21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, შიდა ქართლში პოლიტიკური კლიმატი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა - რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის - გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობაში კვლავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, გორში წინასაარჩევნო პერიოდი ერთობ დაძაბული იყო და თითქოს კონკურენტუნარიან არჩევნებს ვარაუდობდნენ, საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ მერის არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა - გორის მერი ,,ქართული ოცნების“...
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში საქართველოს პარლამენტის თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს მიეცილებინათ, თანამშრომლები გაეცნოთ და ქალაქში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრათ. ცხადია, გაიკვირვებდით და იტყოდით, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან არაფერი ესაქმებათ. შესაძლოა, მათი ქმედება ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩარევის მცდელობადაც შეგეფასებინათ. კალაძეს მერიაში წინამორბედი მერი ნარმანია დახვდა, თანამშრომლები წარუდგინა, მერიის შენობა დაათვალიერებინა და სტრუქტურა გააცნო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მთავრობა თბილისის მერის, მისი 5 მოადგილის, 13 საქალაქო სამსახურის უფროსისა და 10 რაიონის გამგებლისგან კომპლექტდება და მას საკრებულო ამტკიცებს. ჯამში, დედაქალაქის მთავრობას 29 ადამიანი წარმოადგენს. მის ახალ შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ქალი იქნება. აქედან ერთი, ირმა ზავრადაშვილი, თბილისის წინა მთავრობის წევრიც იყო. ის 2014 წლიდან დიდუბის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებს და ამჯერადაც სწორედ ამ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. საქალაქო სამსახურების უფროსების ნაწილმა თანამდებობა შეინარჩუნა, ნაწილი კი ახალია. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მთავრობის ძველ წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ საათის მექანიზმივით აწყობილი სამსახურები მთლიანობაში მერიის ეფექტური მუშაობას უზრუნველყოფენ. მერიის ადმინისტრაციის უფროსად ვლადიმერ ჭიღლაძეა წარდგენილი. ის მანამდე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ბირკაძეა წარდგენილი. საფინანსო საქალაქო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებლები წარადგინა. რამდენიმე გამგებელმა თავისი პოსტი შეინარჩუნა, რამდენიმე კი ახალია. დიდუბის რაიონის გამგებლად კვლავ ირმა ზავრადაშვილია წარდგენილი. პოსტი შეინარჩუნა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემაც. რაც შეეხება საბურთალოს გამგებელს ბექა მიქაუტაძეს, ის მომდევნო 4 წელი გლდანის გამგეობას უხელმძღვანელებს, ხოლო საბურთალოს გამგებლად გაიოზ ვასაძეა წარდგენილი. თანამდებობები შეინარჩუნეს ვაკის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემაც. კრწანისის რაიონის...
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, კანონმდებლობის თანახმად, უხუცესი წევრი უძღვება. ეს ფუნქცია დღეს "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, ფრიდონ ინჯიას დაეკისრა. ინჯია სხდომაზე ჩოხით გამოცხადდა. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თამვჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა. მან არჩევნების შედეგები მიმოიხილა და საკრებულოს წევრებს არჩევა მიულოცა. დღეს საკრებულომ თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა აირჩიოს. როგორც ცნობილია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძეა წარდგენილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ...
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. წინასწარი დასკვნის თანახმად, 12 ნოემბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები - დაცული. გამოხატვის თავისუფლება მედიაში დაცული იყო. ამის მიუხედავად, მედიაში კანდიდატების გარკვეულ ნაწილს შეზღუდვა ჰქონდა. კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ინსტრუქციით, სარეკლამო დრო კანდიდატებს მხოლოდ 2 ნოემბრიდან მიეცათ. ამან შეუზღუდა კანდიდატებს მედიაში საარჩევნო კამპანიის წარმოება. ამასთან, ეროვნული მაუწყებლებმა მეორე ტურის იგნორირება მოახდინეს, ან...
თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ხუთი მოადგილე წარადგინა. ხუთიდან ოთხი მოადგილე ახალია, ხოლო ერთმა, დავით ნარმანიას მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა მერის მოადგილის პოსტი შეინარჩუნა. კალაძის გადაწყვეტილებით, ვიცემერი იქნება ირაკლი ხმალაძე - ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ის კალაძის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. კალაძის მოადგილე იქნება, ასევე, მაია ბითაძე - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც წინასაარჩევნოდ კალაძის გუნდს შეუერთდა. კიდევ ერთი მოადგილის პოსტს...
გაეცანით თბილისის მერიის 2014-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს. ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები 7, 295 814,93 მ2 ფართს ჩაუტარდა, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია 755 ქუჩას ჩაუტარდა. აშენდა სამება-მახათას და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზები, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთი, ბაგები-წყნეთის 12 კმ-იანი გზა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საარჩევნო მედიაცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. თუმცა, გამონაკლისი იყო ხაშური, სადაც დღის ბოლოს პარტია „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის  ინციდენტი მოხდა. "სიტუაცია პოლიციის ჩარევით მალევე განიმუხტა, თუმცა, აუცილებელია ამ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისივე ცნობით, ოზურგეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა იმ ბიულეტენების ნამდვილად...
თბილისის ახლად არჩეული, მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. პირველივე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს უყრიან კენჭს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძეა წარდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გიორგი ახვლედიანი, მოადგილეებად კი მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. რაც შეეხება კომისიებს, საკრებულოში რეორგანიზაციაა დაგეგმილი. კერძოდ: ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და იურიდიულ საკითხთა კომისია გაერთიანდება, ხოლო ურბანული დაგეგმარების...
თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ ახალ მერს, კახა კალაძეს კაბინეტი გადააბარა. დღეს დილიდან კახა კალაძე მერიაში მივიდა, სადაც მას ნარმანია დახვდა, შენობა დაათვალიერებინა და თანამშრომლები გააცნო. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად, შევძლებთ იმ...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 საარჩევნო ოლქში გამართული მეორე ტურის საბოლოო შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა. მისივე ცნობით, უკვე დათვლილია ყველა ოლქის ყველა უბანი. ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან“, ბეგლარ სიორიძემ კი...
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ვითარება N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ნასაკირალის 59-ე უბანზე იყო, სადაც არჩევნების ჩაშლას შეეცადნენ. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა. ბენიძის ინფორმაციით, N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, დაბა ნასაკირალში, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის...
საარჩევნო მედიაცენტრში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციებს მართავენ. პრესკონფერენცია უკვე გამართა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ, რომელმაც არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ ისაუბრა. მომდევნო ბრიფინგს მედიაცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს, რომელსაც droa.ge პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საარჩევნო მედიაცენტრი ფონდის – "ღია საზოგადოება – საქართველო" მხარდაჭერით გაიხსნა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა...
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, "სამართლიანმა არჩევნებმა" 6 საარჩევნო ოლქში ჩატარებული მეორე ტურის ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ოზურგეთში, სადაც ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე უპირისპირდებოდნენ, 50.11%-ით შარაშენიძემ გაიმარჯვა. სიორიძემ კი 49.89% მიიღო. ქუთაისში, ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.07%-ით მოიპოვა. როგორც ცნობილია, ქუთაისში მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ