UNDP-ს მხარდაჭერით 6 რეგიონიდან მიკრო და მცირე მეწარმე ქალებისთვის საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება

505
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და “ფერმერ ქალთა ასოციაციაციის” თანამშრომლობით იწყება საკონკურსო განაცხადების მიღებას საქართველოს 6 რეგიონიდან მიკრო და მცირე მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიზნით.

კონკურსის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა. ამასთან, პრიორიტეტულია არსებული ბიზნესის გაფართოებასთან და/ან გაძლიერებასთან დაკავშირებული იდეები.

საგრანტო კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს 12 საუკეთესო მონაწილეს/გამარჯვებულს.

კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთი (სხვა რეგიონებიდან შემოსული განაცხადები ამ ეტაპისთვის არ განიხილება).

მხარდაჭერა: ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო მცირე ტექნიკის, აღჭურვილობისა და მასალების შესყიდვა და გადაცემა.

ტექნიკური დახმარების მოცულობა: ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების მცირე ტექნიკა, აღჭურვილობა ან მასალები.

ბენეფიციარი:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც:

** არის მცირე ან მიკრო მეწარმე ქალი;
** განაცხადის შევსების მომენტში იქნება სრულწლოვანი;
** დამოუკიდებლად მართავს და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას როგორც პირველადი, ასევე მეორადი წარმოებით;
** ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა კონკურსის სამიზნე რეგიონებში;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირებმა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: gvantsa.iremashvili@undp.org | natia.tsikvadze@undp.org

აპლიკაციის შევსების პროცესში დახმარების მისაღებად, კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ კოორდინატორებს:

რეგიონი – კოორდინატორი – ტელეფონი:

** აჭარა – ლია შაქარიშვილი -599 533 808
** გურია – ქრისტინე ზეინაიშვილი – 577 274 732
** სამეგრელო-ზემო სვანეთი – ნონა ხუხია – 599 494 092
** რაჭა-ლეჩხუმი-ქვ. სვანეთი – ნინო სოხაძე – 595 272 130
** ქვემო ქართლი – მანანა ჯაჯანიძე – 595 896 726
** კახეთი – ნინო ფხოველიშვილი – 599 191 875

შერჩევის პროცესში, გარდა საგრანტო აპლიკაციისა, საგრანტო კომისიამ შესაძლებელია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია მონაწილეთა ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. ასევე ჩატარდება მონიტორინგის ვიზიტი, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

კონკურსის ვადები:

საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 17 სექტემბერს და დასრულდება 2021 წლის 30 სექტემბერს. შერჩევის პროცესი გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მხოლოდ გამარჯვებულ კანდიდატებს 2021 წლის 14 ოქტომბერამდე.