დიღმის მეორე მიკრორაიონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საკუთარი ხელებით რგავს ხეებს ერთი მოთხოვნით - აშენდეს სკვერი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მიწა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს და სკვერის მაგივრად აქ მორიგი ფეხბურთის მოედანი აშენდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ "გარშემო ყველგან მშენებლობაა, ერთი ეს ადგილია, სადაც შეიძლება გაისეირნო, დაჯდე ჰაერზე და ესეც აღარ გვაქვს"
საპროტესტო აქცია ვაზისუბანში - მოსახლეობა რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, კომპანია AIM სითი-ს არ აქვს მშენებლობის ნებართვა და თავის საქმიანობით  საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. კერძოდ, ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობით შესაძლოა სხვა, ძველი კორპუსები დაზიანდეს.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით ბოლო დროინდელი ხალხმრავალი აქციების ერთადერთი შედეგი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა. "თითქმის ორი თვეა თითქმის ყოველ დღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც დაიდო ამ ხალხმრავალი აქციებით, ეს არის კოვიდ-შემთხვევევის კატასტროფული ზრდა და გარდაცვლილთა...
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები "უმუშევრობას, უმოქმედობას და სიღარიბეს" შეაჩვიეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. "მოგეხსენებათ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები არის შემაშფოთებელი, ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის...
მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის", - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პრემიერმინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პრემიერის შეთავაზებები დაცინვის საგანი გახდება. "შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 10 და 15-წლიანი გეგმები წარადგინა, საიდანაც არაფერი შესრულებულა კი არა, არც...
2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს. „ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება...
სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ყოველი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით და განვითარების ტემპი, არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც წოწერიმ აღნიშნა, „იწყება პერიოდი დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები“. ამასთან, მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები...
კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა. ის ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და განმარტა, რომ კორონავირუსის გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. "სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას,...
1 დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. „დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება. შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება დაახლოებით 2.3 მილიონი ლარია. უწყების ცნობით, ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის...
მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია. ამასთან, მათივე ინფორმაციით, „განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი...
ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მეორე ეტაპზე, სოფელში 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში...
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ოთხი წელი ბათუმისთვის მნიშვნელოვანი იქნება, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. მისივე თქმით, მერიაში მუშაობისას ყველასთან თანამშრომლობას გეგმავს. ამასთან, არჩილ ჩიქოვანმა მის ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი საკრებულოს წინა მოწვევის შემადგენლობამ დაამტკიცოს. „საარჩევნო ვნებათაღელვამ ჩაიარა, ახლა ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები...
"ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ სამ გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე მომავალში, შესაძლოა, დაცვა მიენიჭოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ „საქპატენტისა“ და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები. „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი...
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობაა, რომ ციხიდან არ გადაიყვანონ ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე. "მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნაა, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი ექნება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს პირადი ადვოკატები. მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ნიკა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ