ლაგოდეხში მდებარე დენდროლოგიური პარკის ინფრასტრუქტურა განახლდა. პროექტი განხორციელდა, სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციაციის პროექტის ფარგლებში, პარკში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების 120 მეტრის სიგრძის ღობე, ტერიტორია დასუფთავდა უკანონო ნაგავსაყრელებისგან და დაირგო 7–მდე სხვადასხვა სახეობის ხე. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის დირექტორის, ვალერი ოღიაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ლაგოდეხში გარემოს დაცვას და ტურიზმის განვითარებას. ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ გამოცხადებულ...
ქუთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული ,,მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება. ადგილი სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები. ცნობას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ,,ეს არის ერთ-ერთი...
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას საარჩევნო სუბიექტები და ორგანიზაციის იურისტები დაესწრნენ. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ინფორმაციით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საარჩევნო გარემოში ძალოვან სტრუქტურებს რევს, თუმცა მათ კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებიათ. აღნიშნული შეხვედრა საია-ს მიმდინარე პროექტის „კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქარველოში“ ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, ახალგაზრდა...
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.  პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.  როგორც ცნობილია  „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. სტატიის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულეს. ”ქვეყნის მასშტაბით ათეულობით საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოდბისხევში საბავშვო ბაღი ბოლო 40 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. ამ დროისთვის ბაღი გამგეობის მიერ დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს....
„რესპუბლიკური პარტია“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ პროპორციულ სიას წარადგენს. პარტიას არ ეყოლება არც მაჟორიტარი და არც მერობის კანდიდატები – ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაუდასტურა. სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე   წყარო: batumelebi.ge
დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა საარჩევნო ნომრის დრულად მინიჭებას ითხოვს. როგორც სიჭინავას საარჩევნო შტაბის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ განმარტა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა, რის გამოც მათ წინასარჩევნო საქმიანობის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საია-ს მიერ საარჩევნო კანდიდატატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „მიგვაჩნია, რომ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. ჩვენ დავუკავშირდით ცესკოს და ოლქს ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრის შესახებ. მე როგორც მათ მიერ...
ზუგდიდის მერიას საარჩევნო პლაკატების გასაკრავად სპეციალური სტენდების დამზადების უზრუნველყოფა დაევალა. საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების შესაბამისად,მერია საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებასა და ჩატარებაში უნდა დაეხმაროს და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით მათი უსაფრთხოება დაიცვას. გარდა ამისა, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობები არჩევნების ჩასატარებლად უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა. საუბარია საჯარო სკოლებზე, ბაღებზე, სხვა დაწესებულებებსა და კერძო სახლებზე, სადაც...
საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N6 კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  თბილისის მერიიდან "ინტერპერსნიუსს" აცნობეს, რომ ეზოში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებლი ბექა მიქაუტაძე და პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ირაკლი ჯიშიაშვილი გაეცნენ. სამუშაოებს შპს ,,ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. წყარო: ინტერპერსნიუსი
პეკინის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობის ცალმხრივ რეჟიმთან დაკავშირებით, პირველადი გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ეს არ შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის მოძრაობის ორმხრივი რეჟიმი იმოქმედებს.  როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, „ბასლაინის“ საშუალებით, გამოიყოფა ერთი ზოლი, სადაც საწინაარმდეგო მიმართულებით იმოძრავებს როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო ტაქსი.  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი აქვე...
ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის დერეფანში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ სახლში 12 ოჯახი ცხოვრობს.როგორც საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები ამბობენ 5 წელია არსებული პრობლემის შესახებ მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ: “შენობა ავარიულ მდგომარეობაშია უკვე 5 წელია. გვაწვიმს, ყველაფერი დამპალია და ამორტიზებული, კიბე უკვე მოცილებულია საყრდენ კედელს, იატაკი ჩატეხილია, ყურადღებას არავინ გვაქცევს,პასუხად სულ ბიუჯეტში თანხების არარსებობას ასახელებდნენ. წუხელ კი ჭერი ჩამოინგრა...
ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს. „ტოტალმა“,რომელსაც ქალაქში სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობა ევალება, მოსახლეობის ბრალდება უარყო და განაცხადა რომ არხები გეგმიურად წელიწადში ერთხელ იწმინდება.შეგახსენებთ, ნინოშვილის უბნის მცხოვრებლებმა, ყოველი ძლიერი წვიმის დროს, საცხოვრებელი სახლების ეზოების დატბორვის მიზეზად, მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები დაასახელეს,რომლებიც მათი თქმით 3 წელია არ გაწმენდილა. წყარო: dgis ambebi
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ განსაზღვრა შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ეს ძირითადად სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების ობიექტებია, თუმცა რამდენიმე მათგანი კერძო მფლობელობაშია. ჯამში 43 ლოკაცია. იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განმარტებით, სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების შენობები, რომელზეც საუბარია განკარგულებაში, უსასყიდლოდ, უზურფრუქტის ფორმით საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცა. ამ ნაგებობების უმრავლესობა საჯარო სკოლებია, ასევე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების სახურავის რეაბილიტაციას იწყებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სტიქიის შედეგად დაზიანებულ 10 კორპუსის სახურავზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 195.390 ლარი დაიხარჯება. წლის ბოლომდე სულ 30 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. წყარო: smoge.ge
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ კურორტის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ სოფელში დილიდან დაიწყო. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 204 400 ლარია. წყარო: smoge.org
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია. წილისყრა ცესკო-ში დღეს საღამოს გაიმართა. საარჩევნო სუბიექტები არჩევნებში შემდეგი ნორმებით მიიღებენ მონაწილებას: ”ახალი მემარჯვენეები” – 29 „მამულიშვილი ორდენი სამშობლო“ - 34 „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 14 ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 41 „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ -1 „დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 8 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 10 „ტრადიციონალისტები“...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ