ქუთაისის საკრებულო ქალაქის საკუთრებაში არსებულ ქონებას ბიზნესმენს თენგიზ აბესაძეს გადასცემს. საკითხს კენჭი ხვალ საკრებულოს სხდომაზე ეყრება.
მერიის განკარგულებით, ბიზნესმენს ტერიტორის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაეცემა. ტერიტორია, რომელიც კინო "საქართველოს" მიმდებარედ მდებარეობს, პარკირებისთვის არის განკუთვნილი. ადგილზე კაფე "ფლამინგო" მდებარეობდა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც მერიაში განამრტავენდნენ, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება უფასო იქნება, ბიზნესმენმა ბიუჯეტში 10 წლის მოსაკრებელი წინასწარ შეიტანა. პარკირების არარსებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი,...
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კომპანია ქუთაისში მოწესრიგების მაგივრად ქსელს აზიანებს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ვაშა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქული კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.
"რამდენიმე თვის წინ გააკეთეს ჭა, რომელზეც უნდა მომხდარიყო მილის დაერთება, მორჩნენ სამუშაოებს, მოვიდა მეორე ჯგუფი, რომ მოეხდნია დარეგულირება და მილების...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები #10, #15 და #28 სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტის სახსრებითა და ასევე კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2017 წლის განმავლობაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 63 საჯარო სკოლაში განხორციელდება.
არსებული ინფრასტრუქტურის...
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, მშენებარე გზის საფუძველი წყლით ზიანდება, ამიტომ პროექტში ცვლილებების შეტანაა საჭირო და სარემონტო სამუშაობი დათქმულ ვადაში ვერ სრულდება.
ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე გზა სამი თვის წინ აყარეს და ამ დრომდე აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო 2 კმ–სა და 600 მეტრ სიგრძეზე გადაადგილება ფერხდება.
აქ გზის მშენებლობა 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ სრულდება. მშენებლები...
https://www.youtube.com/watch?v=v0gooNbrF5M
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. დღეს ახალი საარჩევნო პროექტი წარადგინა ორგანიზაცია „თანაზიარმა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებით „თანაზიარი“ ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის იმუშავებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ განაცხადა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. მათი ინფორმირებულობისთვის კი პირდაპირი კომუნიკაციის გარდა, გამოყენებული იქნება მედიასაშუალებები.
პროექტის - „სამართლიანი არჩევნები - დემოკრატიული საზოგადოება“, პრეზენტაციას ზუგდიდში მოქმედი...
ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გაეუქმებინა სტატუსი საქართველოს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის, რომელთა შორის, ახალციხეცაა, დამღუპველია.
კანდიდატი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შედეგად, თავის დროზე, ქალაქი და თემი გაიყო, ხელისუფლებაში ახალმოსული „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მიღწევა იყო. არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი ფაქტობრივად ჯერ ისევ არ ვიცით, ვის ვირჩევთ, ქალაქის მერს და თემის გამგებელს თუ ერთ მერს და ეს...
გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღი შენდება. ამისათვის მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ საძირკველი უკვე გაიჭრა.
ახალი საბავშვო ბაღის მაკეტი საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითმა" შეადგინა. ჯამში, მის ასაშენებლად 540 000 ლარია გამოყოფილი. თანხის 65% ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა და ამ ხნის განმავლობაში მოსაზმადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.
წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგებელმა დავით ონიაშვლმა მოადგილესთან, ალექსი ვეშაპურთან ერთად მოინახულა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ხიდის და ატენის სიონთან ე.წ. „ფუხაანთუბანში“ არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია.
„ატენში ორივე ავარიული ხიდი უკვე რეაბილიტირებულია, ჩატარდა ხიდების გამაგრებითი სამუშაოები, შეიცვალა მოაჯირები, რეაბილიტირდა სავალი ნაწილი....
ჩუღურეთის რაიონში შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს.
უზნაძის ქ.N4-ში, 800 კვ. მეტრი ეზოს ფართობის მოასფალტება დასრულდა. გზის დაგებამდე ეზოში წყალკანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა. ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის, ასფალტის საფარი 40 ეზოში დაიგო.
2017 სასწავლო წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ ფილიალი გაიხსნება.
სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დათვალიერა. საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“-ს წარმომადგენლების თქმით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.
პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8-თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მე-5 ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მინდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 40-მდე ოჯახს სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება. აღნიშნულ სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა აწუხებდა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით დასახლების მომარაგებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში.
სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა და მშენებელი...
2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 1200 ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები, ასევე, 3 500 ერთეული რბილი ინვენტარი ( საბანი, ლეიბი და ბალიში) შეიძინა.
ახალი ინვენტარის გადაცემას #18 და #40 ფილიალებში, დღეს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი დაესწრო.
რუსთავის ოცივე საბავშვო ბაღი რბილი ინვენტარით, სრულად მომავალი წლის იანვარში განახლდება.
საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის გუბერნატორების გადადგომა არჩევნებს უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა, პროცესები არის დინამიკური, როგორც მმართველობის სისტემაში, ისე პოლიტიკაში.
"საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები...
ბათუმში, 26 მაისის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა. ამ პერიოდისათვის ქუჩაზე ჩაიდო 1000 გრძ.მ სანიაღვრე მილი, მოეწყო 42 სანიაღვრე ჭა, ხოლო გზაჯვარედინებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 საკომუნიკაციო ჭა და საკომუნიკაციო მილები, ქუჩაზე განთავსდა ბაზალტის ბორდიურები და სავალ ნაწილზე დაიგო 6143 მ2 ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. პარალერულად მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ე.წ. ჭაობის დასახლებაში გზების...
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, მრავალბინიან კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს.
კერძოდ, ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებების საფუძველზე და ვაკის გამგეობის თანადაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეების, კარის, ბრტყელი და ქანობიანი სახურავების, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია ხორციელდება.
გარდა ამისა, მიმდინარეობს სენსორული განათების დამონტაჟება და წყალსაწრეტი მილების გამოცვლა. მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებზე...
“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება უდუმაშვილმა გუშინ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის დროს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში. უდუმაშვილის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს “ქართული ოცნების” პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს და უცნობია, თუ რას ემსახურება უწყება.
მისივე თქმით, აღნიშნული საბჭოს შენახვა ბიუჯეტს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































