ეს კანდიდატი „ოცნების“, მისი ბინძური კამპანიის განუყოფელი ნაწილია და თბილისი „ჩაჭრას“ ასე ადვილად არ ივიწყებს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი თბილისის მოქმედი მერის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, კახა კალაძე არათუ მონაწილე, არამედ რიგ შემთხვევებში ინიციატორი იყო ოპონენტის წინააღმდეგ ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანიისთვის სრულიად შეუფერებელი მეთოდების...
არჩილ ჩიქოვანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალაიები, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, მელია მკვლელების ბანდაა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე, მეგის ქარდავა კი სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ნაცმოძრაობის სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. „მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი...
ბათუმში 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის პირველი სადარბაზო ავარიულია, თუმცა გამაგრებას ექვემდებარება. მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სახლის ექსპერტიზის პასუხი ბათუმის მერიაში დღეს მიიღეს. სამხარაულის სახლების ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი კორპუსის ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით“. რას შეეხება ამ კორპუსის ნაწილს, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე...
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარე საგზაო მონაკვეთზე, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა დაათვალიერა. „გრძელდება რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას. დღეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ხელედის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ფაყის მიმართულებით, გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებია დაწყებული. პროექტი რეგიონალური...
ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბაგა-ბაღების მმართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, თბილისში 186 საბავშვო ბაღიდან 94 ბაღია დაკეტილი. მათივე ინფორმაციით, 94 დაკეტილი ბაღიდან 15 ხვალ გაიხსნება. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.
თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია - "ლელოს" ექნება საკვანძო პოზიციები, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ჩრდილოვან კაბინეტს ხვალ წარადგენენ. "ჩრდილოვანი კაბინეტი იქმნება მაშინ, როცა მოგებული არ გაქვს არჩევნები, როცა იგებ არჩევნებს, ეს რეალური კაბინეტია. ამიტომაც ჰქვია მას ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც გახდება რეალური კაბინეტი, როცა გაიმარჯვებენ ოპოზიციური კანდიდატები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა. ინიციატივასთან დაკავშირებით, არც საკომიტეტო და არც პლენარულ სხდომაზე, შენიშვნები არ გამოთქმულა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
შპს "ემ თი ეის"(ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის) მიერ, კურორტ ბაკურიანში ახალი დიდველის ტერიტორიის გათოვლიანების სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვაში 1 622 000 ევროს დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. შპს “ემ თი ეიმ” შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე თანხმობა მიიღო. საქმე ეხება ახალი დიდველის ტერიტორიაზე გათოვლიანების სისტემის...
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. DRI აღნიშნავს, რომ სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად, მღვდელმთავრები 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ. "საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან...
წყალტუბოს #58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გიორგი ნიჟარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. საოლქოს თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვებას ზეწოლას უკავშირებენ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, ნიჟარაძეს მეორე ტურის გაყალბება მოსთხოვეს, რის გამოც მან უფლებამოსილება შეიჩერა. ზეწოლას უარყოფს თავად გიორგი ნიჟარაძე და აცხადებს, რომ პოსტის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. საოლქო კომისიაში კი განმარტავენ, რომ ნიჟარაძე საოლქოში რჩება და ის თავმჯდომარის...
შპს “ემ თი ეი” (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) გამარტივებული შესყიდვის გზით 2 449 265 ლარად ბაკურიანში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული საბაგიროს სადგურის აღდგენას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც შესყიდვის დასაბუთებაშია ნათქვამი, საბაგიროს ექსპლუატაცია არსებული მდგომარეობით შეუძლებელია. როგორც შპს “ემ თი ეი”-ის დასაბუთებაში წერია, კომპანია დოპელმაიერს სამუშაოების ჩასატარებლად 9-10 კვირა სჭირდება, ხოლო იმის გამო რომ ზამთრის...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ქართული დემოკრატიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" "დასრულება" მნიშვნელოვანი საკითხია. მისი თქმით, 30 ოქტომბერი "უნიკალური შანსია" ენმ-ის საბოლოოდ "დასამთავრებლად". "ახლა მათი ბელადი არის ციხეში, ერთი, სამი წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკლაური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ოცივე მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და...
კობახიძემ და ღარიბაშვილმა მიპასუხონ – თუ დაგვასრულეს, როგორ მოვუგეთ პირველი ტურები რამდენიმე ქალაქში?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. “ბატონმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა გამცენ პასუხი – თუ დაგვასრულეს, როგორ მოვუგეთ ჩვენ პირველი ტურები – ზუგდიდში, ქუთაისში, სენაკში, ბათუმში და ა. შ. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს და ვინმე თუ დაუსვამს ამ კითხვას, კარგი...
2022 წელს მთავრობა იმ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ზრდის, რომელთა შესრულება მიმდინარე წლის განმავლობაში 40%–ზე დაბალია – ამის შესახებ ინფორმაცია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია მოცემული. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მისაღები ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი - 61.3% (1.9 მლრდ ლარი) მიმართული იქნება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, რაც 37%-ით (514 მლნ...
"ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა - 12%-იანი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა უკვე თავდაჯერებულად ელოდება, რომ წლის ბოლოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. „უნდა გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის გაერთიანებაზე. ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარება კონტროლირებადია და ხელისუფლება სიტუაციას მართავს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ ვაქცინაციასთან დაკავშრებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თხოვნით... ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს. 1 ოქტომბერს ჩამოვიტანეთ 1 მლნ "სინოფარმის" ვაქცინა, გვაქვს „ფაიზერის“ ვაქცინა... ყველანაირი ვაქცინა გვაქვს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ