დიდუბის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შენდება.  მშენებლობის მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. პროექტისთვის 1 019 მ 2 ტერიტორიაა გამოყოფილი. "კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი - ერთ კონცეფციაში, ძალიან მარტივი და...
ზურაბ პატარაძე  ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო. კურორტის ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია და მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად ჩაუშვა. ”სასტუმროს სამშენებლო კომპანია "აისი" აშენებს. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება...
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს ჩატარდება და მასზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტმა ერთი ვეტო თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს დაადო, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება, ხოლო მეორე ვეტო - საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი დგინდება. https://www.youtube.com/watch?v=59lFmXJwprE&feature=youtu.be
მე მომწონს კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი - ”სიცოცხლით სავსე ქალაქი”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის სლოგანთან დაკავშირებით. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნარმანია, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქია, მერმა განაცხადა, რომ ეს სლოგანი მას ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, ქალაქში ბევრი რამ კეთდება, თუმცა ახალი პროექტების რეალიზაცია დედაქალაქს...
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რათა მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ივლისს დანიშნოს. სხდომაზე დეპუტატებმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე მარგველაშვილის მიერ დადებულ ვეტოზე უნდა იმსჯელონ. https://www.youtube.com/watch?v=nKUGLTXeQ6U&feature=youtu.be
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რაც ზუგდიდის თემის ბიუჯეტის მოცულობაზეც აისახა. ის ორი მილიონ 179 300 ლარით გაიზარდა და შეადგენს 27 მილიონ 344 100 ლარს, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 25 164 800 ლარისა. კერძოდ, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ნანი მიქენაიას განმარტებით, ცალკეულ პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების გათვალისწინებით, გამოთავისუფლდა 99,6 ათასი ლარი. მისივე თქმით,...
ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს ,,საარჩევნო კოდექსი", რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და ,,საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში იხილება, დაკავშირებულია ერთადერთ თემასთან და ეს არის არჩევნები. ,,დაწყებული კონსტიტუციით, დამთავრებული ეს სამი კანონი, რომელსაც პრეზიდენენტმა ვეტო დაადო, არის...
ბორჯომში მტკვრის 26-კილომეტრიანი მონაკვეთი ნარჩენებისგან გაიწმინდება.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მტკვრის ნაპირების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს დასუფთავების ღონისძიებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მათ სოფელ კორტანეთში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის" სამსახურის უშუალო ჩართულობით სამი დღის წინ დაიწყო და ორი თვის...
"თვითმმართველობის კოდექსსა" და ”საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის მდგომარებას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად ,,ქართული ოცნების" მიღწევების, რომელიც მან 2013-2014 წლებში განახორციელა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება ორ საკითხს - თვითმმართველობის სფეროში შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და არჩევნების...
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაიზიარებს და ვეტოს დაძლევს, ისინი ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის აღსადგენად ბრძოლას გააგრძელებენ. https://www.youtube.com/watch?v=fhejmFuNwRc&feature=youtu.be
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იყვნენ. ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 80 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ. დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის...
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დასრულდა. ახალი გზა  თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს გაივლის და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს დააკავშირებს. პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი წლების განმავლობაში ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების...
ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, პარკის შიდა გზებზე დაიგო 15 000 -მდე ბეტონის ფილა, გაკეთდა ბილიკები და მოწესრიგდა  შიდა ინფრასტრუქტურა.  სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა. ქალაქში ეს არის ყველაზე დიდი პარკი, რომელიც რეკრეაციული ზონას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი  ნაწილი სარგებლობს.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის  შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652  ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ქედის გამგეობამ 430 000 ლარი გაითვალისწინა. პროგრამა ,,სოფლის მხარდაჭერის" ალტერნატიულია და შესაბამისად, პრიორიტეტებიც მოსახლეობამ განსაზღვრა. სოფელ წონიარისში სოფლის სახლის რემონტი - 4 403 ლარი; სოფელ ტიბეთაში თავშეყრის ადგილის მშენებლობა - 3 907 ლარი; წონიარისის ცენტრში ნაბრძოლი ტანკი-მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობა - ეს ის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა კრებებზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ