ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ასპინძაში,შიდა ქუჩების, ვაჟა ფშაველას ქუჩის, დედაენის ქუჩის, ერეკლე II-ის ქუჩების (ბეტონის დაგება) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 522 225ლარს.
გარდა ამისა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტონულ ტენდერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკსა და სოფელ ვარგავში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპის შესახებ. (გარდამავალი პროექტი). ამ...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის, ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საკვები პროდუქტები მოიპარეს. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქურდობა ღამე 8 თებერვალს მოხდა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს: "მხილებულია ერთი პირი და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები"- ამბობენ უწყებაში.
წინა სტატია
გურიის მოამბის ცნობით, ოზურგეთის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 46-კაციან საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 22 თანამდებობის პირია და აქედან 15 საკრებულოს ფრაქციის ინსტიტუტთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ (საკრებულოში არსებული 7 ფრაქციის თავმჯდომარეს დამატებული საკრებულოს ფრაციათა თავმჯდომარეების 8 მოადგილე).
შესაბამისად, საკრებულოს ამ 22 თანამდებობის პირის მხოლოდ შრომის ანაზღაურება ადგილობრივ ბიუჯეტს წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი (უფრო ზუსტად კი, – 499,2 ათ.) ლარი უჯდება (ისიც იმ...
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა სხვადასხვა სახის უნებართვო სეზონური ობიექტი, რომლის მფლობელებსაც დემონტაჟთან დაკავშირებით შეტყობინებები დაეგზავნათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ზედამხედველობითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.
ამავე წყაროს მიხედვით, შეტყობინება გაგზავნილია 42 სუბიექტზე, მათ შორის 26-მა სუბიექტმა უკვე მოახდინა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი, 3 სუბიექტი დაჯარიმებდება და უნებართვო ობიექტების იძულების წესით დემონტაჟი განხორციელდება. ხოლო 13 სუბიექტთან ხელმეორედ დაიგზავნა...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, "რეორგანიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება რეორგანიზაციის დაგეგმვა, მეორე ეტაპზე - მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციური სტრუქტურის პროექტი, ხოლო მესამე ეტაპზე, რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობაა გათვალისწინებული".
რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 14 თებერვლამდე განისაზღვრება.
აუდიტის სამსახური მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა.
ინფორმაციას IPN ავრცელებს.
მექვაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ჭიანურდება დედაქალაქის მერიისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნება.
ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, აუდიტის დასკვნებში საუბარია სისტემურ ხარვეზებზე.
მისივე თქმით, აუდიტი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს მერიის ქონების მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს, რომელშიც სწორედ სისტემურ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ, №15 საბავშვო ბაღის ბაზაზე ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, რვა აღსაზრდელზე გათვლილი ჯგუფი 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესს შესაბამისი კვალიფიკაციის აღმზრდელები სპეცმასწავლებლებთან ერთად უძღვებიან.
"საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეხეთის კარიტასმა ინტეგრირებული ჯგუფის გახსნისათვის 4 820 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით სპეციალური ინვენტარი, სათამაშოები და სხვა საჭირო...
სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარე ფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა.
კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს.
"ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილე დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით...
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია წითელი და მწვანე დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა და ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახების დამატება-სულ 6 ოთახი.
ასევე განხორციელდება შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო...
აუდიტის სამსახური მარტვილის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა. უწყებამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. მათ შორის, გამოიკვლია 2016 წელს “წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობაც და დარღვევებიც გამოავლინა.
კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, დაქირავებულების რაოდენობა "თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ...
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის ხეობის სოფლების მორწყვის სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის მაცხოვრებლების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, წლების შემდეგ ისევ მოირწყვება.
პროექტი იაპონიის საელჩოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება. სარწყავი სისტემის მშენებლობისთვის ჯამში, 1 მლნ. ლარზე მეტია საჭირო.
იაპონიის საელჩოსა და კავკასიურ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას - " სარწყავი სისტემის...
"ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულში კენკრის ახალი ბაღი გაშენდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, "ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ "ქართული კენკრა“, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰა-ზე გააშენა.
"ქართული კენკრა“ პროგრამაში - "დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53,305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35,805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17,500...
წინა სტატია
კვორუმის არარსებობის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 17:00 საათისთვის გადაიდო. 28 დეპუტატიდან სხდომას 14 ესწრებოდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ის ერთი დეპუტატი რომლის ყოფნაც აუცილებელია კვორუმისთვის, სხდომას დაესწრება. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა ხვალისთვის გადაიდება.
დღის წესრიგში 27 საკითხია შეტანილი, აქედან ერთ-ერთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის საკითხია.
2017 წლის...
ქუთაისში, პროექტ "Сharging Eco Space"-ის ფარგლებში, სპეციალური ველოსიპედები დამონტაჟდება, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებენ. ინფორმაციას topnews.geავრცელებს.
ელოსიპედების მშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და, მეორე მხრივ, დატენოს ნებისმიერი მოწყობილობა - მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი და ა.შ.
"ამ ეტაპზე ვარჩევთ სკვერს, სადაც დავამონტაჟებთ ველოსიპედებს სპეციალური ენერგოშემნახველი აპარატით. ჯამში 3 ველოსიპედის დადგმა იგეგმება. აქედან 2 დამონტაჟდება სკვერში და 1 უშუალოდ ორგანიზაციაში, რადგან ჩვენთან კვირის მანძილზე...
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყალზე ხობი-2 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შპს " ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყალზე ხობი-2 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტს ახორციელებს.
"ამ პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობაც განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე...
ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა ზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
"გრანტის კომპონენტი განხორციელდება FAO-ს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. ამჟამად ზუსტდება ტექნიკური პირობები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში მოხდება თანხების განკარგვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ძალაში სწრაფად შევიდეს. მისი ღირებულება 12 მილიონი ევროა", - განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































