ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ესაჭიროება დეტალური მსჯელობა, შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების იმ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება იგეგმება.
კობახიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ზემოაღნიშნული განცხადება არ უნახავს და დეტალურად ვერ ისაუბრებს.
„ამასთან დაკავშირებით...
"უნდა იყოს დიალოგი ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის და ამ დიალოგში ჩართული უნდა იყვნენ ადგილობრივი წარმომადგენლები რეგიონებიდან", - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ელჩის თქმით, ის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას დიალოგის შემდეგ მიიღებს.
დღეს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ ეს...
https://www.youtube.com/watch?v=z-7dQ1JPpw8&feature=youtu.be
„დიდი სოფელი იყო გონა. 300–მდე ადამიანი ცხოვრობდა იქ. ძვირფასეულობის მაღაზიაც კი გვქონდა. გონაში 25 წელია აღარავინ რჩება ზამთარში. ზაფხულშიც მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ იქ. სოფლამდე მისასვლელი გზა არ ვარგა. ხიდიც ისეა მოშლილი, ზამთარში კი არა, ზაფხულშიც ძლივს გავდივართ. არადა, ისეთი სოფელია, ტურისტები რომ მოდიან, წასვლა აღარ უნდათ. ყველას უკვირს, ასეთი ლამაზი სოფელი ასე უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული,“...
https://www.youtube.com/watch?v=tRtfTu7VC9s&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=-vkNihWaq_c
თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია »საუნჯე» განცხადებას ავრცელებს. «ბოლო დროს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული საქართველოს ორგანული კანონით «ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი» განსაზღვრული შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე) თვითმმარველი ერთეულის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ.
ასეთი სახის ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია,რომ ამ ქვეყნის...
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა და რეალური დეცენტრალიზაციის და ეფექტურად მუშაობის მიზნით, ცალკეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის ზუგდიდი, თემად და ქალაქად დაყო. იგივე პოლიტიკური გუნდი დღეს უკვე საუბრობს, რომ გაზრდილი ქალაქების რაოდენობა ისევ შემცირდეს.
2013 წელს მმართველმა გუნდმა რეფორმისთვის კანონპროექტის მომზადება დაიწყო, პარალელურად კი ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამჟამად ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და რეგიონული პოლიტიკის...
შესაძლოა ეს არის მოსაზრების დონეზე. სხვა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს, - განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ. საქმე ეხება მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ წინადადებას, რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით, და შესაბამისად გამოიკვეთება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება...
მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაძლოა, ახალციხეში ქალაქის მერი აღარ აირჩიონ. მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის, მათ შორის ახალციხეცაა;
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების ინიციატივა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, ჯერ პარლამენტში არ შესულა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციებს მართავენ.
მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.
ახალციხეში,...
მმართველი გუნდი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს.
მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ უკვე მიმდინარეობს. საქართველოს 7 ქალაქი სტატუსს ერთად მერის არჩევის უფლებასაც დაკარგავს.
საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კონსულტაციები გაიმართება.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, აქ უცნაური არაფერია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცვლილებს ხარჯების შემცირებასაც უკავშირებენ.
თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად,...
ანა მარგველაშვილის ბლოგი
"კახეთის ხმა"
საქართველოში პატარა ქალაქებს დღეს ბევრი პრობლემა აქვთ, რომლებიც მჯერა ნელ-ნელა მოგვარდება; მიუხედავად ამისა, თელავი ჩემთვის სრულიად გამორჩეულია. მგონი აქ ის ვიპოვე ის, რაც თბილისში ნელ-ნელა დავკარგე: ბუნებრიობა, სიმყუდროვე, სიმშვიდე, სივრცე და სილაღე.
„ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“
გ. დოჩნაშვილი
მე უკვე ვიცი. ამ დღეებშიც მივდივარ თელავში. საერთოდ ხშირად მიწევს იქ სიარული, რითიც ძალიან კმაყოფილი...
კვლევაში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების შესწავლას.
კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































