თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა - 2800 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, დედაქალაქის...
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ათი კანდიდატი დარეგისტრირდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”- არჩილ ხანდამაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- ნიკა ნიჟარაძე “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”- გიორგი პეტრუზაშვილი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”- გია ხელაშვილი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- კობა კუპრაშვილი "მემარცხენე ალიანსი”- ზურაბ სეფიაშვილი “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”- შორენა ძამუკაშვილი „საქართველო”- მთვარისა ბუიღლიშვილი „გიორგი ვაშაძე" – ერთობა ახალი საქართველო” დარეჯან მაჭავარიანი "საინიციატივო ჯგუფი"- მიხეილ ფურცელაძე რა პრობლემა...
დაიწყო ისტორიული მნიშვნელობი პროექტი -მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება 10 ოქტომბერს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისი თქმით, „მთის...
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება. „ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და...
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და სოციალური ქსელით "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ მასალებს აზიარებდა. ორგანიზაციამ ფაქტის შესასწავლად ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას მიმართა. კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება მერიის იურისტი. ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ ის არასამუშაო საათებსა და შაბათ-კვირას ახდენდა მასალების გაზიარებას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი...
15 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. როგორც knews.ge–ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნანა ბეგიაშვილმა განუცხადა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნუნ კახური ღვინო, თათარა, კახური ნაზუქები და ა.შ. „15 ოქტომბერს სიღნაღს საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმარი ეყოლება. სტუმრები დააგემოვნებენ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიება, აირჩევენ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს. ღონისძიება დაიწყება 12 საათზე...
ქუთაისში, ძნელაძის ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა მათ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, სამუშაოები დიდ ხნის წინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. „მოვიდნენ და გვითხრეს, რომ სამუშაოები არჩევნებამდე დასრულდებოდა, თუმცა მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. სასწრაფო დახმარება ვერ ამოვიდა წინა კვირას“, - განაცხადეს ადგილობრივებმა. ძნელაძის ქუჩაზე წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ შეასრულა. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მილების შემოწმება,...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაცის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს, მათი განცხადებით მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ახალი სპორტული მოედნების აგება–კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე განახორციელა, მათ შორის არის აღმაშენებლის, გორგასლის, მაღლაკელიძის და ლაღიძის ქუჩებზე მდებარე მინი მოედნები. ყველა არსებული ობიექტი მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის ზედაპირით, დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით და განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურა. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე...
"შენების მოძრაობის" გორის მერობის კანდიდატი და მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი მმართველ პარტიას მოუწოდებს პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. დავით ონიაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" სოფლების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად პერიოდულად მოქმედი გამგებლის წინააღმდეგ აქციებს მართავს. ის მეჯვრისხევის თემში მაჟორიტარ დეპუტატს ლექსო ბუჯიაშვილსა და ქვახვრელის აქციის დროს დაკავებულ მაჟორიტარს დავით ადუაშვილს ამ აქციების მოთავეებად ასახელებს, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. წყარო: იმედინიუსი
ნუცუბიძის 77-ში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის სკვერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით სამეზობლო თემი მოთხოვნით - "არ აშენდეს კორპუსი სკვერში!" აქციას 15 ოქტომბერს გამართავს. ინფორმაციას "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" ავრცელებს. ორგანიზატორთა განცხადებით, ქალაქის უსამართლო პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციას ანალოგიური პრობლემის მქონე სხვა უბნის სამეზობლო თემებიც შემოუერთდებიან. აქციის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რა მნიშვნელობა აქვს საჯარო სივრცეს და რამდენი აქტივობის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ  სივრცეს...
ასპინძაში, „ქართული ოცნების“ შტაბში საჯარო მოხელეების დაბარებისა და მუქარის ფაქტით საია დაინტერსდა და აღნიშნულზე უწყებათაშორისი კომისიასათვის მიმართვას აპირებს. საიას გორის ოფისის იურისტი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს უკვე გაესაუბრა, რომლებმაც „ოცნების“ შტაბში მუქარა დაუდასტურეს. იურისტი ფიქრობს, რომ ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. თავის მხრივ, საია აპირებს, რომ მომხდარზე უწყებათაშორის კომისიას მიმართოს. „ეს არის ზეწოლა...
საია, თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვასთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას არცელებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“, სავარაუდოდ არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნულის განცხადების საფუძველს იძლევა შემდეგი: - თბილისის მერის...
"ის ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით უკვე აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ჰქვია ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო განცხადებისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღი კი ივანიშვილის პირადი ბოსტანია. "დიახ გარაჟი, იმიტომ რომ სიტყვა "ავტოფარეხი" ივანიშვილს სავარაუდოდ არ ესმის რას ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ...
ბოლნისში, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით გაიმართა დისკუსია ქალთა საჭიროებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კანდიდატი ქალები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი. „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების შესახებ მოკვლეული ანგარიში გააცნო. ქალთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 შეხვედრა ჩაატარეს. იმის გამო,...
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ფოთში მერობის კანდიდატი წარადგინა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია ფოთში უნივერსიტეტების გახსნა, რათა ახალგაზრდებმა ქალაქი არ დატოვონ. მისი მტკიცებით, მათ ყველა მუნიციპალიტეტში მიუკერძოებელი კანდიდატები ჰყავთ, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაში არასდროს შესულან. ფოთში "დემოკრატიული მოძრაობიდან" მერობისთვის ოთარ ხარჩილავა იბრძოლებს, რომელიც ასევე საკრებულოს სიის პირველი ნომერია. წყარო: იმედინიუსი
სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა რამდენიმე კვირაა დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება, დაზიანებული სახურავი ახალი ლითონკრამიტით შეიცვლება, ბაღის ეზოში კი მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი. ტანძიის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ