https://www.youtube.com/watch?v=_Siqa9oaVOs
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის.
მერობის კანდიდატი აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც პარკში არსებულ პრობლემებსა და მის პოტენციურ შესაძლებლობებზე საუბრობს.
კალაძის განცხადებით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, რომელიც არის უნიკალური და მოიცავს უზარმაზარ ფართობს, დღეს აბსოლუტურად მოუვლელი და გამოუყენებელია.
მისივე თქმით, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას და აღნიშნულ ტერიტორიაზე...
განახლებულ აღმაშენებელზე მდებარე ღია კაფეების ნაწილი მუშაობას წყვეტს. მიზეზი მერიიდან შესაბამისი ნებართვის არარსებობაა.
დედაქალაქის მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნები მხოლოდ იმ კომერციულ ობიექტებს ეხება, რომელთა სივრცეები საფეხმავლო ბილიკზეა განთავსებული. თუმცა, ღია კაფეების მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიამ შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად საკმარისი დრო არ მისცა.
ქალაქის მთავრობა ბიზნესსუბიექტებს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს და საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვების აღებისკენ მოუწოდებს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, კერძოდ, დადიანის ქუჩაზე, მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.
"სპეციალურმა სერვისებმა" მდინარის ხეობა პოლიეთილინის ბოთლებისა და სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდა.
მდინარე ოღასკურას კაპალოტი ნარჩენების გამო ხშორად იჭედება, რის გამოც წვიმების დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და წყალი მიმდებარე მაღაზიებში შედის.
მდინარის გაწმენდის სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა მოსახლეობა მდინარეში ნარჩენების გადაყრას კვლავ აგრძელებს.
წყარო: ნიუპრესი
ქუთაისში ხაბეიშვილის ქუჩაზე შექმნილ მდგომარეობას მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივი მცხოვრების, მწერალი ცირა შალაშვილის განცხადებით, ქუჩა, რომელიც კახიანოურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო. მხოლოდ 4 წლის წინ დაიგო ქვაფენილი, ახლა კი 24-საათიანი წყლის პროგრამის ფარგლებში ქუჩა გადაითხარა. გაჭიანურებულმა სამუშაოებმა კი მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა.
ცირა შალაშვილის თქმით, მოსახლეობას ქალაქის მესამე ვიცე მერი გრიგოლ დალაქიშვილი შეხვდა და სამუშაოების დროულად დასრულებას დაპირდა.
"მოვიდა ვიცე მერი გროგოლ დალაქიშვილი...
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს ქუთაისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, 25 აგვისტოს წარადგენს - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თარიღი ჯერ კიდევ არ არის საბოლოდ დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა ერთდროულად მოხდება ქუთაისში. კითხვაზე, იქნებიან თუ არა დასახელებულ კანდიდატებს შორის მოქმედი თანამდებობის პირები, გუბერნატოტმა განაცხადა, რომ "ზოგი იქნება, ზოგი არა". რაც შეეხება ქუთაისის მერობის კანდიდატს,...
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად, პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში,...
ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა, მათ შორის განჯის ქუჩა, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობას გზის პრობლემა აწუხებდა.
განჯის ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი " ასრულებს. ქუჩაზე 6800 კვ.მ ქვაფენილი იგება, რომლის ღირებულება 396 000ლარია. პროექტის 65%-ს რეგიონული განვითარების ფონდი ხოლო 35%-ს ქუთაისის მერია აფინანსებს. აღნიშნულ ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
"რადგან წლის...
ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა დღეს, მერიის დასუფთავების განყოფილებამ და ააიპ ,,სპეციალურმა სერვისებმა" სამეცნიერო კავშირ „სპექტრთან“ ერთად წარმოადგინა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხუთ წლიანი გეგმის ფარგლებში , რომელიც 2018-2022 წლებზეა გათვლილი, ძირითადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებასა და პრევენციაზეა გათვლილი. გეგმის სტრუქტურა სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებს ემყარება და მასში ყველა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, 16 სოციალურად დაუცველი, ხშირად მოავადე ბავშვი დედასთან ერთად სურამში, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ბავშვები სურამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცილეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წარმოდგენილი და მოწონებული პროექტის...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა მაღალი იქნება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პირველმა პირმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც საუბრის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას ეხებოდა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ქირაობენ ხელისუფლებებს და მათი არჩევნებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. “ვიმედოვნებ, რომ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ასევე სოციალური მედიის...
შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად არ არის. ფართობი მთლიანად დაფარულია სამშენებლო ნაგვით და ქვაღორღით იმდენად, რომ მკვლევარებს სინჯების აღების პრობლემაც კი შეექმნათ.
"სავაჭრო ცენტრ "დიდუბის" ტერიტორიაზე აღებული გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად მცენარისთვის შესათვისებელი საკვები ელემენტების დამაკმაყოფილებელი მონაცემებისა, გრუნტის შედგენილობა (ნიადაგი 20%, ქვაღორღი 80%) არადამაკმაყოფილებელია მწვანე ნარგავობის გასაშენებლად", - ნათქვამია დასკვნაში.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ხე-მცენარეების...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ საღამოს, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება.
„ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ამ კვირის ბოლომდე მთავრდება მარცხენა მხარეს ყველა მიწისქვეშა...
ავტორი: დავით ლოსაბერიძე
ჩვენთან ხშირად მცდარი წარმოდგენა აქვთ იმ როლზე, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ასრულებენ საქართველოში. თუ ყველა განსხვავებულ ხედვას გადავავლებთ თვალს, შეიძლება, ისინი ორ ჯგუფად დავყოთ:
საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ნებას კარნახობენ საქართველოს და ჩვენგან ამ მოთხოვნათა უპირობო შესრულებას მოითხოვენ;
ეს ორგანიზაციები არავითარ როლს არ ასრულებენ ქვეყნის ცხოვრებაში.
რეალურად, არც ერთი ეს ხედვა არ არის მართალი, ვინაიდან:
საერთაშორისო ორგანიზაციები ახდენენ იმ პრინციპების...
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუსთავში ის ტერიტორია აზომეს, რომელზეც ახალი წყლის მილები უნდა გაიყვანონ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყება.
„ცენტრალური გამანაწილებლიდან, რომელიც ოშორის წყლით მარაგდება, ცალკე მილს გავიყვანთ იმ 12 ოჯახისთვის, რომელსაც წყლის მიწოდება შეუწყდა. წყალგაყვანილობა 1 056 მეტრზე მოეწყობა“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ეს დროებითი პრევენციაა. გაზაფხულიდან სოფელში...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ახალციხეში, ცენტრალურ პარკში 17:00 საათიდან შეიკრიბნენ. მერობის კანდიდატები მათ პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა წარუდგინეს.
„ეს არჩევნები ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას სცდება. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, როცა ხალხმა „ოცნებას“ უნდა უთხრას კი, ან არა. ჩვენ არ დავიძინებთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ბრძოლას სწორი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც დღეს მერობის და გამგელობის კანდიდატებად წარმოგიდგენთ. მაგრამ მანამდე...
ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, 1 178–მეტრიან მონაკვეთზე,რთული წარმოსადგენია, რომ ასფალტი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიგო. დაახლოებით, 7 ადგილზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდნილია, ასფალტი კი დამსკდარი.
ადგილობრივები ასფალტის დაზიანების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, გზა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის გამო დაზიანდა.ნაწილი კი ფიქრობს, რომ მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.
„მძიმე ტექნიკა დადის, ცხელა, ასფალტი რბილია და მაგიტომ დაიწია რამდენიმე ადგილას, მე ასე ვფიქრობ“, –...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































