საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები სტატიის სრულად...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო სუბიექტების ორ საჩივარს სწავლობს, მათგან ერთი საჩივარი ალექსანდრე ელისაშვილისაა, ხოლო მეორე - ”ნაციონალური მოძრაობის”. ”სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოსულია ორი განცხადება: 1. ქ. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ფეისბუქ გვერდების საშუალებით მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების თაობაზე. 2. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მიკროავტობუსებზე ”ქართული ოცნების” სარეკლამო პოსტერების 2016 წლის პარლამენტის...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულების სახით 7 726 993 ლარი მიიღეს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხის უდიდესი ნაწილი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩაირიცხა - მმართველმა პარტიამ 7 343 993 ლარი მიიღო. მეორე ადგილზე "ევროპული საქართველოა" 323 675 ლარით, მესამე ადგილს კი "პატრიოტთა ალიანსი" იკავებს - პარტიამ შემოწირულების სახით 15 600 ლარი მიიღო. ყოფილი მმართველი პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5 432 ლარით, მეშვიდე...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 14 ფიზიკური პირის დაბარებას გეგმავს, რომელთაც სხვადასხვა პარტიებს შემოწირულების სახით თანხა ჩაურიცხეს. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ მათ არ აქვთ იმხელა შემოსავალი, რა რაოდენობის თანხაც სხვადასხვა პარტიას შესწირეს. აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მათგან 6 პირი "ევროპული საქართველოს", ხოლო 8 "ქართული ოცნების" შემომწირველია. "ჩვენ ვიბარებთ ამ პირებს, ვთხოვთ მათ რომ წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მათი...
2017 წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,869,215.92 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს 2017 წლის აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით. აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული...
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ლეიბორისტული პარტია" და მოძრაობა "თავისუფლება - ზვიადის გზა" 2000-2000 ლარით დააჯარიმა. სამსახურის ინფორმაციით, პარტიებმა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ წარადგინეს. აუდიტის სამსახური კიდევ ერთ საკითხს სწავლობს, საქმე ეხება მიკროავტობუსებზე "ქართული ოცნების" სარეკლამო პოსტერებს.პოსტერები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაა გაკრული. ამის გამო აუდიტის სამსახურს საჩივრით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. არსებული საჩოვრის საფუძველზე აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად უკვე მიმართა...
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემურ საკითხად დასპონსორებულ "ფეისბუქ" გვერდებს მიიჩნევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა, ელენე ნიჟარაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ გვერდების მეშვეობით კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ ანტიაგიტაცია ხორციელდება. "მივიღეთ ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განხორციელებულ შემოწირულობებზე. აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია თითოეულ საქმესთან მიმართებაში. ყველაზე პრობლემატურია დასპონსორებული ფეისბუქგვერდები, რომლის მეშვეობით ხდება ანტიაგიტაცია კონკრეტული...
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ზვიად სიჭინავას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ზუგდიდში მის წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარი ხორციელდება. კერძოდ, ახალგაზრდების ჯგუფი არიგებს სააგიტაციო ბუკლეტებს წარწერით - „არა რუსულ პროექტს ზვიად სიჭინავას“, „ზუგდიდში კენჭს იყრის ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, „ზვიად სიჭინავას კანდიდატობისთვის საჭირო რეგისტრაციებს ნინო ბურჯანაძე აგროვებდა“.  ასევე, მერობის კანდიდატის ამონარიდებია დატანილი ბუკლეტებზე, სადაც ოჩამჩირეში, ერთ-ერთ ოჯახში წარმოთქმულ...
ტელეკომპანია "თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა. ბადრი ნანეტაშვილი ტელეკომპანია "თრიალეთის" 20%-ის მფლობელია. 20% ეკუთვნის მის მეუღლესაც - ნინო განგიძეს. 50%-ის მფლობელია ბადრი ნანეტაშვილის ძმა ჯონდო ნანეტაშვილი, ხოლო 10%-ს ფლობს შპს "აქცეპტი", რომლის 80%-ის მფლობელიც 2014 წლამდე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო. შპს "აქცეპტის" საკუთრებაში იყო თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის...
"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრების "ევროპული საქართველოს" შემადგენლობაში გადანაცვლება ბოლო დღეების განხილვის თემა გახდა. მერაბ მეშველიანი, რომელიც ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერით თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეჭირა, ამჟამად კენჭს "ევროპული საქართველოდან" იყრის. არსებული ინფორმაციით, ის კვლავ ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოპოვებას  შეეცდება, ასევე  იქნება პარტიული სიის შემადგენლობაში. მეშველიანი ამჟამად აღნიშნულ პარტიასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. "პატრიოტთა ალიანსის"...
21 ოქტომბერს მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობებს აირჩევს, გარდა ქალაქის პირველი პირისა, მოქალაქეებმა საკრებულოს შემადგენლობაც უნდა აირჩიონ. რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოში 25 დეპუტატი იქნება, რომელთაგან 10 რუსთაველებმა ტერიტორიული ოლქების მიხედვით უნდა აირჩიონ. დანარჩენი 15 დეპუტატი კი საკრებულოში პარტიათა სიითი შემადგენლობებიდან შევა. ამ დრომდე მმართველ პარტიას რუსთაველებისთვის ოფიციალურად არ წარუდგენია არც მერობის და არც მაჟრიტარობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია მათი ვინაობა. სტატიის სრულად...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. თბილისის, დმანისის, ასპინძის, ოზურგეთის, ხაშურის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, გორის, ადიგენის, ნინოწმინდის, ცაგერის, მესტიის, ზესტაფონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერობისთვის, პოლიტიკური პარტიების კანდიდატებთან ერთად, დამოუკიდებელი კანდიდატებიც იბრძოლებენ. დამოუკიდებელი კანდიდატებიდან ორი მოქმედი გამგებელია - დმანისის გამგებელი გოგი ბარბაქაძე და ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე. ისინი ამავე მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებად საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ოზურგეთის მერად დამოუკიდებლად...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მარინა კობალაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ინციდენტი, რამდენიმე დღის წინ, გორის მერისა და ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას, მოხდა. დაპირისპირებაში საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი პარლამენტარი და სოფლის გამგებელი ჩაერთვნენ. სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: შიდა ქართლი საინფორმაციო სააგენტო
პარტია ,,ევროპული საქართველოდან" თელავის მერობისთვის ლელა მენთეშაშვილი იბრძოლებს. მენთეშაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტში პენსია 30 ლარით მოიმატებს. მისივე განმარტებით, საპენსიო დანამატისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ,,ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ პენსიები", – განაცხადა ლელა მენთეშაშვილმა. თელავის გარდა, პარტიის ლიდერებმა სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატებიც წარადგინეს. ,,კახეთში წარვადგინეთ ძლიერი კანდიდატები. ჩვენ გვაქვს გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის....
სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi"-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. მისი თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთშორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს. დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. „2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული...
თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. ამის შესახებ ნარმანიამ განაცხადა. "ეს ბიზნესწინადადებაა და ის ჯერ განხილვის სტადიაზეა. ამ ტერიტორიას პარკინგი სჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პეკინის ახლადრეაბიტირებული ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი იქნება, სხვა ავტომანქანები კი მოძრაობას ცალმხრივად შეძლებენ. ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ