დღეს  ოზურგეთში გურიის  მერობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ესწრებოდა. ყოფილი პრემიერის ძმა, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა მედიასთან ურთიერთობას და ჟურნალისტებთან საუბარს, დღეს  განსაკუთრებით აქტიურობდა და კანდიდატების გვერდითაც არა ერთხელ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის ძმას არც ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხისთვის აურიდებია თავი და კანდიდატების შეფასებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზეც ისაუბრა. გავრცელებულ ხმებზე, რომ გურიაში მერობის კანდიდატების შერჩევაში ადიკო ივანიშვილის წვლილი განსაკუთრებული იყო,...
https://www.youtube.com/watch?v=QUkhiUs5fLM&feature=youtu.be
დღეს  ოზურგეთში გურიის  მერობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მედიასთან გამოჩენას ყოველთვის ერიდებოდა, დღეს ჟურნალისტებთან შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ისაუბრა.  გავრცელებულ ხმებზე, რომ გურიაში მერობის კანდიდატების შერჩევაში ადიკო ივანიშვილის წვლილი განსაკუთრებული იყო, ის  გადამეტებულს უწოდებს და გვეუბნება, რომ  არც ლანჩხუთის და არც ჩოხატაურის მერობის კანდიდატები მასთან ამ კუთხით არანაირ კავშირში არ არიან, რაც შეეხება ოზურგეთის...
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო „ მერობის კანდიდატების სიას ასაჯაროებს. უკვე ცნობილია სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობა. ბორჯომში მერობის კანდიდატია - ლევან ლიპარტია, ახალციხეში - ზაზა მელიქიძე, ადიგენში - ზაქარია ენდელაძე, ასპინძაში - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში - იურიკ უნანიანი, ნინოწმინდაში - ანივარდ მოსონიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს. წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
https://www.youtube.com/watch?v=QMxHoTavdkA&feature=youtu.be
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ახალქლაქის მერობის კანდიდატად სამველ პეტროსიანი თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა. სამველ პეტროსიანი, 2012–2016 წლებში საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მაშინ იგი, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა. პეტროსიანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯავახეთში მცოხვრებ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღებას, ასევე გენოციდის აღიარებასა და ამით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება. "გენოციდის აღიარების საკითხი ჩვენს მიერ პარლამენტში არაერთხელ...
სოფელ კარალეთში, შაბათს, გორის მერისა და თემში  ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს. წარდგენას საკრებულოს მოქმედი წევრები, ხათუნა ხათაშვილი და ივანე არჩუაძე ესწრებოდნენ. ისინი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოადგენდნენ ,,თავისუფალ დემოკრატებს" და ,,ეროვნულ ფორუმს". გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი თანასოფლელებს ხათუნა ხათაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და, ამავე დროს, მერის კანდიდატი ყოველთვის გამოირჩეოდა მხარდაჭერით. ,,გამოირჩეოდა მხარდაჭერით ჩვენი ინიციატივებისა. ახლაც, დარწმუნებული ვარ,...
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" 2017 წლის თვითმმართველოს არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით მერობის  64 კანდიდატი ეყოლება. "აიპრესი" გთავზობთ კანდიდატების სრულ სიას. კახეთი 1. საგარეჯოს მერობის კანდიდატი - გიორგი ერბოწონაშვილი 2. გურჯაანის მერობის კანდიდატი - არჩილ ხანდამაშვილი 3. სიღნაღის მერობის კანდიდატი-  გიორგი გოგილაშვილი 4. დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი 5. ლაგოდეხის მერობის კანდიდატი - ჯონდო მდივნიშვილი 6. ყვარელის მერობის კანდიდატი - როსტომ სესიაშვილი 7. თელავის მერობის კანდიდატი - შოთა ნარეკლიშვილი 8....
”კონსერვატიული პარტია”, რომლის ლიდერებიც დღეს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში არიან, ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად წამოდგენილი არ იქნება. შედეგად პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პრივილეგიებსა და საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავს. პარტიის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” სახელით მიიღებენ. ”ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ. მაგალითად თბილისში, მაჟორიტართა შორის სამი კანდიდატი ”კონსერვატიული პარტიის” წევრია. როგორც საარჩევნო სუბიექტი ამ ეტაპზე ჩვენ არჩევნებში არ...
„ევროპული საქართველო“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბლოკის სახით მიიღებს. საარჩევნო ბლოკი უკვე რეგისტრირებული როგორც „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“. საარჩევნო ბლოკი ორი პოლიტიკური პარტიისგან შედგება, თავად „ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“. ეს პოლიტიკური გაერთიანება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პოლიტიკურ სუბიექტად 2017 წლის 22 აგვისტოს დარეგისტრირდა, მისი თავმჯდომარე კი, ხათუნა ქოიავაა. როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, ეს არის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ