”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების დელეგაცია საქართველოში საარჩევნო პროცესებს სექტემბრიდან დააკვირდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ.
დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედის ორი გრძელვადიანი ანალიტიკოსი, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას დააკვირდებიან.
NDI -ის ინფორმაციით, დელეგაცია საქმიანობას სექტემბრის დასაწყისში შეუდგება და საარჩევნო პროცესების...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პარკირების სააბონენტო საფასურისა და ჯარიმების შედეგად თბილისის ბიუჯეტში 2014 წლიდან დღემდე 21 000 000 ლარზე მეტი შევიდა.
„შენების მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ამის შესახებ პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. შერგელაშვილმა მერია დედაქალაქში საპარკინგე ადგილების შესაქმნელად უმოქმედობაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, ქალაქში ავტომობილების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო პრობლემატური ხდება პარკირების პრობლემა,...
თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2017“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია. გამონაკლისს ნომინაცია - ”წლის საუკეთესო ესსე” წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
მათივე განმარტებით, კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა დაჯანსაღი, კონკურენტული...
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული. კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ - ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები...
ბორჯომში, 5 საბავშვო ბაღში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ქალაქ ბორჯომის №1, დაბა წაღვერისა და სოფელ ტაძრისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ბორჯომის №3 და №4 საბავშვო ბაღებში კი ეზოების კეთილმოწყობა ხდება.
„შენობებში სრულად შეიცვლება ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღებება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდება ასევე...
ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია Akkord-ის წარმომადგენელმა ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
”პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.
„ეს გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით შემუშავებული შეთანხმება,...
დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის“ სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“.
თბილისის მერის დავით...
დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები წარადგინა. „შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე, ხოლო თელავში გელა გელაშვილი იბრძოლებენ.
როგორც მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო.
”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბების და ახლებური პოლიტიკის დანერგვის დასაწყისი, რასაც ამ ეტაპზე თბილისის მერობის კანდიდატ თენგიზ შერგელაშვილთან ერთად კიდევ...
ძამას ხეობაში ასფალტის დაგება გრძელდება. ამჟამად, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ადგილობრივებს 2 კმ სიგრძის ახალი გზა ექნებათ.
,,საბოლოო ჯამში გეგმა გვაქვს, რომ გზა ქოზიფამდე გავიყვანოთ, სულ 15 კმ მანძილზე. რთული რელიეფური პირობების გამო ახალი გზის გაყვანა ძვირი ჯდება და რესურსებს ეტაპობრივად ვანაწილებთ" - აღნიშნავენ ქარელის გამგეობაში.
გვერძინეთამდე ახალი გზა მალე დასრულდება. საერთო ჯამში, რაიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, 10 კმ...
https://www.youtube.com/watch?v=QDOmobL895Y
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი თვლის, რომ 2014 წელს გორის მუნიციპალიტეტის დაყოფა არასწორი იყო. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ როსებაშვილის თქმით, გაყოფის შემდეგ, ქალაქისა და თემის ბალანსზე რიცხულმა ორგანიზაციებმა თავი კვლავ გორში მოიყარა.
,,ავიღოთ, მაგალითად კეთილმოწყობის სამსახური. ქალაქის მერიამაც და მუნიციპალიტეტის თემმაც ცალ-ცალკე ორგანიზაციები, ააიპ ,,კეთილმოწყობის სამსახურები" ჩამოაყალიბეს. სრულიად დუბლირებული სამსახურებია ესენი. ხომ შეიძლებოდა...
დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადავინაცვლებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს ამ დროისთვის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ სად აპირებს სამსახურის გაგრძელებას თბილისის მერობის დასრულების შემდეგ, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალები კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
“ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე არჩევნები დასრულდება და ახალი მერი შეუდგება...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ცესკოს თავმჯდომარემ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური...
ქუთაისში ნიკეას მეორე შესახვევში, ჯანსაღი ხეები მოჭრეს. როგორც ცნობილი გახდა, მიწის ნაკვეთი წელიწად ნახევრის წინ გასხვისდა, კერძო მესაკუთრემ 6 ჯანსაღი ნაძვი მოჭრა. ფაქტი მოსახლეობამ გააპროტესტა.
ხეების მოჭრის ფაქტს ადგილობრივი თვითმმართველობა გამოეხმაურა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია არ აქვს, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და კერძო მესაკუთრის დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
"ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე 5...
მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო თვითმმართველობის პროექტის კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, კახაბერ ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება, თუმცა პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მისი კანდიდატად წარდგენა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა შეუძლია.
„საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადა გასულია, რადგანაც კანონმდებლობით საინიციატივო ჯგუფები არჩევნებამდე...
ღორექეთი-გომარდულის საავტომობილო გზის 4,4 კმ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 70 გრძ/მ გაბიონი, 1170 გრძ/მ რკინაბეტონის კიუვეტი და 27 გრძ/მ ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა 15 სექტემბერს დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































