თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ქიზიყის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. 2,1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „Georgian Water & Power“-მა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად იგება გზა და ეწყობა ტროტუარები ბაზალტის ახალი ბორდიურებით. „ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება, სადაც წლების განმავლობაში გაუვალი მდგომარეობა...
https://www.youtube.com/watch?v=j0_V2zM1NTc&feature=youtu.be 7 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. ირმა პავლიაშვილი მნიშვნელოვნად თვლის, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ გააანალიზოს ადრინდელი არჩევნების გამოცდილება, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა იმისთვის, რომ მოხდეს ზოგიერთი პრობლემის პრევენცია. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმის შეფასებაც, თუ რა რეაქცია მოყვა სახელმწიფოსგან არჩევნების პერიოდში აღნუსხულ დარღვევებს...
11 ივლისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება. მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. უფრო კონკრეტულად, მედიაცენტრებში დაგეგმილია: • მედიაბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება. •...
რა ქონებას ფლობს "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი - ლელა ქებურია დეკლარაცია 18.01.2017
რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი  კახა კალაძე ქონებრივი დეკლარაცია 02.02.2017
რა ქონებას ფლობს "ევროპული საქართველოს"  თბილსის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - ქონებრივი დეკლარაცია 03.01.2017  
მთავრობა თვითმმართველი ქალაქებისა და თემების ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების ერთ-ერთ მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წელს გაყოფილ მუნიციპალიტეტებში სამსახურების, მათ შორის, იქ მოქმედი ა(ა)იპ-ების დუბლირება მოხდა, რამაც ხარჯები გაზარდა. ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია არა მხოლოდ ამ ქალაქებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემურად უნდა მოხდეს, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და...
https://www.youtube.com/watch?v=S5RLZXL4RMU&feature=youtu.be ზალიკო უდუმაშვილმა და ნიკა მელიამ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლილე ლიპარტელიანი წარადგინეს
2017 წლის 5–9 ივლისს, პოლონეთის რესპუბლიკაში, კობილნიცის გმინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით  ქვემო ქართლის გუბერნიისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები, კობილნიცისა და ახლომდებარე გმინების გამოცდილების გაზიარების მიზნით. ასევე, შემეცნებითი აქტივობები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა – კობილნიცა, უსტკა, სლუპსკი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და კობილნიცას თვითმმართველობებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორული კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის...
საქართველოს პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად, თბილისში, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე დაასახელა. ლელა ქებურიას თქმით,  ზუგდიდში მის წარდგენას „ევროპული საქართველო" ივლისის ბოლოს გეგმავს. „მნიშვნელოვანია, რომ მე ჩემი ზუგდიდელი ამომრჩევლის წინაშე წარვსდგე როგორც კანდიდატი, ამის შემდეგ დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა  მერობის კანდიდატმა. ლელა ქებურია დეპუტატი 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საკანონმდებლო ორგანოში...
ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თამაზ უბილავას ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის სიძლიერის გამო, ბრიგადების დამატება მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც გახდა საჭირო. ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული და 70-მდე...
დაბა ბაკურიანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.   ტატრაპომას (საბაგიროს) მიმასავლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომში ვაჟა-ფშაველას ქუჩის I და II მონაკვეთზე. ქუჩაზე დაგეგმილია ბეტონის არხის მოწყობაც“,- აღნიშნა გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა. დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში ორივე ქუჩაზე ჯამში 700მ სიგრძის მონაკვეთი კეთილმოეწყობა. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 193 767 ლარით დაფინანსდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ...
"ევროპული საქართველო" მზად არის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დეპუტატების საკმარისი რაოდენობის შეგროვების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ განაცხადა. "დარღვეულია კონსტიტუციური პრინციპი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათთან კონსულოტაციით უნდა ხდებოდეს თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება. რა თქმა უნდა, თუკი შეგროვდება დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, ჩვენ მზად ვართ, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატებს მოუწოდეს თვითმმართველობის...
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ყველა დაინტერესებულ პირს შეახსენებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობებს. პარტიებმა, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა გაიარონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ: პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას (არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში) ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ