გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. დეკანოიძე წინასაარჩევნოდ სისხლიანი ბანერების გაკვრას აპროტესტებს და კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს. "ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად...
ლელო" რეგიონებში კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დედოფლისწყაროს მოსახლეობას ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატები და საკრებულოს სია წარუდგინა. მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის იყო ლოკალურ პრობლემებზე ორიენტირებული, თუმცა წელს ფართო მასშტაბის ხასიათი, რეფერენდუმის დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, "ლელოს" ჰყავს უკონკურენტო კანდიდატები და ისინი ქვეყნისა და რეგიონის საქმეზე არიან ორიენტირებულნი. "უკიდურესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნები გველოდება წინ. ადგილობრივ არჩევნებს აქვს რეფერენდუმის...
ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით შენარჩუნება რომ შეუძლებელია, ყველა თანხმდება - როგორც დედაქალაქის მთავრობა, ისე ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები და ადგილობრივი მოსახლეობა და უკვე წლებია ანონსდება, რომ ბაზრობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ბოლოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია, გეგმარება შედგენილია და უკვე იციან, როგორ რეაბილიტირდება ელიავას ბაზრობა. ამის მიუხედავად, 11 სექტემბერს BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ მერიაში...
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და 300 გარე გამოყენების სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღინიშნა. როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, სპორტის განვითარების ხელშეწყობა მისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მისი გუნდი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ არაერთი...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. გზის მესამე ლოტზე მიმდინარეობს კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა, ასევე საგზაო ნიშნების დაყენება და მონიშვნა. ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კილომეტრია. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების დრო 1,5 საათით მცირდება.
დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ვარკეთილის II მიკრორაიონი (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) - ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების ქ. - სესილია თაყაიშვილის ქ. - ილია სუხიშვილის ქ. - ჯავახეთის ქ. - მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარედ. უკუმიმართულებით: მეტროსადგური „ვარკეთილი“ - ჯავახეთის ქ. - ილია სუხიშვილის...
პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს ბანერებს, რაც არის გამოფენილი - მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, ამ სლოგანს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, სამივე ნაწილში: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და მესამე იყო "არა ღალატს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, მთლიანობაში ის შინაარსი, რაც გამოსახულია, მისაღები არ არის. „ასევე ვიზიარებთ იმასაც, რომ ეს სამივე სლოგანი პირდაპირ უკავშირდება იმ...
თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მუზეუმს, 6 სახელოვნებო სკოლას და 8 ბიბლიოთეკას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. „მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის მუზეუმი, რომელიც ქალაქს გააჩნია, რეაბილიტირებული იყოს. გამოვყოფდი მერაბ კოსტავას...
„ქართული-ოცნების " მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე დედაქალაქის მოქმედი მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა იქნება. „ჩვენთვის განათლებაში მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ფინანსური მდგომარეობის გამო, განათლების მიღებაზე უარი არ თქვან. დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი 5 000-მდე სტუდენტს უმაღლეს განათლებას უფინანსებს. ჩვენ გავაფართოვებთ აღნიშნულ პროგრამას...
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო. როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. „საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი შესრულებადი და გაკეთებადია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შეასრულოს ეს კონკრეტული დაპირებები. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი...
დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი. როგორც დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე e uro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. „შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის ჩანაცვლებული....
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და "ფერმერ ქალთა ასოციაციაციის" თანამშრომლობით იწყება საკონკურსო განაცხადების მიღებას საქართველოს 6 რეგიონიდან მიკრო და მცირე მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიზნით. კონკურსის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა. ამასთან, პრიორიტეტულია არსებული ბიზნესის გაფართოებასთან და/ან გაძლიერებასთან დაკავშირებული იდეები. საგრანტო კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს 12 საუკეთესო მონაწილეს/გამარჯვებულს. კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი,...
წინა სტატია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ 20 სექტემბერს კომპანია "ალმას" ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების "დაუყოვნებლივი აღდგენა" მოუწოდა, რადგან აღნიშნულ ბანერებზე 16 სექტემბერს კომპანია "ალმამ" პოლიტიკური შინაარსის პლაკატები გააკრა. დღეს კომპანია "ალმამ" NCDC-ის საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ: "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, კომპანია „ალმა“ დამატებით განმარტავს: „მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმა“-მ, დაავადებათა...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. დავით ტაბიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად, 2014 – 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015...
როგორც იცით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუც არის დარეგისტრირებული. ის არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანების - "ჩვენი გაერთიანებული საქართველოს" სახელით მონაწილეობს. გთავაზობთ მის საარჩევნო დაპირებებს:  
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა. წარდგენისას თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ და აღნიშნა, რომ ამ დღეს საქართველოს ისტორია იწერება. "ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს დადებითად წარმოადგენდეს, არის ამ ადამიანში მოქცეული, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში. ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ