ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „დღეს წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მოამზადა. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოქტომბერში ეკონომიკის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის დაახლოებით 7%-მდე, რაც 10 თვეში დაახლოებით, 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდა არის მთელს რეგიონში კი არა, მთელს ევროპაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება“, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება. „მინდა გითხრათ, რომ ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ, ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება პარლამენტში მიმდინარე, დეკემბრის თვეში“,- აღნიშნავს პრემიერი.
ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის და არ ეწინააღმდეგება - ბათუმის საკრებულოს ამის უფლება ჰქონდა და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ძველი მოწვევის საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას და განვითარებულ მოვლენებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით, ქმედებებით და ყოველდღიურობით ყველაფერს აკეთებს, რათა შემოიტანოს დესტრუქცია...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით....
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 98 499 ლარი შეადგინა, დეპუტატმა სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად დაათვალიერა. გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, შ.პ.ს ამჯ-ჯგუფმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და მიმდინარეობს ობიექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები. "სოფელ აღვში ახლად რეაბილიტირებული...
1 დეკემბრიდან მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ამასთან, 1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები...
25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ცესკოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია,...
დღეს, „შავ პარასკევს“ ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. მისი შეფასებით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებით ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა. „ადამიანების 60%-ზე მეტს, რომელიც წავიდა არჩევნებზე და ხმა ცვლილებებს მისცა, ხელისუფლება ეუბნება, არჩევნებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს სხვანაირად უყურებსო. ბიძინა ივანიშვილს არჩევნები სულ არ...
უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც 254 047 400 ლარს შეადგენს. ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო მაჩვენებელი, ვინაიდან ის გასული წლის სასტარტო ბიუჯეტს აღემატება 103 მილიონი ლარით, ხოლო კორექტირებულ ბიუჯეტს აღემატება 49 მილიონი ლარით, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში ასახულია ყველა პრიორიტეტი, რომელიც მოქალაქეებთან...
რაიმე სახის არსებითი შენიშვნა ბიუჯეტის დამტკიცებამდე ოპოზიცურ სპექტრს არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ვერ დავუშვებდით, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სერვისების მიწოდების ნაწილში, მომავალი განვითარების ნაწილში, ინფრასტრუქტურულ თუ სოციალური გამოწვევების ნაწილში რაიმე შეფერხებების შექმნოდათ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტი დამტკიცებულიყო იმ სახით რა სახითაც დავამტკიცეთ. არსებითი სახის არანაირი შენიშვნა არ წარმოუდგენია ოპოზიციურ სპექტრს. ბუნებრივია, ჩვენ...
წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვილში ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოციზიცია მოითხოვდა, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის საკრებულოს განეხილა და დოკუმენტი საერთო კონსენსუსის გზით მიეღოთ. ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები შევიდნენ და პროტესტის ნიშნად, სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადეს. ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ...
გორის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოსგან 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტის განხილვის პროცესში უმრავლესობასთან ერთად ჩართული იყო ოპოზიციაც და საკუთარი წინადადებები მათაც წარმოადგინეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებთან ერთად ბიუჯეტის პროექტში მოქმედ საკრებულოს შენიშვნები ა(ა)იპ-ების ხარჯებსაც ეხება. დეპუტატები ფიქრობენ, რომ იმ თანხით, რაც გაწერილია სპორტის სააგენტოს...
წინა სტატია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მილიონ 571 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონით მეტია. ბიუჯეტის დამტკიცებას 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღეს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ ახლადარჩეული საკრებულოსა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული ქმედება პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მცდელობით ახსნა. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა...
ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად, მერის წარმომადგენლებსაც შეუწყდათ უფლებამოსილება. 30 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების, ასევე მათი თანაშემწეების პოზიციები ვაკანტური გახდა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და 13  ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულია მერის წარმომადგენლები და მათთან უკვე გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 13 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლები: დაბა ურეკის ადმინისტრაციული ერთეული – დავით რობაქიძე;...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ