეკონომიკას ჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც ამიტომაც, მთავრობის გადაწყვეტილებით კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და ეკონომიკური სტიმულირების სამთავრობო...
წინა სტატია
მგზავრების ნაწილის ეჭვებს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირებული იყოს, რადგან დაწესებულებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი“ უარყოფს და აკომპანიაში ცხადებენ, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსები შეუფერხებლად მოძრაობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებს 2-3 დღეში ერთხელ დეზინფექციაც უტარდება.
"1 200-ვე მიკროავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით აქამდე მოძრაობდა, ახლაც მოძრაობს შეუფერხებლად. ყველა მიკროავტობუსი გადის დეზინფექციას იტალიური ხარისხის ხსნარებით, რომელსაც 7-დღიანი მოქმედების...
თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის სეანსებს სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში აფინანსებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, აღნიშნულ სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. ბავშვები არ...
ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გამო.
გიორგი გახარიას განმარტებით, კითხვა რელევანტურია, რადგან რამდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.
„მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება - ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































