პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
კახა კუჭავა ბიუროს სხდომაზე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმელებს მიუსამძიმრა.
„გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება და შესწავლა. გარკვეული წერილები მეც მივიღე და შესაბამისად გადავამისამართე, რათა ყველა ავარიულ შენობაზე რეაგირება ყურადღებით მოხდეს.
ჩვენის მხრიდან, თუკი პარლამენტის...
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისინი შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში განახორციელებენ.
თურნავას თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედია ყველასთვის არის გაკვეთილი.
„მინდა შევუერთდე მთავრობის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა დაღუპულების გამო, ოჯახებთან ერთად ვიზიარებ მათ მწუხარებას. ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა.
„ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და...
სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში განაცხადები ელექტრონული ფორმით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების...
საბურთალოს გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 9 თვის განმავლობაში 126 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 3 320 391 ლარით დაფინანსდა.
„ ამორტიზებული 61 ლიფტი რეაბილიტირდა, წყალარინების ქსელი 16 მისამართზე განახლდა, 18 მისამართზე ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შეკეთდა, 4 კორპუსს ჩაუტარდა სართულებშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 16 მისამართზე შესრულდა. ასევე, მოწესრიგდა...
DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრი ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და DVV International-ის დირექტორის მოადგილემ უვე გარტენშლეგერმა გახსნეს.
„ცენტრის გახსნას DVV International-ის რეგიონული კოორდინატორი ბეტინა ბრანდტი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მეორე ვადით არჩეული...
ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. ამასთან, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ უფასო ფსიქოკონსულტაციით ისარგებლონ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445 შეუძლიათ მიმართონ.
„8 ოქტომბერს, 26 მაისის ქ. #13-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი...
"ევროპული საქართველომ" საბურთალოს 33-ე უბნის გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც პარტიის წევრმა ბესიკ დონაძემ აღნიშნა, სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა.
"ეს არის უბანი, სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები, გამოდის, რომ საერთოდ არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა. სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა...
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციას პრეზენტაცია ექნება, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულ გეგმებზე. ნიკა მელია ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, დედაქალაქ მრავალპარტიული მთავრობა ეყოლება.
"მიმდინარეობს აქტიური კონსულტაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია მთელი რიგი მიმართულებით, კონკრეტული საკითხები, როგორ გადაიჭრება მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერია მრავალპარტიული მმართველობა.
აღმასრულებელი ხელისუფლება დედაქალაქში, რომელშიც 25...
იგეგმება, მათ შორის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დღეს, პრემიერთან ერთად გვქონდა გარკვეული კონსულტაცია და იგეგმება მათ შორის, შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, რათა მომავალში რისკები მაქსიმალურად იყოს მინიმიზირებული და თავიდან ავიცილოთ ადამიანების დაღუპვა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა გაცემული ნებართვა...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.
„ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება.
პროექტი, დამატებით,...
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით 5-6-ჯერ გაიზარდა.
მათივე ცნობით, ასევე, გაიზარდა მიმართვიანობა სოციალური ქსელების საშუალებით.
ინსპექციაში აღნიშნულს ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ. როგორც ინსპექციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, 8 ოქტომბრის შემდეგ მათ ცხელ ხაზზე დღეში რამდენიმე ათეული ზარი შედის საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
კერძოდ, მოსახლეობა...
ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან, მისი თქმით, ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველია ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ხმალაძის განმარტებითვე, მერიის მხრიდან ახალი პროგრამა შემუშავდა, რომელიც ავარიული შენობების სრულ დემონტაჟსა და მათი ახლით ჩანაცვლებას...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შვიდი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა.
„რეგიონში დადებითობის მაჩვენებლების ზრდიდან გამომდინარე, 39 საბავშვო ბაღი და ხუთი ჯგუფი დაიკეტა. ასევე ეპიდსიტუაციის გართულების გამო რეგიონში ჯამში დაიკეტა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა შვიდი საჯარო სკოლა. გარდა ამისა, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან 75 კლასი გადავიდა...
დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება - ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ „მეხუთე ტალღაზე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.
მისი თქმით, საზოგადოება ერთი მხრივ, წუხს ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა, მეორე მხრივ, არაფერს...
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არ ესმის იმ პედაგოგების და მშობლების, რომლებიც ვაქცინაციაზე უარის თქმით მოსწავლეებს და ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
"მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე. მე არ ვიცი, რაღაცნაირად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































