პრემიერი: ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

340

“ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 12%-იანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა უკვე თავდაჯერებულად ელოდება, რომ წლის ბოლოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

„უნდა გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის გაერთიანებაზე. ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 12%-იანი. დიდი ალბათობით კი არა, უკვე თავდაჯერებულები ვართ, რომ წლის ბოლოს 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ.

რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ ახალი წლიდან. კიდევ უფრო მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად ბიზნესთან გვექნება მეტად მჭიდრო ურთიერთობა, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ“, – განაცხადა პრემიერმა.