30 ოქტომბერს დასრულდა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენ არაერთი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული...
ცესკო: მერის არჩევნების ნაწილში გადათვლილია 194 უბნის შედეგი და 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით. ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების...
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაისახოს და ეფექტიანად განხორციელდეს ცხინვალის ეპიდსიტუაციის მართვის გეგმა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, გაიხსნას უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო გამშვები პუნქტები და გადასასვლელებთან მოეწყოს ვაქცინაციისა და ტესტირების სამედიცინო პუნქტი; შესაძლებლობის ფარგლებში, ცხინვალს უნდა მიეწოდოს ვაქცინა, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. სურვილის შემთხვევაში, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს უნდა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნაფეტვარიძემ, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KFW) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვანში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა...
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო და მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.
როგორც გამიცემა "BMG-ის" მერიაში განუცხადეს, 2021–2022 წლებში ამ პროგრამაში დამატებით 5 000 მოქალაქის ჩართვას გეგმავენ.
მათივე ცნობით, პროგრამის ამოქმედებიდან ანუ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მისი ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი იყო.
„ისწავლე და...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის...
პარლამენტში „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გუსინ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.
საკითხი დღგ-სგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას ეხება იმ მშენებარე ობიექტებისთვის, რომლებიც 2008 წელს, 8 აგვისტოს ომის შემდგომ აგრძელებდნენ საქმიანობას. თუმცა მათგან გარკვეულმა ობიექტებმა კონსტრუქციული კოროზია განიცადა და სავალდებულოა მათი დაშლა და თავიდან აშენება. დღგ-სგან სწორედ ახლად...
მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება. მოქმედი ტარიფი კერძო სექტორში, 1მ3 გაზის მოხმარებისთვის 95 თეთრია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
"2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ 3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს...
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს, რის საშუალებითაც, თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით ოპიზიციას შეუძლია მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას იმ რაიონებში, სადაც მას საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა. მის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს მოსახლეობის პრობლემებით სარგებლობას იმისთვის, რომ არჩევნებზე მისთვის სასურველი შედეგები დადოს.
„ყველაზე...
პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერმიღების საფრთხე იმ შემთხვევაში ემუქრება, თუკი საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ახლა პარლამენტი 149 წევრით არის წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და საკუთრივ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრის შემადგენლობით დარჩა. თუკი პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ ექვსი დეპუტატი...
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად.
ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საელჩო Twitter-ზე ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც...
წინა სტატია
ახლა რომ მანდატებს ტოვებენ კარგია, მაგრამ მაშინ რომ შელეოდნენ იმ მანდატს და ბოლომდე დაგვეჭირა ბოიკოტი, დღეს ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. მართლა სხვა ვითარება იქნებოდა, ამდენს არ გაბედავდნენ, მაგრამ შესხდნენ მაშინ იქ გარკვეული პარტიები და ვერ დავიჭირეთ ბოიკოტი, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის” ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტი...
მდინარაძე: მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს
მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძის ხმების მთელი დასტა მოპარული და მელიას მხარეს გადადებული , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ მამუკა მდინარაძემ მეორე ტურზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს. დასტაში, სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10...
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში თელავში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე გვაქვს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შენობების კონკრეტული ბლოკები უკვე დასრულებულია და სამუშაოები კვლავ გრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ თელავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, თელავში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრმა ივანე ნორაკიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებს ახალი რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
როგორც ივანე ნორაკიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველმა ტურმა საარჩევნო ადმინისტრაციას აჩვენა, თუ რამდენად შეუწყო ხელი პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას როგორც ხმების გადათვლის პროცედურებმა, ისე ხმის დათვლის და გადათვლის ვიდეო გადაღებამ.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების...
ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი - გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა გამჭირვალედ და მასზე მონიტორინგის განხორციელება შეეძლო ყველა უფლებამოსილ პირს - როგორც მედიას, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც.
როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, გადათვლის დეტალური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































