ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაცია-მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სრულიად ახალი სკვერი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზე სელედუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეაბილიტაცია უტარდება ასევე დაბა ახალდაბაში შინმოუსვლელთა სკვერს. ”უახლოეს მომავალში დაიწყება ბორჯომში თორის ქ. №6-თან და №116, 118, 120-თან მდებარე ტერიტორიის მოწყობაც. სოფელ ცემში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სკვერს. აღნიშნული პროექტებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 200 000-მდე ლარი გაიხარჯება“, - აღნიშნავს გამგებელი. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურებზე ახალი გარე მანიშნებლების მონტაჟი დაიწყო. უკვე შეიცვალა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ გარე მანიშნებლები დიოდური განათებით აღჭურვილი, თანამედროვე დიზაინის აბრებით. სადგურის დასახელება წარმოდგენილია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს ეტაპობრივად გააახლოს ყველა სადგურის მანიშნებელი გარე აბრა. გარდა გარე აბრებისა, მეტროსადგურებში - „ახმეტელი“ და „ვარკეთილი“ ძველი საინფორმაციო დაფები ჩანაცვლდება ახალი სანავიგაციო სისტემით, რაც მგზავრს უკეთესად ორიენტირებაში დაეხმარება,...
თელავში ეროკავშირის დღეების ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმი, პოტენციურ დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირებს აერთიანებს. კახეთში არსებულმა კომპანიებმა შშმ პირებს მათ საწარმოში დასაქმება შესთავაზეს და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს. "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხემისაწვდმობის ადვოკატირება და ლობირება"-ს ფარგლებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გამო თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს, სხვა მუნიციპალიტეტების...
თბილისის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს - "თბილისი" ატარებს. როგორც საკრებულო იუწყება, კონკურსი ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, მონაწილეობის მსურველებს კი განაცხადების გაგზავნა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე, წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების ნომინაციებზე შეეძლებათ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია "წლის საუკეთესო ესსე”,...
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების სისტემის შეცვლას და „ლედ“ სანათების დამონტაჟებას განაგრძობს. ამ ეტაპზე განათების სისტემა პეკინის ქუჩაზე შეიცვალა, სადაც საპილოტე პროექტის ფარგლებში, 60 ერთეული „ლედ“ სანათი განთავსდა. აღნიშნული სანათები „თბილსერვის ჯგუფს“ ჩინურმა კომპანია “FEILO INVESTMENT”-მა თბილისის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადასცა. კომპანია „FEILO INVESTMENT“-ის მიერ მოწოდებული დიოდური სანათები ელექტროენერგიის 70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
"მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე”- პროექტის ფარგლებში, დედოლფისწყაროში, ქარსაფარი ზოლი გაშენდა. აქცია გაუდაბნოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. პირველ ეტაპზე, დეგრადირებულ 25 კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა მიიღეს. პროექტი კავკასიის...
2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების  გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. ამასთან, ნათლად გამოვლინდა იმის აუცილებლობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პასუხობდეს თანამედროვე...
საქართველოს პარლამენტი სულ მალე დაიწყებს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების განხილვას, რომლის თანახმადაც, სათემო მუნიციპალიტეტებში შემავალ ქალაქებს საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაეზრდება. ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა და თელავი გააუქმა. ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობოები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდნენ და ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ის მოჰყავდათ, რომ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანების...
სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვანში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო შეიქმნება. პროექტის მხარდასაჭერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნიუ ჰაუსს“ ქალაქ ვანში მდებარე 8550 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა. ახალ საწარმოში 38 სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჯამში 440 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტორების  განცხადებით, ისინი აქცენტს ახალ ტექნოლოგიებზე გააკეთებენ, შედეგად  საწარმო უზრუნველყოფს კომპოზიტური...
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მოსახლეობა მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებს. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ენგურის კალაპოტიდან ქვა-ღორღის ამოღება საშიშროებას უქმნის ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთებს და სოფელს დატბორვა ემუქრება. მათივე განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არის „წითელი ზონა“ და ქვის გატანა შეუძლებელია. იქ მოსულ აქციის მონაწილეებს, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ „თი ენდ თი გრუპმა“ ლიცენზია წარუდგინა, რომელიც გარემოს დაცვის სამინიტროს მიერ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, მეგობრობის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 957 ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე, გზაზე ბეტონის საფარი 650 მეტრზე ეწყობა. წყარო: სამხრეთის კარიბჭე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის...
რუსთავიდან თბილისი-ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით ივლიან. კომპანია ,,ინტერტრანსის“ ინფორმაციით, ე.წ ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ლილოს მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე კორექტირება მოხდა და ამიერიდან მიკროავტობუსები ,,ისთ ფოინთამდე“ ჩავლენ. ,,პირველი მიკროავტობუსი რუსთავიდან 07:45 საათზე გავა, ბოლო კი ,,ისთ ფოინთიდან“ 23:00 საათზე გამოვა რუსთავის მიმართულებით. გასვლებს შორის ინტერვალი 20 წუთი იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, რეალურად მარშრუტი გაგრძელდა, თუმცა მგზავრობის ღირებულება არ...
სოციალურ მეწარმეობაზე და მისი განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში, სადაც „სოციალური მეწარმეობის და მისი სამართებლივი რეგულირების საჭიროების“ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პარლამენტის წევრებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, საქართველოს პარლამენტის წევრის, მერაბ ქვარაიას და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და განათლების განვითარების...
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, თუმცა განმარტეს, რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება. „ქუჩაზე მოძრაობის სქემები მუდმივი დაკვირვების საგანია. არსებობს იდეა, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს. ქუჩაზე ახლა მიმდინარე სამუშაოები კარგი შანსია ყოველდღიურობაში შევისწავლოთ ეს საკითხი“, - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. მათივე ცნობით, დაახლოებით, 1 თვეში გახდება...
https://www.youtube.com/watch?v=rFIaCNFHfy4&feature=youtu.be საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების 85% 2017 წლის I კვარტალში თბილისზე მოდის, დარჩენილი 15% ნაწილდება რეგიონებზე, საიდანაც დიდი წილი აჭარაზე მოდის. რას აკეთებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში ვითარების შესაცვლელად?-ნახეთ ნათია კუპრაშვილის და გიორგი მგელაძის საავტორო გადაცემაში “განსხვავებული აზრი” ინტერვიუ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსთან ნათია სულავასთან. ასევე გთავაზობთ, ეკონომიკის ექსპერტის გიორგი პაპავას განსხვავებულ აზრს. წყარო: GARB

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ