როგორ აფასებენ მიღებული ხმების რაოდენობას ასპინძის მერობის კანდიდატები და რით ხსნიან დამარცხებას ოპოზიციის წარმომადგენლები; ცესკოს პირველადი მონაცემებით, ასპინძაში 23 უბნიდან 20–ზე მმართველი გუნდის კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ მიიღო ხმების უმრავლესობა, 3 უბანზე კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან ცაბაძემ გაიმარჯვა. ყველაზე ნაკლები ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მალხაზ მოსიძეს აქვს. „ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მცირე რაოდენობის ხმებს მივიღებდი“, – ამბობს მოსიძე. მისი თქმით, ასეთი დამარცხება...
საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებულმა ჯოზეფ ალექსანდრე სმიტმა, რომელიც მესამე ადგილზე 14.04%-ით გავიდა და მცირედით ჩამორჩა ნაცმოძრაობის მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს (15.29%), საბურთალოს უბნების საკუთარი პლაკატებისგან გასუფთავება დაიწყო. „არჩევნები დამთავრდა, ჩემი საარჩევნო პოსტერების მოხსნა არის ჩემი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები და დავუბრუნოთ ქალაქს არჩევნებამდელი სახე“, - ამბობს სმიტი. https://www.youtube.com/watch?v=PGztl44Vzck&feature=youtu.be დედაქალაქს, რომელსაც 2016 წლის...
საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება. „საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში...
ცესკოს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 55,73 %–იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა. დათვლილია 3644–ვე უბანი. კონკრეტულად კი, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 836816 ხმა (55,73 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 256 373 ხმა (17,07 %); „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ – 156267 ხმა, (10,41%); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 5-ში, კერძოდ, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასევე, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქ ქუთაისშიც. მარტვილში 39 უბნიდან 39–ვე დათვლილია, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.81% მიიღო. ბორჯომში, 30–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც,...
ცესკოს განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა. ბოლო მონაცემებით კი, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა). “თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და განთავსებულია...
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია. ”დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი....
არჩევნების დღემ, ძირითადად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი თავიანთი ერთგულების დამტკიცება. საკანონმდებლო და საარჩევნო რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან მეტწილად თანხვედრაში იყო. NDI-ის დამკვირვებლების შეფასებით, მივლენილ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და...
სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც მედიას NDI-ის დელეგაციამ გააცნო. ორგანიზაციის დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ ერთპარტიული მმართველობის ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ყველა მთავრობას ახასიათებს. "ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და...
იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში,- ამის შესახებ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა განაცხადა. როგორც NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წინასწარ შეფასებაში არის ნათქვამი, საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა. "ყველაზე ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ხდება ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი დეპუტატი გაიყვანა. სავარაუდოდ, სამ მანდატს იღებს “ევროპული საქართველო“ და ორს - “პატრიოტთა ალიანსი“. 50 დეპუტატის შემადგენლობით არსებულ თბილისის საკრებულოში 25 მანდატი სწორედ პროპორციული წესით ნაწილდება. პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი ფორმულის მიხედვით, 25 მანდატიდან ორი გადაუნაწილებელი...
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 309 საჩივარია შესული. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ასევე ვაკის საარჩევნო ოლქში, ნაძალადევსა და ქუთაისში. “საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ის ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. საჩივრების უმეტესობის მოთხოვნაა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც...
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულზე მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბდება, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზულად გაიმართება წელში“. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. უსუფაშვილი 21 ოქტობრის არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე, საზოგადოებამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრა იხილა. უსფაშვილის თქმით, ‘შენების მოძრაობის“ გეგმაა, რომ...
ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარ შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ უთანასწორო ბრძოლას ჰქონდა ადგილი და ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა გამარჯვება შეძლო. „რაც შეეხება იმას, რაც ყველას აინტერესებს. ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან უთანასწორო იყო. ვხედავდით, რომ ათეულობით მილიონი...
ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს. "რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტებს, ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც მუშაობას...
მედიის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ამავდროულად სამაუწყებლო მედია პოლარიზებულია და პოლიტიკურად აფილირებულია, - ამის შესახებ ნათქვამია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში. ”მედიის თავისუფლება მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და, ამავდროულად, სამაუწყებლო მედია პოლარიზებულია და პოლიტიკურად აფილირებულია. ჩვენმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიასაშუალებები ძირითად ყურადღებას აქცევენ საარჩევნო სუბიექტებს და შესაძლებლობას უქმნიდა მათ, რომ თავიანთი გზავნილები დებატებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების მეშვეობით გადმოეცათ, გარდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ