ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. შარაშენიძემ "ქართული ოცნების" კანდიდატს, ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, სიორიძეს კი - 49.89%. ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე საათით გაჭიანურდა, რამაც შარაშენიძის მომხრეებს გაუჩინა ეჭვი, რომ ხმის დათვლის პროცესი ყალბდებოდა. განსაკუთრებით, ეს ეხებოდა ნასაკირალის 59-ე უბანს, საიდანაც შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ცოტა ხნის...
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესზე სრულად დაკვირვების შედეგად, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნასაკირალის #59-ე საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საარჩევნო უბანზე დამდგარი...
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 12 საათისთვის 21.6% შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, ექვსი ოლქის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 11.5% შეადგინა, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია (16.3%) არჩევნების პირველ ტურთან შედარებით. "რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისათვის „სამართლიანი...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი და 11 შენიშვნა დაწერეს. დარღვევები შეეხებოდა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებას, გადასატან...
"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე წარიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირმა ბასილაშვილის განცხადებით, 07:00-დან 08:00 საათამდე, ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე; ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს; ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის; არ დაფიქსირდა არც ერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ...
"სამართლიანი არჩევნებმა" საარჩევნო მედიაცენტრში პირველი პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. "რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა", - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. მისი თქმით, დარღვევები, ძირითადად, ეხებოდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევას, მარკირების...
საარჩევნო მედიაცენტრში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები პრესკონფერენციებს მართავენ. მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ. დღეს 6 მუნიციპალიტეტში - წალენჯიხაში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. https://www.youtube.com/watch?v=VqpMznUXz8E
საარჩევნო მედიაცენტრი, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მუშაობას განაახლებს. 12-13 ნოემბერს აქ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესკონფერენციებია დაგეგმილი. პრესკონფერენციებს droa.ge პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მედიაცენტრში, რომელიც ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით იმუშავებს, არჩევნების დღის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “მრავალეროვანი საქართველო”. დღეს, 12 ნოემბერს მედიაცენტრში 10 პრესკონფერენცია შემდეგი გრაფიკით გაიმართება: 11:00 საათზე - "სამართლიანი...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება. მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში – ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ყაზბეგსა და ხაშურში გაიმართება. ამ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი 50%-იანი ზღვარი მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია...
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ექვსივე ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ექვსივე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ. პრემიერმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ოპონენტების კანდიდატები მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. "12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ...
video
"მოუსმინეთ ევროპის ჰიმნს ამ საოცარი პოლიფონიური ვერსიით, ქართული ანსამბლის - "შავნაბადა" შესრულებით, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე!" - ამ ტექსტით გამოქვეყნდა ევროსაბჭოს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო, რომელშიც ანსამბლი "შავნაბადა" ევროპის ჰიმნს ასრულებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გერგიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, აღნიშნულ პოსტს ის ახლადარჩეულ მერს 12 ნოემბერს გადააბარებს. მისი სამწლიანი საქმიანობის შეფასება speqtri.ge-მ ოპოზიციას, გურჯაანელებსა და თავად გია გერგიძეს სთხოვა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულთა უმრავლეობა მისი მმართველობის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვანს ვერაფერს იხსენებს. რას ამბობს ხალხი ოლია ქართველიშვილი: "არ ვიცი, რა გითხრათ, მე გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ. უკან-უკან მივდივართ, მხოლოდ ამას ვატყობ“. ნოდარ ჯავახიშვილი: "აბა რა გითხრათ,...
როგორ ფასდება ვლადიმერ ზედგინიძის მუშაობის ერთი წელი. რა იყო მისთვის მუშაობის პერიოდში ყველაზე რთული, რისთვის კიცხავენ თვითმმართველი ქალაქის ბოლო მერს და რას უწონებენ მას, როგორც ქალაქის მენეჯერს. ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის ბოლო მერს, ვლადიმერ ზედგინიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მან ქალაქი გასული წლის 18 ნოემბერს ჩაიბარა და სავარაუდოდ, ახლადარჩეული მერისთვის, ზაზა მელიქიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს მოუწევს. ხალხი ახალციხეში მას ყველა...
რამდენიმე დღეში რუსთავს ახალი მერი ეყოლება. მანამდე, 4 წლის განმავლობაში, ქალაქს დავით ჯიქია მართავდა. ის, ასევე, იყო ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. რა გააკეთა ამ 4 წელში ქალაქისთვის, ჰქონდა თუ არა რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან კონფლიქტი, რატომ აღარ წარადგინა პარტიამ მერად, რა გააკეთა თვითმმართველობების გასაძლიერებლად და რატომ ვერ დაიცვა გასაუქმებლად განწირული 7 თვითმმართველი ქალაქი, ეთანხმება თუ არა მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელისუფლებამ 2017 წელს გააუქმა, არც 2018 წელს აღდგება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 8 წლის განმავლობაში არსებობდა. მისი განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი  50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დახარჯული თანხები, ძირითადად, სოფლის გზების, გარეგანათების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას ხმარდებოდა. პრიორიტეტულ პროექტებს კი მოსახლეობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევდა. https://www.youtube.com/watch?v=Q7ipgbueAjk&feature=youtu.be ამავე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ