ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმის მოგონილი იდეა არის უბრალოდ ტყუილი, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო - ერთიც მოვიგეთ და მეორეც, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია რას ზეიმობს ოპოზიცია.
„მათი დალაგებული მესიჯიდანაც კი რეფერენდუმის იდეა ითვალისწინებდა იმას, რომ შარლ მიშელის ანულირებულ, მაგრამ შეთანხმებაში ეწერა 43%-იანი ბარიერი, რა შემთხვევაშიც უნდა გამართულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აიღეთ 47%. ანუ რეფერენდუმიც მოვიგეთ....
სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს.
„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ....
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, COVID 19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი 500.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
შესაბამისად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 276.6 მლნ ლარით შემცირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული დაფინანსება და 1 733.9 მლნ ლარს შეადგენს.
როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათშია...
64 ოლქიდან 44 ოლქში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამ არჩევნების და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ასეთი შედეგი არ ჰქონია და იგივე შეიძლება ითქვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„თბილისში იყო 21 მაჟორიტარული...
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესის მხარდაჭერის ამ პროგრამას, რომელიც თბილისის მერიის მიერ მომზადდა, უახლოეს პერიოდში თბილისის საკრებულო განიხილავს და 2022 წლიდან ამოქმედდება.
„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ჩემს...
„მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან სამი ავარიული შენობის ნაცვლად შენდება”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლად აშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს.
„2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ,...
დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ გაჩერებულა, არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით - ვისაც ვეიმედები, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განხორციელებული პროექტებისთვის ის მადლობას არ ითხოვს, თუმცა სჯერა, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა...
დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.
რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება ძალაში იხილეთ ბმულზე.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 - მთაწმინდაზე.
„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა...
"დედაქალაქის მერი თუ გავხდები, პარტიის თავმჯდომარეობას დავტოვებ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, პოლიტიკურმა ლიდერმა პარტიული ინტერესები თბილისის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ამიტომაც გადაწყვეტილი აქვს, დარჩეს პარტიაში, მაგრამ არა თავმჯდომარის პოსტზე.
"შეუძლებელია, რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პარტიული ინტერესები მე წამძლევს. იგივენაირად უნდა მოიქცნენ პარტიული თანამდებობის პირები, ვინც თბილისის მთავრობაში იქნებიან...
წინა სტატია
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, მეათე მოწვევის პარლამენტი კი, 150 დეპუტატის ნაცვლად, პარლამენტის 149 წევრით იქნება წარმოდგენილი.
ნიკა მელია პარლამენტში პროპორციული სიით შევიდა. მის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას პარლამენტი ვერ ცნობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის საფუძველზე პარტიის საარჩევნო სია მთლიანად გაუქმებულია.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რამდენიმე ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების...
პირველადი მონაცებემით, ქუთაისის 35 წევრიან საკრებულოში "ქართული ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი - 17.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის 18 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 5-მა მაჟორიტატი დეპუტატის მანდატი მოიპოვა.
"ოცნების" მაჟორიტარები არიან:
ირაკლი შენგელია - გამარჯვების ოლქი
ამირან კოპალეიშვილი - უქიმერიონი
მაგდა კოსტავა - საფიჩხია-კახიანოური
თემურ ნადირაძე -ქალაქ- მუზეუმი
მამუკა რიჟამაძე - სულხან-საბა ვაკისუბანი
რაც შეეხება "ქართული ოცნების" სიით შემადგენლობას:
დიმიტრი...
წინა სტატია
პროკურატურამ მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრს, ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაშა ქველაძემ დაპირისპირებისას ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. ის სამართალდამცავებმა 3 ოქტომბერს დააკავეს.
„საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ლ.ქ. -ს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოში 11 მაჟორიტარული ოლქიდან 10–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. 5 ოქტომბრის მონაცემებით 31 უბნიდან დათვლილია – 30.
ბორჯომის საკრებულოში მოსახვედრად, ხმათა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ შემდეგმა კანდიდატებმა მიიღეს:
მერაბ იობაშვილი – 59,29%;
ნიკოლოზ კიკნაძე – 59,71%;
დავით თედიაშვილი – 56,04%;
კახაბერ თედიაშვილი – 51,83%;
ელიზავეტა კუჭუხიძე – 71,97%;
ივანე გელაშვილი – 53,12%;
ანდრუშ ირიციან – 84,13%;
მამუკა ლურსმანაშვილი – 70,22%;
ვიოლეტა ბალახაშვილი –...
დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია, - წერს "დროას" ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.
"თბილისში დროამ აიღო 10 243 ხმა. გადასალახად საჭიროა 12 312 ხმა. დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 გვეწერა და 18 აგვიღია. ანუ ამ მონაცემებით თითო უბანზე 2.6 ხმა გვაკლია.
წარმოიდგინეთ რა ადვილია თითო უბანზე ორი ბიულეტენის მოტეხვა. დროამ რომ გადალახოს,...
პარტია "საქართველოსთვის", რომელმაც ქუთაისის საკრებულოში ორი წევრის შეყვანა მოახერხა, მეორე ტურის დანიშვნის წინაპირობაზე საუბრობს. პარტიაში უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ საოლქო საარჩევნო კომისია მათ საჩივრებს დააკმაყოფილებს, ქუთაისში მეორე ტური დაინიშნება.
"ვითხოვთ უბნების ხელახლა გადათვლას, არსებული საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქუთაისში მივიღებთ მეორე ტურს. თუ საჩივრების განხილვა არ მოხდება სამართლიან გარემოში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას ჩვენი მოქალაქეების ხმების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































