"თბილისობა 2017" 7-8 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაული წელსაც მაშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, პროგრამა კი გათვლილი იქნება ყველა თაობის წარმომადგენელზე. დღესასწაულზე მოეწყობა სხვადასხავა სახის ღონისძიებები, მათ შორის იქნება: გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შემეცნებითი აქტივობები, ყვავილების გამოფენა, ქართული ცეკვის მასტერკლასები, კონცერტები და სხვა.
"თბილისობა 2017"-ში მონაწილეობას მიიღებენ და შეასღულებენ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს: თამრიკო ჭოხონელიძე, სოფო ხალვაში, თემურ თათარაშვილი, დათო გომართელი, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა...
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არსებითად თბილისის ძალიან ბევრ პრობლემასთან მიმართებაში, ქვეყნის ძალიან ბევრ პრობლემასთან მიმართებაში, მათ შორის ეკონომიკაში, არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს უნდა დასრულდეს“ - ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
„ჩვენი მიდგომა არის რომ მათ შორის კონფრონტაცია კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, არამედ მათი პოლიტიკურ პენსიაზე გაშვება და ახლებური...
"ევროპული საქართველოს" ლანჩხუთის ორგანიზაციისა და მერობის კანდიდატ ამირან გიგინეიშვილის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ლანჩხუთში მოქმედმა საარჩევნო სუბიექტებმა ხელი მოაწერეს. ქცევის კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტები იღებენ ვალდებულებას, რომ არ მოისყიდიან ამომრჩეველს, არ ჩამოხევენ სხვის პლაკატებს, არ მიაყენებენ შეურაცხყოფას ოპონენტებს და ა.შ.
ქცევის კოდექსის ხელმომწერები არიან: "ევროპული საქართველო" , "ახალი საქართველო", "ქართული ოცნება", "ბურჯანაძე-დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი". გიგინეიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ ქესალოში შიდა სასოფლო გზების მოასფალტების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, რის შემდგომაც დაიწყება მოასფალტების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია 1 349 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებeლი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 228 694 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 123...
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის - გიგი უგულავას თქმით, ბოლნსში პარტიის სააგიტაციო მანქანას ქვები დაუშინეს. ამის შესახებ უგულავა Facebook-ზე წერს.
შსს-ში ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: იმედინიუსი
“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო დღეებში თბილისის საკრებულოში და მერიასთან განვითარებულ მოვლენებზე.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. სწორედ ეს მისია გახლავთ...
"2014 წლიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. ჩემი უფლებამოსილება კანონით, ახალი საკრებულოს პირველ სხდომამდეა განსაზღვრული. ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა მერის კანდიდატადაც მმართველი პარტიიდან. ასევე, მქონდა შემოთავაზება, საჯარო სამსხურში გამეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ ეს იქნებოდა ქალაქგარეთ, რაც ჩემთვის მიუღებელია.
მივიღე გადაწყვეტილება, ავიღო პოლიტიკური ტაიმაუტი და კერძო სექტორში გადავიდე. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას“, - ამის შესახე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე...
"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის გენგეგმის პროექტი ჯერჯერობით ნახევარფაბრიკატია. მისი თქმით, ეს არ არ არის შეკრული დოკუმენტი და ამ ეტაპზე მასალების ერთობლიობაა, რომლის მიღება თეორიულადაც მიუღებელია.
როგორ შეფასებთ თბილისის გენერალური გეგმის პროექტს? თუ იცნობთ მას და იწონებთ თუ იწუნებთ? როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანად შეარჩია მერიამ „სითი ინსტიტუტის“ პროექტი კონკუსრსის შედეგად?
კონკურსის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, პროცედურებს...
წყალტუბოში “ევროპული საქართველოს” მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს ემუქრებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას “ ევროპული საქართველო” ავრცელებს.
“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი წყალტუბოში სევერიან გორდულაძე და მისი ძმა, წყალტუბოში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ.
წყალტუბოში პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახა გორდულაძეს ტელეფონზე მისთვის უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
მისივე თქმით, უცნობი მას და მის მეუღლეს სამსახურიდან განთავისუფლებით და პრობლემების შექმნით...
ადიგენში 60 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დარეგისტრირებული. 60–დან 3 ქალი კანდიდატია. 15 მაჟორიტარული ოლქიდან საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატი სამ ოლქშია: ბოლაჯურში, მლაშესა და ჭეჭლაში.
ადიგენის მაჟორიტარული ოლქი
მურმან წითაშვილი – N2 საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა–ევროპული საქართველო“;
მარლენ ქაფიანიძე – N3 საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”;
პავლე ჩილაშვილი – N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ნუგზარ ქაშიბაძე – N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს...
ნინოწმინდის 11 მაჟორიტარულ ოლქში 22 მაჟორიტარი დეპუტატია. 22–დან 19 დეპუტატი „ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს“ კანდიდატია, თითო კანდიდატი ჰყავს "პატრიოტთა ალიანსს” და "ერთობა ახალ საქართველოს” და ასაევე ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია. არცერთ ოლქში არ წარუდგენია კანდიდატები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
ნინოწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი
ვარაზდატ არზუმიან – N2 საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა–ევროპული საქართველო“;
ვოსკან ელოიან – N41 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ნინოწმინდის N2 მაჟორიტარული ოლქი
ილია მოსოიან – N2 საარჩევნო...
ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყო. დღეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს
„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტიის ოფისში შეხვდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანიდატები ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებენ.
„ქართული ოცნება“ 21 ოქტომბერს არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ამისთვის ყველა მეთოდს იყენებს, რაც კანონით აკრძალულია. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ფოტო...
ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. ბლოკი ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ ”მომხდარი გაუგებრობა არ მოახდენს ზეგავლენას ბლოკის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემდგომ თანამშრომლობაზე“.
“პირველ რიგში გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა მედიის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ემთხვევა ან ეწინააღმდეგება კონკრეტული მედიის ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი გუნდის სტრატეგიასა და...
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საარჩევნო პლაკატის ჩამოხევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სს კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერი წუხელ ჩამოგლიჯეს. პარტიაში აღნიშნულ ქმედებას „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. მმართველი ძალა კი ბრალდებებს უარყოფს.
წყარო: რადიოათინათი
ფოტო: რადიოათინათი
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































