ქუთაისის მერიის მიერ , COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის და ვირუსისაგან გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ყველა მიმართულებით. ქუთაისის მერიის ცნობით, ქუთაისის მერის და ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიების შეხვედრის შემდეგ, შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური ზარალის შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს შეუმცირდეს სატრანსპორტო მოსაკრებელი 50%-ით. ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ მოსაკრებლისგან. მათივე ინფორმაციით,ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებს...
ქუთაისში ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელებისათვის პროდუქტების დარიგებას ამ დროისათვის არ გეგმავენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. როგორც ა(ა)იპ -ში აცხადებენ, წინასწარ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტი, არდადეგების გამოცხადებისთანავე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს, რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, დავით წიტაიშვილის თქმით, პროდუქტები სათნოების სახლს გადაეცა. "არდადეგების დაწყებისთანავე, რაც გვქონდა მალფუჭებადი პროდუქტები გადავეცით სოციალურად დაუცველ 65 ოჯახს. რაც შეეხება არამალფუჭებად პროდუქტებს, როგორიცაა კარტოფილი,  ვაშლი და სხვა, ქუთაისის მერიის რეკომენდაციით,...
ზუგდიდში უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, თავიანთ ულუფას სახლში გაატანენ, - ამბობენ ზუგდიდის მერიაში. „კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით გაცემული რეკომენდაციების თანახმად, დღეიდან უფასო სასადილოში მომსახურების წესი იცვლება. ბენეფიციარებს შეეძლებათ კუთვნილი ულუფა სახლში წაიღონ. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ, რომ არ იყოს რიგები“, - განაცხადეს ზუგდიდის მერიაში. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 280 - მდე მოქალაქე სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით. ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა სალომე ფაცაციამ...
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 -თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ყველა საინვესტიციო ვალდებულება გადაიწევს ოთხი თვით და ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს არ ჩაეთვლება დარღვევად. აჭარის მთავრობის პირველი პირის განცხადებით, რეგიონი არის მზად გამოწვევებისთვის. მან ასევე აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. "1. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე...
ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. "პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები",-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში მოქმედი სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ქსელურ მაღაზიათა მენეჯერების განცხადებით, სავაჭრო ქსელებში მარაგები საკმარისია და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ახალი კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს პრობლემაა, შესაბამისად, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ფონზე, ვცდილობთ, ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, ამიტომ, ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით ყველა იმ სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებისა და აუცილებელი...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, პროდუქტები იმ აღსაზრდელებზე გაიცემა, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ. „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა, პროდუქტების შეკვეთისას არა სიას, არამედ ბავშვთა დასწრების მაჩვენებელს ვითვალისწინებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არდადეგების გამოცხადებამდეც თავისუფალი დასწრების რეჟიმი გვქონდა ბაღებში და არც ისე მაღალი იყო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება დარჩენილ მალფუჭებად პროდუქტს მერიას გადასცემს. მერიის სოციალური სამსახური კი პროდუქტებს სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერნაულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, მალფუჭებადი პროდუქტებიდან მხოლოდ კვერცხებია დარჩენილი. „რძე გაფუჭდა. ახლა მხოლოდ კვერცხებია დარჩენილი და უნდა დავითვალოთ სულ რამდენი. როდესაც დავითვლით სოციალურ სამსახურ გადავცემთ და ისინი გადაანაწილებენ ბენეფიციარებზე“, - გვითხრა ზაურ ქარიმოვმა. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა აღნიშნა,...
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით. სამინისტროს ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება. „ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია...
მეორე დღეა ქალაქ საგარეჯოში, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლით სრულიად უფასოდ ამარაგებს. ამის შესახებ სპექტრი წერს. პროცესში ჩართულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შპს "სუფთა მუნიციპალიტეტი 2018", რომელიც უზრუნველყოფს წყლის ტრანსპორტირებას. „სათავეში წყალი დამშრალია, წყლის დებეტი ძალიან დაბალია და მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობა სრულიად უფასოდ მოამარაგოს. პრობლემა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოგვარდება,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვალეში წლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე მოხმარდება. "ვალეში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ ფუნქციონირებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც, მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 8 ჭაბურღილი და 19 კილომეტრამდე მაგისტრალური მილსადენი. გარდა ამისა, დაგეგმილია ორი...
კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიცირებისთვის როგორც მენიუ, ასევე საჭმლის მიწოდების ფორმაც შეიცვალა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბენეფიციარებს შენობაში არ უშვებენ. სადილს ფანჯრიდან, ერთჯერადი კონტეინერებით აწვდიან. გარდა ამისა, შეიცვალა მენიუც. ადგილზე მისულ ბენეფიციარებს უთხრეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით წვნიანს ვერ მოამზადებენ. დღეს, 16 მარტს ბენეფიციარებს კონტეინერში ჩაწყობილი წიწიბურა, ხორცი და პური გაატანეს. "სამხრეთის კარიბჭეს" სათნოების სახლში უთხრეს, რომ კომენტარს შეცვლილ მენიუსა და მიწოდების...
video
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამჟამად მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელება, რაც ჯამურად მუნიციპალიტეტში 20 კმ- მდე ახალი გზის საფარის დაგებას გულისხმობს. ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება ორი ახალი სკოლა კაბალსა და ჰერეთისკარში. ამის პარალელურად, დაგეგმილია 700 000 ლარზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში და ახალი ბაღის...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 29 პროექტი წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე ელექტრონულად გამოაქვეყნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტენდერები მარტისა და აპრილის თვეებში ეტაპობრივად გამოცხადდება. კომპანიებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაეცნონ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს მიმდინარე...
კორონავირუსის გამო გამო “ცოდნის კაფე” სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 65 წლის ასაკის ზემოთ მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების ბაზას ქმნის და ამის შესახებ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ხანდაზმულებმა შესაძლოა ვეღარ შეძლონ მაღაზიაში თუ აფთიაქში გასვლა, რადგან ვირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ წინასწარ საჭიროა მათი ბაზა, რათა საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდებმა მოახერხონ ხანდაზმულთა დახმარება. "თუ ფლობთ ინფორმაციას თქვენს...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე თერაპევტი, პედაგოგი და მწვრთნელი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სწავლების შეჩერების მიუხედავად, სახელფასო ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პედაგოგებს, სწავლის აღდგენის შემდეგ, გაცდენილი საათების აღდგენა მოუწევთ. „როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასაწავლო სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ