მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?!, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს და „აქციებისთვის ემზადება“.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან არცერთ შეხვედრაზე აქციები არ დაგეგმილა, თუმცა აქციებს რომც გეგმავდნენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
,,ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ...
ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენლებს სუს-ის შენობასთან ფილმის "სხვისი ცხოვრება" ჩვენება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მათ ადგილზე შეკრებილებს განუმარტეს, რომ ფილმის ჩვენება მიმდებარედ, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეეძლოთ, თუმცა ამის შესაძლებლობა არც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა მისცეს.
საბოლოოდ, დაპირისპირების მიუხედავად, "გირჩმა" ფილმის ჩვენება მაინც მოაწყო. ამ...
რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
„რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებთ....
სპორტული ინტერესი მაქვს გავიგო, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ ის სპიკერი, რომელიც ჩაატარებს ბრიფინგს და საზოგადოებას ამცნობს, რომ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა მასზე კარგად იციან, რომ „შანსი არ აქვთ“, განწირულები არიან მარცხისთვის და საჯაროდაც უნდა აღიარონ, რომ წელს ოპოზიცია იმარჯვებს.
,,დარწმუნებული...
"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ჟღენტმა მოსახლეობასთან ერთად, ახალი აღმაშენებლის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, "ლელოს" ხედვის თანახმად, აღმაშენებლის ქუჩა უნდა გადაიქცეს ტურისტულ სივრცედ, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ.
როგორც „ლელოში“ განმარტავენ, პარტიის კონცეფცია ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს.
ანა ბიბილაშვილის თქმით, ხედვა, რომელიც "ლელოს" აღმაშენებლის ქუჩასთან დაკავშირებით აქვს, ჯანსაღი...
კობახიძე: თავდასხმები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება – მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
„გუშინ კასპში ჰქონდათ ასეთი თავდასხმა და პროვოკაცია, მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში, ნიკანორ მელიამ რა გააკეთა ყველამ კარგად ვნახეთ და ა.შ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში, ხალხი გასცემს პასუხს...
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში დვაბზუს და ბახვის მოსახლეობას შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ჩვენი პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის, რომელიც მორგებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე - სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება - გზების მოწესრიგება; სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
მისი განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი პროცესები უნდა დაიწყოს.
„დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც იბრძოლებს ცვლილებებისთვის, არიან იდეალისტები და იციან თუ რა შედეგი ექნება მათ ბრძოლას მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა გორში გუნდის...
პარტიიდან "გირჩი-მეტი თავისუფლება" მესტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
მეორე ნომერი - ბექა ხერგიანი.
ინფორმაცია თავად პარტიამ გაავრცელა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ტარდება.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ათასს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების...
"კანონიერი ქურდებით" წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებს მოიგებს.
„"კანონიერი ქურდებით" წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა საბაღე ფურნიტურა და სასმელი წყლის შადრევნები. რეკრეაციულ სივრცეს დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. დაირგო...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები იმართება, რაც ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალიან...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სტუდენტური ცხოვრების ინტეგრირება ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან, რათა ქუთაისი განათლების და კულტურის ცენტრად რეალურად იქცეს.
მისივე განცხადებით, ქუთაისი ცნობადი უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, სხვადასხვა თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით. ამასთან, იგი...
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული ISUZU-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ასევე, განახლდა ქობულეთის ავტოპარკი.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
,,ჩვენთვის, ქალაქის თვითმმართველობასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ბათუმელებზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სრულად განვაახლებდით ბათუმის ავტობუსების პარკს და დღეს უკვე დამატებით 40 ავტობუსი შეემატება ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის პარკს. ასევე, გარდა ბათუმისა...
დევნილთა სააგენტომ ბათუმში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.
„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
გორი სამების ქუჩა N1;
რუსთავი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































