300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში  ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. აშენდა ახალი სატუმბი სადგური ტუმბო აგრეგატებით. აღდგა ძველი არსებული კაშხალი, წყალმიმღები ჭა, რეზევუარი, კაშხლისა და სატუმბ სადგურის შორის არსებული კედელი. ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად მუნიციპალიტეტში 4 სოფლის - ოკამის, ქარცების, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობა ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო მომსახურები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 444 444 ლარს შეადგენს, მიმდინარე...
ცესკომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დადგენილებით დაამტკიცა, რომელშიც საარჩევნო პროცედურები დეტალურად არის აღწერილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის. „დღესვე ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიების დროებითი მე-6 წევრი....
წინასაარჩევნო პროცესებს საია ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე -ჯავახეთსა და სამეგრელოში 20-მდე მონიტორის მეშვეობით ახორციელებდა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ამავე დროს, ანგარიშში ასახულია ის ფაქტებიც, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1 ივნისამდე პერიოდში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს...
საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’, საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა. ფორუმში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი სეუნგ ბინ იმი, ქართული და კორეული მხარის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის ძირითადი თემა თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე მსჯელობა და მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტური მართვა იყო. წყლის...
ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს. გათვლა ჰქონდა, რომ ამოვეგდე რეგისტრაციიდან, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცესკოში რეგისტრაციისთვის ბლანკს თვენახევრის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მას არ აძლევდნენ. ’’რეგისტრაციას „გვიხარვეზებდნენ“. გუშინ თქვეს საბოლოო პასუხი, ალბათ, ახალ შარს მოერიდნენ. არადა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ვიყავი წარდგენილი. ყველაზე დიდი პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცესკოში ბლანკებს...
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. ცხინვალის მედიის ცნობით, პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ინჟინრები ორჭოსანიდან ამძარინამდე ხნულს გაავლებენ. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს იქნება ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი. ,,აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პირველი სექტრემბრიდან 30 სექტემბრამდე ჩატარდება. ანალოგიური სამუშაოები სოფელ არცევთან უკვე დამთავრდა" - აცხადებს ადგილობრივი უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური. წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეპბის ინფორმაციით, ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების კეთილმოწყობა დასრულდა. პროექტის შესაბამისად შეიცვალა: კარ-ფანჯრები, წყალსადენი ქსელი, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის სისტემა; გარემონტდა ინტერიერი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 22500 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა...
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს 10 ათასი ხელმოწერის სეგროვებასი დახმარებას სთავაზოსბს და აცხადებს, რომ მელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. "დღს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო...
ახალციხის მერიის ბიუჯეტში რიგით მეშვიდე ცვლილება შევიდა. დეპუტატებმა, ტენდერების დროს დაზოგილი თანხით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაუჭირეს მხარი. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ჯამში ტენდრებიდან 56 000 ლარი დაიზოგა, რომელიც გვარამაძის ქუჩის მოასფალტებას მოხმარდება და ვარძიის ქუჩის N10 ნომერში კიბეების გასაკეთებლად დაიხარჯება. „ტენდერების დროს დაზოგილი თანხიდან ადგილობრივი ბიუჯეტის წვლილი 56 000 ლარი იყო, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 54 000. ეს თანხა...
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 2017 წლის 17-24 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი ტარდება . ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი: 1. პატიოსანი...
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა. ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს. ,,დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად, წარმატებულ...
ხულოში სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში, დარჩენილი 14 ბინაში ფართები ბენეფიციარებს უკვე გადაეცათ. ამის შესახევბ აიპრეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა რამაზ შავაძემ განუცხადა. რამაზ შავაძის ინფორმაციით ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა. მისივე ინფორმაციით სოციალურ სახლში ამ ეტაპზე 58 ოჯახი უკვე შესულია საცხოვრებლად, ხოლო აღნიშნული 14 ოჯახი უახლოეს დღეებში დაიკავებს საცხოვრებელ ფართებს. შეგახსენებთ, რომ სოფელ...
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უარს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების თანადაფინანსებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს. საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობით ხელს უწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას. გასულ პერიოდში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა...
ქუთაისის მერია ფინანსთა სამინისტროდან 6 მილიონი ლარის სესხად აღებას გეგმავს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ გამოიტანა. მისი განცხადებით, თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებისთვისაა საჭირო, რისთვისაც ვადად სექტემბერია განსაზღვრული. "ეს არის ფულადი რესურსის მონაცვლეობა, ეს თანხები მაინც შემოვა წლის ბოლოსათვის, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სექტემბერში უნდა დასრულდეს, ავიღებთ უპროცენტო სესხს წლის ბოლომდე". მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტებისათვის, როგორიცაა...
ქუთაისი ისტორიულ ნაწილში მშენებარე "არგოსა" და რუსთაველის ხიდს შორის არსებული ადგილი 120 კვ მეტრი აუქციონზე გასაყიდად გამოდის. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. "არგოს მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 100 კვ. მეტრი აუქციონზე გამოვა. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები - თუ "არგო" იყიდის, "არგომ" იყიდოს, ბიუჯეტში ფული შემოიტანოს", - განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ნატო ქათამაძის პასუხად, რომლის აზრითაც,  ტერიტორიის აუქციონზე გამოტანა "არგოს"...
ქუთაისში "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ფიქრია ხაჭაპურიძემ და კომიტეტის წევრებმა დატოვეს. ფიქრია ხაჭაპურიძის განმარტებით, მათი შეხედულებები გარკვეულ ასპექტებში არ ემთხვევა "რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელ ხედვებსა და მიმართულებებს. "პარტიის საარჩევნო კამპანიის ძირითადი მიმართულება არის "კრიზისი ეკლესიაში", რაც ჩემთვის მიუღებელია",-განაცხადა ფიქრია ხაჭაპურიძემ. კითხვაზე გეგმავს თუ არა სხვა პარტიაში, მათ შორის, მმართველ პარტიაში გადასვლას, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არცერთ პარტიაში გაერთიანებას არ აპირებს. შეგახსენებთ, ფიქრია ხაჭაპურიძე ქუთაისის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ