პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით;...
სოფელ იგოეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, დისციპლინარული სახდელის სახით, შენიშვნა მიეცა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საოლქო კომისიაში ერთსულოვნად მიიღეს.
საქმე ეხება ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის საჩივარს, რომლის მიხედვით, არჩევნების დღეს, უბანზე ყუთში საკონტროლო ფურცელი ამომრჩევლის მისვლამდე ჩააგდეს და უკან ამოიღეს. საკონტროლო ფურცელს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა აკლდა.
საოლქო კომისიაში შეტანილი 10 საჩივრიდან, მხოლოდ, ეს საჩივარი დაკმაყოფილდა. საჩივრებიდან სამი ეკუთვნის ,,სამართლიან არჩევნებს", ოთხი - ,,ახალგაზრდა იურისტთა...
2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, გორის მერიაში გამზადებულია 10 მლნ 001 218 ლარის ღირებულების სამუშაოების პროექტები. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
ეკონომიკური სამსახურის ცნობით, ეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გასული სამი წლის მანძილზე ტენდერების შედეგად, მერიამ შეიძინა. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, თუ რა დაჯდება თბილისის, სამეფო, ჩოდრიშვილის, რუსთაველის და ა.შ. ქუჩები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
ასე მაგალითად:
1. ქ. გორში სამების ქუჩის...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გეგმები ელეავას ბაზრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მისი თქმით, მათი პოზიცია ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით უკვე გაცხადებულია და უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ელიავას ბაზრობას რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
დღეს, გენერალური გეგმის ჯგუფი თბილისის არჩეულ მერს კახა კალაძეს და მის გუნდს შეხვდა. როგორც...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცასა და სოფელ ბერძენაულს შორის არსებული საფეხმავლო ხიდი დაზიანებულია. ხიდით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ფციდან ბერძენაულისა და აბისის საჯარო სკოლების მიმართულებით პედაგოგები სამუშაოდ, სწორედ, ამ ხიდის საშუალებით მიდიან.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაზიანებული ხის კონსტრუქციები ადგილზე მოინახულა. მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის შედგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.
გამგებლის წარმომადგენლის გია კილასონიას განცხადებით, დაკიდულ...
"ერთობა - ახალი საქართველოს" ლიდერი განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თვითმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისმა გუნდმა იდეური მხარდამჭერები შეიძინა, პოლიტიკური პლატფორმა თითოეულ მათგანს კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა საერთო ძალებით დაიწყონ ინტენსიური მუშაობა პარტიის მიერ დამუშვებულ ინოვაციურ პროექტებზე.
გიორგი ვაშაძის თქმით ამ ადამინების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ "ერთობა - ახალი საქართველო" სწორ გზაზე დგას. "ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან "ერთობა...
ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათო ნარმანიას და არც მის კადრებს, ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირს, - ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მერიაშიც არსებობენ ძლიერი კადრები და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს.
"ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათოს და არც მის კადრებს ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესები. ჩემთვის...
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან სამაგიდო სიების გადაცემას მოითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, სიის გადაცემის მოთხოვნის მიზეზია იმ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ.
„ჩვენ გვაქვს ზემოთ ხსენებული შემთხვევის კონკრეტული მაგალითი - ცაგერის რაიონის 21-ე სარჩევნო უბანი. ოქმი ამბობს, რომ...
საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, მოგეხსენებათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სივრცითი განვითარების კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში დეტალურ პროექტებს დადებს. მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის:
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
სადახლო-ახკერპი;
არხილოსკალო-სამთაწყარო;
წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
გუფთა-ონი;
თბილისი-პანტეანი-მანგლისი.
ამის გარდა არის კიდევ მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას...
ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
არჩევნების შედეგების კომენტირებისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა.
"ჩვენი ქვეყნის წინსვლა უკავშირდება თავისუფლებას არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მეტად შეზღუდული მოქალაქეები, რომლებსაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული. ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს უკეთესი, ვიდრე 2012 წელს, ვერ გვამშვიდებს. სწორედ იმიტომ დავაღწიეთ თავი წინა...
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს. სასამართლოს ინფორმაციით, საქმის განხილვა დღესვე შედგება. პროცესის 15:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, სასამართლოს ოთხმა სუბიექტმა დამოუკიდებელი საჩივრებით მიმართა.
საქმის მასალები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, განსახილველად ზემდგომ ინსტანციაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე გადააგზავნა.
„ჩვენთან შემოვიდა ოთხი...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. უკვე ცნობილია თუ ვინ იქნებიან მარენულის საკრებულოში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით, დეპუტატი საკრებულოს წევრი მისი არჩევის დღიდანვე ხდება და მას გარკვეული უფლებამოსილებები ენიჭება. დეპუტატის დამოუკიდებლობის გაზრდისათვის მათი, ისევე როგორც პარლამენტის წევრის გამოწვევა კანონმდებლობით შეუძლებელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, გიორგი მუმლაძე საკრებულოს წევრის საქმიანობაზე გვესაუბრა.
გიორგი მუმლაძის თქმით საკრებულოს ძირითადი...
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად დამატებით ერთ ავტომობილს შეისყიდის. ნაგავმზიდის შესასყიდად გამგეობის მიერ 280 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 24 ოქტომბერს დასრულდა.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: ბათუმელები
აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაეზრდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.
გაზრდილ ანაზღაურებას სულ 110 ექთანი მიიღებს. აქედან, ქედაში, შუახევსა და ხულოში დასაქმებული სოფლის 46 ექთანი ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში დასაქმებული 64 ექთანი ყოველთვიურად 100 ლარის მიიღებს.
სტატიის სრულად წასაკითხად...
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთმანეთს "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერები დიმიტრი ლორთქიფანიძე და კახა კუკავა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუპირისპირდნენ.
პარტიის წევრები რუსთავის 84-ვე უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ. მათ დაწერილი აქვთ 22 საჩივარი, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და საჩივრები განუხილველად დატოვა, რამაც პარტიის ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია.
პარტიის ლიდერები საოლქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკვე სასამართლიში გეგმავენ.
წყარო: 1ტვ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“ და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































